რამდენი ადამიანი საქართველოში იყენებდა მობილურ ინტერნეტს - გასული წლის მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerმობილური კავშირის ანძა 4G
მობილური კავშირის ანძა 4G - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2025
გამოწერა
მზარდია მობილური აბონენტების რაოდენობაც, რაც 2023 წელთან შედარებით 230 ათასით გაიზარდა და ჯამურად 6,14 მლნ შეადგინა.
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. საქართველოში მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა სწრაფი ტემპით იზრდება, რაც ონლაინ სერვისებსა და ციფრულ პლატფორმებზე მზარდი მოთხოვნითაა გამოწვეული, ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, წინა წელთან შედარებით, 2024 წელს მობილური ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა 280 ათასით გაიზარდა და 4,60 მლნ შეადგინა.
ანგარიშის თანახმად, მზარდია ასევე მობილური აბონენტების რაოდენობაც, რაც 2023 წელთან შედარებით 230 ათასით გაიზარდა და ჯამურად 6,14 მლნ შეადგინა. უწყების ცნობით, ეს მატება გამოწვეულია როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური აბონენტების ზრდით. იურიდიული პირი აბონენტების რაოდენობამ 2024 წელს მთლიანი აბონენტების 25,4% შეადგინა და 1,55 მილიონს გაუტოლდა. ამავე პერიოდში ფიზიკური პირი აბონენტების რაოდენობა 4,59 მლნ იყო.
აბონენტების რაოდენობის მიხედვით, მობილური ოპერატორების საბაზრო წილები 2023 წელთან შედარებით თითქმის არ შეცვლილა და შემდეგნაირად გადანაწილდა: "მაგთიკომი" – 41%; "სილქნეტი" – 35%; "სელფი მობაილი" – 23% და "ჰალო" – 0.5%.
2024 წელს აბონენტების რაოდენობა კომპანიების მიხედვით

კომპანია

ფიზიკური პირი აბონენტები

იურიდიული პირი აბონენტები

მაგთიკომი

1,84 მლნ

680 ათასი

სილქნეტი

1,60 მლნ

570 ათასი

სელფი მობაილი

1,12 მლნ

300 ათასს

ჰალო

30 ათასი

-

ყველა ახალი ამბავი
0