საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, ნიკა მელიას გირაო პატიმრობით შეეცვალა

© Droaნიკა მელია
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2025
გამოწერა
ოპოზიციონერ პოლიტიკოსს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადებას ედავებიან.
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე ოპოზიციური პარტია „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეუცვალა.
ნიკა მელიას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით 50.000-ლარიანი გირაო 29 აპრილს შეეფარდა. მას გირაოს გადახდის ვადა 29 მაისს ამოეწურა.
შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი შვანგირაძემ მიიღო და ამით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
მოსამართლის განცხადებით, ნიკა მელიამ მიზანმიმართულად არ გადაიხადა გირაო. მისი თქმით, მელიას სახელზე რეგისტრირებულია უძრავი ქონება და შეეძლო, ამით უზრუნველყო გირაოს გადახდა.
თვითონ ნიკა მელია გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია. მან გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, ამის შემდგომ კი ის სხდომათა დარბაზიდან გააძევეს.
ნიკა მელია აპრილში პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც მან მისვლაზე უარი განაცხადა.
მას პროკურატურამ ბრალდება 28 აპრილს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წაუყენა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
მანამდე, სასამართლომ ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ და ის სასამართლო დარბაზში 14 მაისს დააკავა. 22 მაისს საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო სასამართლო დარბაზში დააკავეს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძეც.
დროებითი საგამოძიებო კომისია 2025 წლის 5 თებერვალს შეიქმნა, რომელსაც თავდაპირველად 2003-2012 წლებში მოქმედი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა შეესწავლა. 1 აპრილს კი კომისიის მანდატი გაფართოვდა და ახლა იგი ასევე დაკავდება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 2012-2013 წლებში ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკების საქმიანობის გამოძიებით. მოქმედი კანონმდებლობით, კომისიის სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა.
ყველა ახალი ამბავი
0