უცხოელებს საპროტესტო აქციებზე არაფერი ესაქმებათ - პარლამენტის თავმჯდომარე

© Sputnik / STRINGERსაქართველოს, აშშ-ის, უკრაინისა და ევროკავშირის დროშები საპროტესტო აქციაზე საქართველოს დედაქალაქში
საქართველოს, აშშ-ის, უკრაინისა და ევროკავშირის დროშები საპროტესტო აქციაზე საქართველოს დედაქალაქში - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2025
გამოწერა
პარლამენტი განიხილავს კანონმდებლობაში ცვლილებათა პროექტს, რომლის მიხედვითაც, პოლიციელის წინააღმდეგ უკანონო ქმედებების ჩადენისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეს დეპორტაცია და ქვეყანაში შემოსვლაზე სამი წლით აკრძალვა ემუქრება.
თბილისი, 29 მაისი - Sputnik. უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა არ უნდა მიიღონ მონაწილეობა საპროტესტო აქციებში სხვა ქვეყანაში, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
პოლონეთის საელჩომ გაავრცელა ინფორმაცია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, მათ შორის ევროკავშირის მოქალაქეებისთვის, საქართველოში შესვლაზე უარის თქმის შემთხვევების ზრდის შესახებ და მოქალაქეებს მოუწოდა მოგზაურობის დაგეგმვისას შესაძლო რისკები გაითვალისწინონ. დიპლომატიურ უწყებაში აღნიშნეს, რომ დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის, თუნდაც სავარაუდო მონაწილეობისთვის, უცხოელებს შეიძლება ჯარიმები დაეკისროთ.
„ზოგადად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს არაფერი ესაქმება სხვა ქვეყანაში დემონსტრაციაზე. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, ამ მხრივ ძალიან მკაფიო პოლიტიკას ატარებს, როდესაც მათ შორის, ვიზას უჩერებს იმ ადამიანებს, რომლებიც ნაცვლად იმისა, რომ ვიზის დანიშნულებით იმყოფებოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, დაკავებულები არიან სხვადასხვა მთავრობის საწინააღმდეგო პროტესტით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის სპიკერის თქმით, მისთვის უცნობია, პოლონეთის საელჩო რატომ უკავშირებს ერთმანეთს ამ ორ ფაქტორს.
„მეორე მხრივ გასაკვირია ამაზე ხაზგასმა. გასაკვირია რადიკალების რეაქციები ასეთ საკითხთან დაკავშირებით, როდესაც იქმნება ისეთი წარმოდგენა თითქოს ეს თავისთავად ის საკითხია, რომ უცხოელები საქართველოში ჩამოდიოდნენ და აქციებს აწყობდნენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტი განიხილავს კანონმდებლობაში ცვლილებათა პროექტს, რომელიც დეპორტაციას ადმინისტრაციულ სახდელად აქცევს იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც საქართველოში საპროტესტო აქციების დროს ჩადენილ ყველაზე გავრცელებულ დანაშაულებს უკავშირდება.
უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიძლება გააძევონ საქართველოდან და აეკრძალოს ქვეყანაში შემოსვლა მომდევნო სამი წლის განმავლობაში ისეთი კანონდარღვევებისთვის, როგორიცაა წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა ან პოლიციის თანამშრომლისადმი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა.
უცხოელებს ასევე ემუქრებათ გაძევება და საქართველოში სამი წლით შემოსვლის აკრძალვა პოლიტიკოსების, საჯარო მოხელეების შეურაცხყოფისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ან მათი სამსახურებრივი მოვალეობის ან საქმიანობის შესრულებასთან დაკავშირებით.
მსგავსი სასჯელი დაეკისრებათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეკრებებისა და დემონსტრაციების გამართვის წესების დარღვევისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0