https://sputnik-georgia.com/20250530/ra-aqtivobebs-umzadebs-bavsvebs-1-ivniss-botanikuri-bari-293564516.html
რა აქტივობებს უმზადებს ბავშვებს 1 ივნისს ბოტანიკური ბაღი
რა აქტივობებს უმზადებს ბავშვებს 1 ივნისს ბოტანიკური ბაღი
Sputnik საქართველო
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს დედაქალაქის სხვადასხვა უბანში.მრავალი აქტ6ივობა გაიმართება ცენტრალური ღონისძიება კი დედაენის ბაღშია დაგეგმილი. 30.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-30T11:34+0400
2025-05-30T11:34+0400
2025-05-30T11:16+0400
საზოგადოება
საქართველო
ახალი ამბები
კულტურა საქართველოში
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23682/35/236823578_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_3f93983dca6abcfd30f919f8c200b162.jpg
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღშიც გაიმართება, იუწყება თბილისის მერია.უწყების ცნობით, პატარებს ბოტანიკური ბაღი 12:00-დან 16:00 საათამდე უმასპინძლებს.ამ დღესთან დაკავშირებით, ბაღში შესვლა ყველა ვიზიტორისთვის უფასო იქნება. უმცროსი თაობის საყვარელი დღესასწაული - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - ყოველწლიურად 1 ივნისს აღინიშნება. ეს დღესასწაული მთელ მსოფლიოში 1950 წლიდან აღინიშნება. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მრავალი აქტივობა გაიმართება დედაქალაქის სხვადასხვა უბანში. ცენტრალური ღონისძიება კი დედაენის ბაღშია დაგეგმილი. 1 ივნისს დედაენის ბაღში ღონისძიებები 15:00 საათზე დაიწყება, ხოლო საკონცერტო ნაწილი 20:00 საათზეა დაგეგმილი. გარდა საბავშვო კონცერტისა, 15:00 საათიდან დედაენის ბაღში გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიება: მოეწყობა ღია ბიბლიოთეკა და კინოს კუთხე, ჭადრაკის კუთხე, ხელოვნების სახლების საგამოფენო სივრცე. დედაენის ბაღში ასევე იქნება სპორტული აქტივობები, თექის, კალიგრაფიისა და გამოყენებითი ხელოვნების ვორქშოფები, გაიმართება მეწარმეთა გამოფენა-გაყიდვა, მოეწყობა ზღაპრის კუთხე, თოჯინების თეატრი, არტ თერაპია, იქნება სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი გასართობი შესაბამისი აქტივობები. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის მთელ მსოფლიოში აღნიშვნის გადაწყვეტილება 1949 წლის ნოემბერში, ქალთა საერთაშორისო დემოკრატიული ფედერაციის მიერ სპეციალურ სესიაზე იქნა მიღებული. გაერომ ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა და ბავშვთა უფლებების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა თავისი საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა. ისტორიაში ცალსახად არაა მოცემული, თუ რატომ აღინიშნება ეს დღე მაინცდამაინც 1 ივნისს, მაგრამ, ერთ-ერთი ვერსიით, 1925 წელს ჩინეთის გენერალურმა კონსულმა სან-ფრანცისკოში თავი მოუყარა უპატრონო ჩინელ ბავშვებს და მოუწყო დღესასწაული. ეს 1 ივნისს მოხდა, ზუსტად მაშინ, როცა ჟენევაში იმართებოდა ბავშვების თემატიკისადმი მიძღვნილი კონფერენცია. ბავშვთა საერთაშორისო დღეს თავისი სიმბოლური დროშა გააჩნია – მწვანე ფონზე დედამიწის ირგვლივ მდგომი სხვადასხვა ფერის ადამიანების ფიგურები. ამ დღეს სხვადასხვა ქვეყანაში ბავშვებისთვის ეწყობა მასობრივი გასართობი და კულტურული ღონისძიებები. დღესასწაულს, როგორც წესი, აღნიშნავენ ბავშვებისადმი მიძღვნილი კონცერტებით, გამოფენებითა და სხვა ღონისძიებებით; იმართება საქველმოქმედო აქციები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23682/35/236823578_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_d7e1980848ddb495af041a43f259fa82.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, საქართველო, ახალი ამბები, კულტურა საქართველოში, თბილისი დღეს
საზოგადოება, საქართველო, ახალი ამბები, კულტურა საქართველოში, თბილისი დღეს
რა აქტივობებს უმზადებს ბავშვებს 1 ივნისს ბოტანიკური ბაღი
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს დედაქალაქის სხვადასხვა უბანში.მრავალი აქტ6ივობა გაიმართება ცენტრალური ღონისძიება კი დედაენის ბაღშია დაგეგმილი.
