https://sputnik-georgia.com/20250529/saqartvelosi-2024-wels-siraribis-done-istoriul-minimumamde-semcirda-293565221.html
საქართველოში 2024 წელს სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა
საქართველოში 2024 წელს სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა
Sputnik საქართველო
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ეს განპირობებულია თანმიმდევრული და სწორი ეკონომიკური პოლიტიკით. 29.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-29T16:42+0400
2025-05-29T16:42+0400
2025-05-29T16:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/14/285779849_0:211:3078:1942_1920x0_80_0_0_9e9304a3c1bccd5e23237bf3d8d403cc.jpg
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. გასული წლის განმავლობაში სიღარიბე 90 ათასზე მეტმა ადამიანმა დასძლია, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ. 2024 წელს, მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, ქვეყანაში სიღარიბის მნიშვნელოვანი შემცირება ფიქსირდება, კერძოდ, გასულ წელს სიღარიბე 2,4 პროცენტული პუნქტით შემცირდა.მინისტრის მოადგილის შეფასებით, სიღარიბე პირველად ჩამოცდა ორნიშნა მაჩვენებელს და რეკორდულად დაბალი - 9,4 პროცენტით განისაზღვრა, რაც, ფაქტობრივად, საქართველოსთვის ისტორიული მინიმუმია და ეს თანმიმდევრული და სწორი ეკონომიკური პოლიტიკით არის განპირობებული. „ერთი მხრივ, აქ მნიშვნელოვანია მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც, მაგალითად, 2024 წელს, საქართველოში, გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი - 9,4 პროცენტი იყო, ხოლო მეორე მხრივ, აღსანიშნავია ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ინკლუზიურობის ზრდაზე და ეკონომიკური შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე", - აღნიშნა ცინცაძემ.მინისტრის მოადგილის თქმით, მოლოდინია, რომ 2025 წელს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი შენარჩუნებული იქნება, რაც აისახება სიღარიბის შემდგომ შემცირებაში, დასაქმებულთა ზრდაში და ზოგადად, მოსახლეობის შემოსავლების გაუმჯობესებაში. „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2024 წელს ეკონომიკის მაღალი ზრდის ფონზე სიღარიბის დონის მნიშვნელოვანი შემცირება დაფიქსირდა და ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. საქართველოში აბსოლუტური სიღარიბის დონე, რომელიც გულისხმობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ხვედრით წილს, 2024 წელს წინა წელთან შედარებით 2,4 პროცენტული პუნქტით შემცირდა (ორნიშნა მაჩვენებელს პირველად ჩამოცდა) და რეკორდულად დაბალი 9,4 პროცენტი შეადგინა. სიღარიბის დონე პანდემიამდელ მაჩვენებელთან, 2019 წელთან შედარებით განახევრდა - 10,1 პროცენტული პუნქტით შემცირდა (19,5%-დან 9,4%-მდე). 2024 წელს 2023 წელთან შედარებით დაახლოებით 90 ათასზე მეტმა ადამიანმა, ხოლო 2019 წელთან შედარებით 378 ათასზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს. სიღარიბის დონე შემცირდა ყველა ასაკობრივ ჯგუფში და როგორც სოფლად, ასევე ქალაქად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/14/285779849_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_e43d27ce4eae4f224c2c7217b0f6438b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სოციალური სფერო საქართველოში
საქართველოში 2024 წელს სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ეს განპირობებულია თანმიმდევრული და სწორი ეკონომიკური პოლიტიკით.
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. გასული წლის განმავლობაში სიღარიბე 90 ათასზე მეტმა ადამიანმა დასძლია, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
2024 წელს, მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, ქვეყანაში სიღარიბის მნიშვნელოვანი შემცირება ფიქსირდება, კერძოდ, გასულ წელს სიღარიბე 2,4 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
„თუ ამ მაჩვენებელს რაოდენობრივ გამოხატულებაში შევხედავთ, ვნახავთ, რომ მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში სიღარიბეს 90 ათასზე მეტმა, ხოლო 4 წლის ჭრილში 445 ათასზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი", - განაცხადა ცინცაძემ.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, სიღარიბე პირველად ჩამოცდა ორნიშნა მაჩვენებელს და რეკორდულად დაბალი - 9,4 პროცენტით განისაზღვრა, რაც, ფაქტობრივად, საქართველოსთვის ისტორიული მინიმუმია და ეს თანმიმდევრული და სწორი ეკონომიკური პოლიტიკით არის განპირობებული.
„ერთი მხრივ, აქ მნიშვნელოვანია მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც, მაგალითად, 2024 წელს, საქართველოში, გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი - 9,4 პროცენტი იყო, ხოლო მეორე მხრივ, აღსანიშნავია ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ინკლუზიურობის ზრდაზე და ეკონომიკური შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე", - აღნიშნა ცინცაძემ.
მინისტრის მოადგილის თქმით, მოლოდინია, რომ 2025 წელს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი შენარჩუნებული იქნება, რაც აისახება სიღარიბის შემდგომ შემცირებაში, დასაქმებულთა ზრდაში და ზოგადად, მოსახლეობის შემოსავლების გაუმჯობესებაში.
„ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, ხორციელდება არაერთი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებასა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული, ასევე ხაზგასასმელია მიმდინარე და დაგეგმილი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება", - განაცხადა ცინცაძემ.
„საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2024 წელს ეკონომიკის მაღალი ზრდის ფონზე სიღარიბის დონის მნიშვნელოვანი შემცირება დაფიქსირდა და ისტორიულ მინიმუმს მიაღწია.
საქართველოში აბსოლუტური სიღარიბის დონე, რომელიც გულისხმობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ხვედრით წილს, 2024 წელს წინა წელთან შედარებით 2,4 პროცენტული პუნქტით შემცირდა (ორნიშნა მაჩვენებელს პირველად ჩამოცდა) და რეკორდულად დაბალი 9,4 პროცენტი შეადგინა.
სიღარიბის დონე პანდემიამდელ მაჩვენებელთან, 2019 წელთან შედარებით განახევრდა - 10,1 პროცენტული პუნქტით შემცირდა (19,5%-დან 9,4%-მდე). 2024 წელს 2023 წელთან შედარებით დაახლოებით 90 ათასზე მეტმა ადამიანმა, ხოლო 2019 წელთან შედარებით 378 ათასზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს. სიღარიბის დონე შემცირდა ყველა ასაკობრივ ჯგუფში და როგორც სოფლად, ასევე ქალაქად.