უეფამ ქართულ საფეხბურთო კლუბებს ევროთასებში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიები მიანიჭა

© photo: Sputnik / Stringerმიხეილ მესხის სტადიონი
მიხეილ მესხის სტადიონი - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2025
გამოწერა
ქართული კლუბები უეფას საკლუბო ტურნირებში მიიღებენ მონაწილეობას
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. უეფას საკლუბო ლიცენზიები მომავალი სეზონისთვის ევროპულ შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის რვა ქართულმა გუნდმა მოიპოვა: „იბერია 1999“ (თბილისი), „ტორპედო ქუთაისი“, „გორის დილამ“, წყალტუბოს „სამგურალმა“, თბილისის „დინამომ“, „სამტრედიამ“, „სპაერმა“ და ქალთა კლუბმა „ლანჩხუთმა“, იტყობინება ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური.
უეფას ლიცენზია აუცილებელი დოკუმენტია, რომელიც კლუბებმა ევროპულ შეჯიბრებებში (ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ლიგა და ევროპის კონფერენციის ლიგა) მონაწილეობის მისაღებად უნდა მოიპოვოს. ლიცენზია გაიცემა კლუბის ფინანსურ, ორგანიზაციულ, იურიდიულ და სპორტულ კომპონენტებთან დაკავშირებული კრიტერიუმების საფუძველზე.
უეფამ 2024 წლის ეროვნული ლიგის ათი საუკეთესო კლუბის და ქალთა ეროვნული ლიგის ოთხი საუკეთესო კლუბის განაცხადები განიხილა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, 2025/2026 წლების უეფას ლიცენზირების პროცესი დასრულდა და ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები საბოლოოა.
ყველა ახალი ამბავი
0