https://sputnik-georgia.com/20250529/saqartvelos-premieri-mxars-uwers-ass-is-prezidentis-zalisxmevas-dip-steittan-brzolasi-293570761.html
საქართველოს პრემიერი მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტის ძალისხმევას „დიპ სტეიტთან“ ბრძოლაში
საქართველოს პრემიერი მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტის ძალისხმევას „დიპ სტეიტთან“ ბრძოლაში
Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ საჭიროა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა 29.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-29T23:36+0400
2025-05-29T23:36+0400
2025-05-29T23:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
დონალდ ტრამპი
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1e/291603775_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_3129ec5b326ba9e06912cfbac5bf809a.jpg
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა მიესალმება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევას Deep State-ის შესუსტების კუთხით და დარწმუნებულია, რომ ეს დადებითად აისახება შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.პრემიერმა ეს განცხადება გააკეთა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედებების კონფერენციის გახსნაზე (Conservative Political Action Conference – CPAC), რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში 29 მაისს გაიხსნა.ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას Deep State-ის წინააღმდეგ ბრძოლა უწოდეს. დღეისთვის ტრამპმა მიაღწია სახელმწიფო დეპარტამენტსა და ეროვნული უშიშროების საბჭოში დასაქმებულთა მასობრივ გათავისუფლებას და დაიწყო სახელმწიფო მოხელეთა წმენდა. თებერვლის დასაწყისში, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ USAID-ის შემდეგ დაფინანსება შეუჩერა NED-ს, რომელიც მთელ მსოფლიოში "ფერადი რევოლუციების" ორგანიზატორად ითვლება.ახალი ადმინისტრაციის განცხადებები და კონკრეტული ნაბიჯები ნამდვილად იმედის მომცემია, თუმცა, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს საკმარისი არ არის.„როგორც ჩანს, Deep State ჯერ კიდევ ღრმად არის ფესვგადგმული ამერიკულ და ევროპულ ბიუროკრატიაში, რაც ნათლად ჩანს საქართველოზე ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებში“, - განაცხადა პრემიერმა.მთავრობის მეთაურის თქმით, ამის მაგალითია ევროპარლამენტის მიერ მიღებული 6 უსამართლო რეზოლუცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ასევე შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული კანონპროექტი - ე.წ. MEGOBARI აქტი (Mobilizing and Enhancing Georgia's Options for Building Accountability, Resilience and Independence), რომელიც, კობახიძის მტკიცებით, ასევე უსამართლოა და ქართველ ხალხზე თავდასხმას წარმოადგენს.საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ საჭიროა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა. კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო მზადაა ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომელშიც იქნება ასახული შემხვედრი ნაბიჯები.საქართველო და აშშამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ 2024 წლის 30 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე განაცხადა - აღნიშნული კანონი უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.აშშ-მ და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, მათი თვალსაზრისით, ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. საქართველოს ხელისუფლება კვლავაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპელობას“ და არის ქართველი ხალხის ინტერესებში.საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.ივლისის ბოლოს კი აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის ფარგლებში საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის დახმარების შეჩერების შესახებ განაცხადა.თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ასევე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.გარდა ამისა, 2024 წლის 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის შედეგების მიხედვით მიღებულ დეკლარაციაში არ აღმოჩნდა ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც იყო პირველი პრეცედენტი 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1e/291603775_85:0:1986:1426_1920x0_80_0_0_601a5a95bde0ad812f9b639b88ab09bd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, დონალდ ტრამპი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, დონალდ ტრამპი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერი მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტის ძალისხმევას „დიპ სტეიტთან“ ბრძოლაში
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ საჭიროა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა მიესალმება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევას Deep State-ის შესუსტების კუთხით და დარწმუნებულია, რომ ეს დადებითად აისახება შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერმა ეს განცხადება გააკეთა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედებების კონფერენციის გახსნაზე (Conservative Political Action Conference – CPAC), რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში 29 მაისს გაიხსნა.
„იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ტრამპი წარმატებით შეასუსტებს Deep State-ს, რაც უეჭველად დადებითად აისახება შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. წარმატებას ვუსურვებთ ახალ ადმინისტრაციას ამ ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლაში“, - განაცხადა კობახიძემ.
ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას Deep State-ის წინააღმდეგ ბრძოლა უწოდეს. დღეისთვის ტრამპმა მიაღწია სახელმწიფო დეპარტამენტსა და ეროვნული უშიშროების საბჭოში დასაქმებულთა მასობრივ გათავისუფლებას და დაიწყო სახელმწიფო მოხელეთა წმენდა. თებერვლის დასაწყისში, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ USAID-ის შემდეგ დაფინანსება შეუჩერა NED-ს, რომელიც მთელ მსოფლიოში "ფერადი რევოლუციების" ორგანიზატორად ითვლება.
ახალი ადმინისტრაციის განცხადებები და კონკრეტული ნაბიჯები ნამდვილად იმედის მომცემია, თუმცა, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს საკმარისი არ არის.
„როგორც ჩანს, Deep State ჯერ კიდევ ღრმად არის ფესვგადგმული ამერიკულ და ევროპულ ბიუროკრატიაში, რაც ნათლად ჩანს საქართველოზე ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებში“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამის მაგალითია ევროპარლამენტის მიერ მიღებული 6 უსამართლო რეზოლუცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ასევე შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული კანონპროექტი - ე.წ. MEGOBARI აქტი (Mobilizing and Enhancing Georgia's Options for Building Accountability, Resilience and Independence), რომელიც, კობახიძის მტკიცებით, ასევე უსამართლოა და ქართველ ხალხზე თავდასხმას წარმოადგენს.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ საჭიროა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა. კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო მზადაა ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომელშიც იქნება ასახული შემხვედრი ნაბიჯები.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ 2024 წლის 30 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე განაცხადა - აღნიშნული კანონი უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
აშშ-მ და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, მათი თვალსაზრისით, ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. საქართველოს ხელისუფლება კვლავაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპელობას“ და არის ქართველი ხალხის ინტერესებში.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
ივლისის ბოლოს კი აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის ფარგლებში საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის დახმარების შეჩერების შესახებ განაცხადა.
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ასევე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 2024 წლის 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის შედეგების მიხედვით მიღებულ დეკლარაციაში არ აღმოჩნდა ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც იყო პირველი პრეცედენტი 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.