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღშიც გაიმართება, იუწყება თბილისის მერია.
უწყების ცნობით, პატარებს ბოტანიკური ბაღი 12:00-დან 16:00 საათამდე უმასპინძლებს.
„ბაღში მოსულ ვიზიტორებს ეკოშემეცნებითი აქტივობები, მცენარეების დარგვის მასტერკლასი, ჯამბაზის წარმოდგენა, ხატვის მასტერკლასი და სხვადასხვა გასართობი აქტივობა ელოდებათ", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ დღესთან დაკავშირებით, ბაღში შესვლა ყველა ვიზიტორისთვის უფასო იქნება.
უმცროსი თაობის საყვარელი დღესასწაული - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - ყოველწლიურად 1 ივნისს აღინიშნება. ეს დღესასწაული მთელ მსოფლიოში 1950 წლიდან აღინიშნება.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მრავალი აქტივობა გაიმართება დედაქალაქის სხვადასხვა უბანში. ცენტრალური ღონისძიება კი დედაენის ბაღშია დაგეგმილი.
1 ივნისს დედაენის ბაღში ღონისძიებები 15:00 საათზე დაიწყება, ხოლო საკონცერტო ნაწილი 20:00 საათზეა დაგეგმილი. გარდა საბავშვო კონცერტისა, 15:00 საათიდან დედაენის ბაღში გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიება: მოეწყობა ღია ბიბლიოთეკა და კინოს კუთხე, ჭადრაკის კუთხე, ხელოვნების სახლების საგამოფენო სივრცე.
დედაენის ბაღში ასევე იქნება სპორტული აქტივობები, თექის, კალიგრაფიისა და გამოყენებითი ხელოვნების ვორქშოფები, გაიმართება მეწარმეთა გამოფენა-გაყიდვა, მოეწყობა ზღაპრის კუთხე, თოჯინების თეატრი, არტ თერაპია, იქნება სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი გასართობი შესაბამისი აქტივობები.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის მთელ მსოფლიოში აღნიშვნის გადაწყვეტილება 1949 წლის ნოემბერში, ქალთა საერთაშორისო დემოკრატიული ფედერაციის მიერ სპეციალურ სესიაზე იქნა მიღებული. გაერომ ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა და ბავშვთა უფლებების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა თავისი საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა.
ისტორიაში ცალსახად არაა მოცემული, თუ რატომ აღინიშნება ეს დღე მაინცდამაინც 1 ივნისს, მაგრამ, ერთ-ერთი ვერსიით, 1925 წელს ჩინეთის გენერალურმა კონსულმა სან-ფრანცისკოში თავი მოუყარა უპატრონო ჩინელ ბავშვებს და მოუწყო დღესასწაული. ეს 1 ივნისს მოხდა, ზუსტად მაშინ, როცა ჟენევაში იმართებოდა ბავშვების თემატიკისადმი მიძღვნილი კონფერენცია.
ბავშვთა საერთაშორისო დღეს თავისი სიმბოლური დროშა გააჩნია – მწვანე ფონზე დედამიწის ირგვლივ მდგომი სხვადასხვა ფერის ადამიანების ფიგურები.
ამ დღეს სხვადასხვა ქვეყანაში ბავშვებისთვის ეწყობა მასობრივი გასართობი და კულტურული ღონისძიებები. დღესასწაულს, როგორც წესი, აღნიშნავენ ბავშვებისადმი მიძღვნილი კონცერტებით, გამოფენებითა და სხვა ღონისძიებებით; იმართება საქველმოქმედო აქციები.