თბილისის ზღვაზე მიწის ნაკვეთები თაღლითურად მიითვისეს: დაკავებულია ერთი პირი

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2025
გამოწერა
ბრალდებულს ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო უწყება დაკავებულს ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლებას ედავება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებთან ერთად მიწის ნაკვეთის ყალბი მიღება-ჩაბარების აქტები გამოიყენა და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სამ მიწის ნაკვეთს, საერთო მოცულობით 3 800 კვადრატული მეტრი, რომლის საბაზრო ღირებულებაც 250 ათას ლარს აღემატება.
უწყების ცნობით, გრძელდება ღონისძიებები სხვა მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის კანონიერების შესწავლისა და დამნაშავე პირთა დადგენა-მხილების მიზნით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. ბრალდებულს ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0