საქართველო სასაზღვრო კონტროლს ამკაცრებს — გაფრთხილება პოლონეთის საელჩოსგან

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიპოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2025
გამოწერა
ქართველი მესაზღვრეები ყურადღებას აქცევენ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა საპროტესტო აქციებში მონაწილეობა, ასევე სოციალურ ქსელებში გარკვეული აქტივობა
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. პოლონეთის საელჩომ გაავრცელა ინფორმაცია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, მათ შორის ევროკავშირის მოქალაქეებისთვის, საქართველოში შესვლაზე უარის თქმის შემთხვევების ზრდის შესახებ და მოქალაქეებს მოუწოდა, მოგზაურობის დაგეგმვისას შესაძლო რისკები შეაფასონ.
საელჩოს ინფორმაციით, საქართველოს სასაზღვრო სამსახურები ყურადღებას აქცევენ ისეთ ფაქტორებს, რომლებიც ზრდის შესვლაზე უარის თქმის რისკს: ეს შეიძლება მოიცავდეს დემონსტრაციებში მონაწილეობას ან მათ სიახლოვეს ყოფნას, ასევე სოციალურ ქსელებში გარკვეულ აქტივობას.
„შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს სუვერენული უფლება შეაფასოს უცხოელის შესვლის რისკ-ფაქტორები და ასევე, შესვლაზე უარის თქმის გადაწყვეტილება შეიძლება საქართველოში ბინადრობის ნებართვის მფლობელებზეც გავრცელდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
დიპლომატიურ უწყებაში აღნიშნეს, რომ დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის, თუნდაც სავარაუდო მონაწილეობისთვის, უცხოელებს შეიძლება ჯარიმები დაუწესდეთ, ხოლო საქართველოში ხელახლა შესვლა შეიძლება დაკისრებული ჯარიმის დაუყოვნებლივ გადახდას მოიცავდეს.
პოლონეთის საელჩო ურჩევს პოლონეთის მოქალაქეებს, ყურადღებით შეაფასონ თავიანთი მოგზაურობის გარემოებები და გაითვალისწინონ შესაძლო შედეგები.
2024 წლის 28 ნოემბრიდან საქართველოში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომლებიც პერიოდულად პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზრდება. საპროტესტო აქციები დაიწყო ხელისუფლების გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე გადადებას ითვალისწინებდა.
28 ნოემბრის შემდეგ აქციებზე 170-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. 32 ადამიანი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.
ყველა ახალი ამბავი
0