https://sputnik-georgia.com/20250530/ucxoelebi-saqartvelos-tavdacvis-saministros-yofili-qonebis-memkvidreobit-mirebas-sezleben-293588351.html
უცხოელები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ქონების მემკვიდრეობით მიღებას შეძლებენ
უცხოელები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ქონების მემკვიდრეობით მიღებას შეძლებენ
Sputnik საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მთავრობის დადგენილება კონსტიტუციის თანასწორობის შესახებ დებულებას არღვევს 30.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-30T22:25+0400
2025-05-30T22:25+0400
2025-05-30T22:25+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს თავდაცვა
საქართველოს სახალხო დამცველი
საკონსტიტუციო სასამართლო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/10/283305613_0:0:1728:972_1920x0_80_0_0_87f7122c29cbaef929b4bc740ecf78e1.jpg
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შეტანილი სარჩელის საფუძველზე, არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებს უკრძალავდა თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული და ქვეყნის მოქალაქეებისთვის გადაცემული ქონების მემკვიდრეობით მიღებას.სახალხო დამცველმა გაასაჩივრა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების ის ნაწილი, რომელიც ამ ქონების საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირთათვის გადაცემის აკრძალვას ეხებოდა.ომბუდსმენმა მიიჩნია, რომ დადგენილება არღვევს კონსტიტუციის დებულებას თანასწორობის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ საუბარია ამ ქონების იმ მემკვიდრეების მიერ გადაცემაზე, რომლებიც საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე პირები არიან.საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საბიუჯეტო რესურსების დაზოგვა არ შეიძლება ჩაითვალოს თვითკმარ ლეგიტიმურ მიზნად არსებითად თანასწორ პირთა შორის დიფერენციაციისთვის, ხოლო სადავო ნორმა, რომელიც ქონების მიღების ჭრილში ადგენს დიფერენციაციას მემკვიდრეებს შორის და ქონების მიღებისას არ აკისრებს მათ რაიმე საპასუხო ვალდებულებს, არ შეიძლება ჩაითვალოს ზემოაღნიშნული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად მიმართულ რეგულაციად.ამავდროულად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხემ ვერ წარმოადგინა რაიმე სხვა არგუმენტი, რომელიც ლოგიკურად ახსნიდა მემკვიდრეებს შორის დადგენილ დიფერენცირებულ მოპყრობას და გაამართლებდა საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირების განსხვავებულ, უარეს სამართლებრივ რეჟიმში ჩაყენებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/10/283305613_216:0:1512:972_1920x0_80_0_0_a9e1d7b238686a123d60813d8f1cb136.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საქართველოს სახალხო დამცველი, საკონსტიტუციო სასამართლო, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საქართველოს სახალხო დამცველი, საკონსტიტუციო სასამართლო, საზოგადოება
უცხოელები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ქონების მემკვიდრეობით მიღებას შეძლებენ
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მთავრობის დადგენილება კონსტიტუციის თანასწორობის შესახებ დებულებას არღვევს
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შეტანილი სარჩელის საფუძველზე, არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებს უკრძალავდა თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული და ქვეყნის მოქალაქეებისთვის გადაცემული ქონების მემკვიდრეობით მიღებას.
სახალხო დამცველმა გაასაჩივრა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების ის ნაწილი, რომელიც ამ ქონების საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირთათვის გადაცემის აკრძალვას ეხებოდა.
ომბუდსმენმა მიიჩნია, რომ დადგენილება არღვევს კონსტიტუციის დებულებას თანასწორობის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ საუბარია ამ ქონების იმ მემკვიდრეების მიერ გადაცემაზე, რომლებიც საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე პირები არიან.
„ამგვარად, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს, რადგან საქართველოს მოქალაქეებისაგან განსხვავებით, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის მიმართ ფართის გადაცემას გამორიცხავს იმ შემთხვევაშიც, თუ პირი ფართის მართლზომიერი მფლობელის მემკვიდრეა“, - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საბიუჯეტო რესურსების დაზოგვა არ შეიძლება ჩაითვალოს თვითკმარ ლეგიტიმურ მიზნად არსებითად თანასწორ პირთა შორის დიფერენციაციისთვის, ხოლო სადავო ნორმა, რომელიც ქონების მიღების ჭრილში ადგენს დიფერენციაციას მემკვიდრეებს შორის და ქონების მიღებისას არ აკისრებს მათ რაიმე საპასუხო ვალდებულებს, არ შეიძლება ჩაითვალოს ზემოაღნიშნული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად მიმართულ რეგულაციად.
ამავდროულად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხემ ვერ წარმოადგინა რაიმე სხვა არგუმენტი, რომელიც ლოგიკურად ახსნიდა მემკვიდრეებს შორის დადგენილ დიფერენცირებულ მოპყრობას და გაამართლებდა საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირების განსხვავებულ, უარეს სამართლებრივ რეჟიმში ჩაყენებას.