https://sputnik-georgia.com/20250531/dres-cempionta-ligis-finalia-kvaracxelias-paro-sen-jermeni-inters-daupirispirdeba-293592275.html
დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალია: კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი" „ინტერს" დაუპირისპირდება
დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალია: კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი" „ინტერს" დაუპირისპირდება
Sputnik საქართველო
ქართველი ფეხბურთელი „პარი სენ-ჟერმენის" რიგებს მიმდინარე წლის იანვარში შეუერთდა. 31.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-31T13:25+0400
2025-05-31T13:25+0400
2025-05-31T13:25+0400
საქართველო
საფრანგეთი
ახალი ამბები
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/04/1e/293121852_0:274:1351:1033_1920x0_80_0_0_f4fb168af3ac6f29719a221fb50f7d81.jpg
თბილისი, 31 მაისი - Sputnik. დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება - საფინალო მატჩში ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი" მილანის „ინტერს" დაუპირისპირდება. ჩემპიონთა ლიგის ფინალი გერმანიის ქალაქ მიუნხენში „ალიანც არენაზე" დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. „პარი სენ-ჟერმენმა" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო მატჩში ლონდონის „არსენალი" ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ტურნირის ფინალში გავიდა. „ინტერმა" კი ფინალის საგზური „ბარსელონას" დამარცხებით მოიპოვა - ნახევარფინალში მათი შეხვედრა ანგარიშით 4:3 დასრულდა. კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმეთან" ხუთწლიანი კონტრაქტი მიმდინარე წლის 17 იანვარს გააფორმა. აღნიშნულ ტრანსფერში ფეხბურთელის ყოფილმა კლუბმა, იტალიურმა „ნაპოლიმ" 70 მლნ ევრო და ბონუსის სახით დამატებით 10 მლნ მიიღო. კვარაცხელია პირველი ქართველია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. გარდა ამისა, კვარაცხელია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც The Best FIFA Football Awards 2023-ზე (ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის დაჯილდოების ცერემონია) საუკეთესო 10 ფეხბურთელს შორის დასახელდა. 2023 წელს ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის" ფინალისტიც იყო.
საქართველო
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/04/1e/293121852_0:147:1351:1160_1920x0_80_0_0_5ae9b59810b412b6b5100b2cb25c16a7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საფრანგეთი , ახალი ამბები, სპორტი
საქართველო, საფრანგეთი , ახალი ამბები, სპორტი
დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალია: კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი" „ინტერს" დაუპირისპირდება
ქართველი ფეხბურთელი „პარი სენ-ჟერმენის" რიგებს მიმდინარე წლის იანვარში შეუერთდა.
თბილისი, 31 მაისი - Sputnik. დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება - საფინალო მატჩში ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი" მილანის „ინტერს" დაუპირისპირდება.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი გერმანიის ქალაქ მიუნხენში „ალიანც არენაზე" დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
„პარი სენ-ჟერმენმა" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო მატჩში ლონდონის „არსენალი" ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ტურნირის ფინალში გავიდა. „ინტერმა" კი ფინალის საგზური „ბარსელონას" დამარცხებით მოიპოვა - ნახევარფინალში მათი შეხვედრა ანგარიშით 4:3 დასრულდა.
კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმეთან" ხუთწლიანი კონტრაქტი მიმდინარე წლის 17 იანვარს გააფორმა. აღნიშნულ ტრანსფერში ფეხბურთელის ყოფილმა კლუბმა, იტალიურმა „ნაპოლიმ" 70 მლნ ევრო და ბონუსის სახით დამატებით 10 მლნ მიიღო.
კვარაცხელია პირველი ქართველია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. გარდა ამისა, კვარაცხელია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც The Best FIFA Football Awards 2023-ზე (ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის დაჯილდოების ცერემონია) საუკეთესო 10 ფეხბურთელს შორის დასახელდა. 2023 წელს ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის" ფინალისტიც იყო.