https://sputnik-georgia.com/20250530/ra-ganixila-natia-turnavam-islandiis-centraluri-bankis-prezidenttan-293569327.html
რა განიხილა ნათია თურნავამ ისლანდიის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტთან
რა განიხილა ნათია თურნავამ ისლანდიის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტთან
Sputnik საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ისლანდიის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტთან სამუშაო შეხვედრა გამართა. 30.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-30T10:16+0400
2025-05-30T10:16+0400
2025-05-30T11:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ისლანდია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/1d/292708747_0:0:1801:1014_1920x0_80_0_0_6424125c076756132e133920899973fc.jpg
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. სამომავლო თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები განიხილა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ისლანდიელ კოლეგასთან ასგეირ იონსონთან გამართულ შეხვედრაზე, ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ნათია თურნავამ ისლანდიის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტთან ასგეირ იონსონთან სამუშაო შეხვედრა თბილისში გამართა. მხარეებმა განიხილეს ცენტრალური ბანკების როლი და დეტალურად ისაუბრეს მონეტარული პოლიტიკის შესახებ. საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ მაკროეკონომიკურ ტენდენციებსა და ფინანსური სტაბილურობის საკითხებს. ყურადღება გამახვილდა ეროვნული ბანკის მონეტარული და საზედამხედველო პოლიტიკის არსებულ პრაქტიკაზე, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის სტანდარტებთან. მხარეებმა ასევე ისაუბრეს გლობალურად ცვალებად გარემოში არსებულ ფინანსურ სისტემებზე და მსოფლიოს შეცვლილი დღის წესრიგის პირობებში მონეტარულ პოლიტიკაზე. როგორც შეხვედრაზე ითქვა, საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ისწრაფვის პროცესების გაუმჯობესებისა და ოპერაციების დივერსიფიკაციისკენ, რისთვისაც აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალურ ბანკებთან. ისლანდიის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის საიუბილეო ღონისძიებებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება. ასგეირ იონსონი მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში სახელწოდებით „გლობალური ფინანსური სისტემა ცვალებად გარემოში: გავლენა მონეტარულ პოლიტიკაზე." 2025 წელს ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით თბილისში 30 მაისს მასშტაბური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.
საქართველო
ისლანდია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/1d/292708747_86:0:1686:1200_1920x0_80_0_0_3487d9ed6eba998d968fc956fa97bc27.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ისლანდია
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ისლანდია
რა განიხილა ნათია თურნავამ ისლანდიის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტთან
10:16 30.05.2025 (განახლებულია: 11:15 30.05.2025) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ისლანდიის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. სამომავლო თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები განიხილა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ისლანდიელ კოლეგასთან ასგეირ იონსონთან გამართულ შეხვედრაზე, ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნათია თურნავამ ისლანდიის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტთან ასგეირ იონსონთან სამუშაო შეხვედრა თბილისში გამართა.
მხარეებმა განიხილეს ცენტრალური ბანკების როლი და დეტალურად ისაუბრეს მონეტარული პოლიტიკის შესახებ. საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ მაკროეკონომიკურ ტენდენციებსა და ფინანსური სტაბილურობის საკითხებს. ყურადღება გამახვილდა ეროვნული ბანკის მონეტარული და საზედამხედველო პოლიტიკის არსებულ პრაქტიკაზე, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის სტანდარტებთან.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს გლობალურად ცვალებად გარემოში არსებულ ფინანსურ სისტემებზე და მსოფლიოს შეცვლილი დღის წესრიგის პირობებში მონეტარულ პოლიტიკაზე.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ისწრაფვის პროცესების გაუმჯობესებისა და ოპერაციების დივერსიფიკაციისკენ, რისთვისაც აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალურ ბანკებთან.
ისლანდიის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის საიუბილეო ღონისძიებებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება. ასგეირ იონსონი მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში სახელწოდებით „გლობალური ფინანსური სისტემა ცვალებად გარემოში: გავლენა მონეტარულ პოლიტიკაზე."
2025 წელს ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით თბილისში 30 მაისს მასშტაბური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.