https://sputnik-georgia.com/20250530/boworisvili-imedi-maqvs-es-sexvedra-gavlenas-moaxdens-saqartvelo-amerikis-urtiertobaze-293580454.html
ბოჭორიშვილი: იმედი მაქვს, ეს შეხვედრა გავლენას მოახდენს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე
ბოჭორიშვილი: იმედი მაქვს, ეს შეხვედრა გავლენას მოახდენს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე
Sputnik საქართველო
საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველო აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის მზად არის. 30.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-30T17:19+0400
2025-05-30T17:19+0400
2025-05-30T17:19+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291593380_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_56fecd9f72431d366ff171f6afe0e99a.jpg
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ჰქონდა ძალიან კარგი შეხვედრა სენატორ დეინსთან, ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებზე, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრ, სენატორ სტივ დეინსთან შეხვედრის შემდეგ. საქართველოში ვიზიტით აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი სტივ დეინსი იმყოფება. ის დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდა. შეხვედრისას საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს ურთიერთობებს, საქართველოს როლს რეგიონში, ასევე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მკაფიოდ აღინიშნა, რომ საქართველო აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვისა და ამ ურთიერთობების შინაარსზე ორიენტირებულად წარმართვისთვის მზად არის. „სენატორის მხრიდან ძალიან ღრმა დაინტერესება იყო გამოჩენილი საქართველოს საკითხთან დაკავშირებით. ის საქართველოს უყურებს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან ქვეყანას რეგიონში და არა მხოლოდ რეგიონში, ეს ცალსახად იყო მისი მხრიდან ნათქვამი. არაერთხელ აღინიშნა, რომ ის კომუნიკაცია, რომელიც მოხდა პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში, ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა ბოჭორიშვილმა. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი შეხვედრა საბოლოო ჯამში გავლენას მოახდენს იმ მიდგომებზე, რაც ყალიბდება აშშ-ში საქართველოსთან დაკავშირებით და პოზიტიურად აისახება შემდგომი ურთიერთობების განვითარებაზე. შეხვედრას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ. პრემიერმა სოციალურ ქსელ X-ში გააზიარა პოსტი, სადაც აღნიშნა, რომ ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის სენატორ სტივ დეინსთან. კობახიძის განცხადებით, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, რომ გადაიტვირთოს და განახლდეს „სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან მკაფიო და ქმედით გზამკვლევზე დაყრდნობით, რომელიც რეალურ სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას". სენატორმა დეინსმაც სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მიესალმება ირაკლი კობახიძესთან გამართულ შეხვედრას. მან დაადასტურა „საქართველოს გადამწყვეტი როლი კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობისა და კეთილდღეობის განვითარებაში და მკაფიოდ მოუწოდა საქართველოს მჭიდროდ ითანამშრომლოს ტრამპის ადმინისტრაციასთან საერთო ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესების განვითარების მიზნით“.დღეს საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომ თბილისში ვიზიტით იმყოფება რესპუბლიკელი სენატორი სტივ დეინსი, რომელიც გეგმავს, „გააჟღეროს პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, მათ შორის, „ამერიკა უპირველეს ყოვლისა" დღის წესრიგის ფილოსოფია და ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მთავრობას შეუძლია გადადგას იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიმართ". სენატორი დეინსი საქართველოში ჩამოსვლამდე აზერბაიჯანში იმყოფებოდა. საელჩოს ინფორმაციით, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, სენატორი დეინსი საქართველოში მთავრობის წარმომადგენლებს, ასევე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ საჭიროა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა. კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო მზადაა ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომელშიც იქნება ასახული შემხვედრი ნაბიჯები. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუბიომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პირველად გააკეთა კომენტარი საქართველოში არსებულ ვითარებაზე. მან თქვა, რომ ვაშინგტონი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ შესაძლო ზომებს განიხილავს. კონგრესმენ ჯო უილსონის კითხვის პასუხად რუბიომ საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას „ანტიამერიკული" უწოდა. განცხადება კონგრესში 21 მაისს გამართულ მოსმენაზე გაკეთდა. ამას მოჰყვა რუბიოს მიერ აშშ-ის სახელით საქართველოს მოსახლეობისთვის ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის მილოცვა. როგორც რუბიომ აღნიშნა, ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, საქართველოსა და აშშ-ს შორის მეგობრობა და პარტნიორობა დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და უკეთესი მომავლისკენ სწრაფვის საერთო ღირებულებებს ეფუძნება. 27 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილსა და ქართველ ხალხს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. როგორც წერილშია ნათქვამი, აშშ-ის ადმინისტრაცია სამომავლოდ ელოდება ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291593380_58:0:1197:854_1920x0_80_0_0_8354d8c596fa4ac6051c215f14df6c48.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, აშშ
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, აშშ
ბოჭორიშვილი: იმედი მაქვს, ეს შეხვედრა გავლენას მოახდენს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე
საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველო აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის მზად არის.
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ჰქონდა ძალიან კარგი შეხვედრა სენატორ დეინსთან, ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებზე, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრ, სენატორ სტივ დეინსთან შეხვედრის შემდეგ.
საქართველოში ვიზიტით აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი სტივ დეინსი იმყოფება. ის დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდა. შეხვედრისას საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს ურთიერთობებს, საქართველოს როლს რეგიონში, ასევე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას.
„იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრა საბოლოო ჯამში გავლენას მოახდენს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე; იმ მიდგომებზე, რაც ყალიბდება აშშ-ში საქართველოსთან დაკავშირებით და ეს პოზიტიურად აისახება ჩვენი შემდგომი ურთიერთობების განვითარებაზე", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მკაფიოდ აღინიშნა, რომ საქართველო აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვისა და ამ ურთიერთობების შინაარსზე ორიენტირებულად წარმართვისთვის მზად არის.
„სენატორის მხრიდან ძალიან ღრმა დაინტერესება იყო გამოჩენილი საქართველოს საკითხთან დაკავშირებით. ის საქართველოს უყურებს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან ქვეყანას რეგიონში და არა მხოლოდ რეგიონში, ეს ცალსახად იყო მისი მხრიდან ნათქვამი. არაერთხელ აღინიშნა, რომ ის კომუნიკაცია, რომელიც მოხდა პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში, ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი შეხვედრა საბოლოო ჯამში გავლენას მოახდენს იმ მიდგომებზე, რაც ყალიბდება აშშ-ში საქართველოსთან დაკავშირებით და პოზიტიურად აისახება შემდგომი ურთიერთობების განვითარებაზე.
შეხვედრას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.
პრემიერმა სოციალურ ქსელ X-ში გააზიარა პოსტი, სადაც აღნიშნა, რომ ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის სენატორ სტივ დეინსთან. კობახიძის განცხადებით, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, რომ გადაიტვირთოს და განახლდეს „სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან მკაფიო და ქმედით გზამკვლევზე დაყრდნობით, რომელიც რეალურ სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას".
სენატორმა დეინსმაც სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მიესალმება ირაკლი კობახიძესთან გამართულ შეხვედრას. მან დაადასტურა „საქართველოს გადამწყვეტი როლი კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობისა და კეთილდღეობის განვითარებაში და მკაფიოდ მოუწოდა საქართველოს მჭიდროდ ითანამშრომლოს ტრამპის ადმინისტრაციასთან საერთო ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესების განვითარების მიზნით“.
დღეს საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომ თბილისში ვიზიტით იმყოფება რესპუბლიკელი სენატორი სტივ დეინსი, რომელიც გეგმავს, „გააჟღეროს პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, მათ შორის, „ამერიკა უპირველეს ყოვლისა" დღის წესრიგის ფილოსოფია და ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მთავრობას შეუძლია გადადგას იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიმართ".
სენატორი დეინსი საქართველოში ჩამოსვლამდე აზერბაიჯანში იმყოფებოდა. საელჩოს ინფორმაციით, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, სენატორი დეინსი საქართველოში მთავრობის წარმომადგენლებს, ასევე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ საჭიროა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა. კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო მზადაა ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომელშიც იქნება ასახული შემხვედრი ნაბიჯები.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუბიომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პირველად გააკეთა კომენტარი საქართველოში არსებულ ვითარებაზე. მან თქვა, რომ ვაშინგტონი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ შესაძლო ზომებს განიხილავს. კონგრესმენ ჯო უილსონის კითხვის პასუხად რუბიომ საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას „ანტიამერიკული" უწოდა. განცხადება კონგრესში 21 მაისს გამართულ მოსმენაზე გაკეთდა.
ამას მოჰყვა რუბიოს მიერ აშშ-ის სახელით საქართველოს მოსახლეობისთვის ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის მილოცვა. როგორც რუბიომ აღნიშნა, ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, საქართველოსა და აშშ-ს შორის მეგობრობა და პარტნიორობა დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და უკეთესი მომავლისკენ სწრაფვის საერთო ღირებულებებს ეფუძნება.
27 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილსა და ქართველ ხალხს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. როგორც წერილშია ნათქვამი, აშშ-ის ადმინისტრაცია სამომავლოდ ელოდება ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.