https://sputnik-georgia.com/20250529/saqarteloshi-dolarshi-sesxebis-gacemis-wesebi-mkacrdeba-293561739.html
საქართველოში დოლარში სესხების გაცემის წესები კიდევ უფრო მკაცრდება
საქართველოში დოლარში სესხების გაცემის წესები კიდევ უფრო მკაცრდება
Sputnik საქართველო
საკრედიტო ორგანიზაციები უცხოურ ვალუტაში 750 ათასამდე ლარის ეკვივალენტის სესხს ვეღარ გასცემენ. 29.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-29T09:34+0400
2025-05-29T09:34+0400
2025-05-29T09:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
ერთი ნახვით შეყვარება 2020
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23929/27/239292721_65:311:1938:1365_1920x0_80_0_0_6b796e707c10a505f73e9f53e1f677d3.jpg
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. ეროვნული ბანკი 1-ელი აგვისტოდან დედოლარიზაციის პოლიტიკას ამკაცრებს და ლარში სესხების გაცემის ახალ ლიმიტს აწესებს - ასეთი გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის საფინანსო სტაბილურობის კომიტეტმა მიიღო.ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს ფინანსური დოლარიზაციის მაღალი დონით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შესამცირებლად.ახალი წესების მიხედვით, 1 აგვისტოდან საკრედიტო ორგანიზაციები უცხოურ ვალუტაში 750 ათასამდე ლარის ეკვივალენტის სესხს ვეღარ გასცემენ.„ეროვნული ბანკი განაგრძობს მუშაობას ფინანსური დოლარიზაციის მაღალი დონით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შესამცირებლად. სებ-ის მიერ გატარებული ღონისძიებების ფონზე დოლარიზაციის მნიშვნელოვანი შემცირების მიუხედავად, ეს უკანასკნელი და მასთან დაკავშირებული სტრუქტურული რისკები ფინანსური სექტორისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.750 ათასი ლარის ფარგლებში არ იმოქმედებს იმავე ვალუტაში სრულად უზრუნველყოფილ სესხებზე, საქართველოში არარეგისტრირებული იურიდიული ან მოქალაქეობის არმქონე პირების სესხებზე და უცხოურ ვალუტაში სესხის დასაფარად საჭირო შემოსავლის მიმღებ პირებზე.ამასთან ლარში და დოლარში საკრედიტო განაკვეთები უცვლელი რჩება.2023 წელს ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება 300 ათას ლარზე მეტი ლიმიტის მქონე სესხებისთვის ჰეჯირების შემოღების შესახებ, მაისში ლიმიტი 400 ათას ლარამდე გაზარდა, ხოლო 2025 წლის იანვარში - 500 ათას ლარამდე.ჰეჯირება (Hedging) - გამოიყენება საფინანსო ბაზრებზე რისკების შესამცირებლად, რომლებიც შესაძლებელია გამოიწვიოს არახელსაყრელმა ფაქტორებმა.ეროვნული ბანკის გეგმებიდოლარიზაციით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შერბილების მიზნით, ეროვნული ბანკი, საბანკო სექტორთან თანამშრომლობით, აქტიურად მუშაობს დაკრედიტების პოლიტიკის გრძელვადიან გეგმაზე.მარეგულირებელი გეგმავს მაქსიმალურად გაითვალისწინოს შესაძლო გავლენა ეკონომიკური მდგომარეობის საკრედიტო აქტივობაზე და მოსახლეობისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23929/27/239292721_293:326:1679:1365_1920x0_80_0_0_0eaac36cfcab2c986ef43d954e7cb4c0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , ერთი ნახვით შეყვარება 2020
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , ერთი ნახვით შეყვარება 2020
საქართველოში დოლარში სესხების გაცემის წესები კიდევ უფრო მკაცრდება
საკრედიტო ორგანიზაციები უცხოურ ვალუტაში 750 ათასამდე ლარის ეკვივალენტის სესხს ვეღარ გასცემენ.
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. ეროვნული ბანკი 1-ელი აგვისტოდან დედოლარიზაციის პოლიტიკას ამკაცრებს და ლარში სესხების გაცემის ახალ ლიმიტს აწესებს - ასეთი გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის საფინანსო სტაბილურობის კომიტეტმა მიიღო.
ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს ფინანსური დოლარიზაციის მაღალი დონით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შესამცირებლად.
ახალი წესების მიხედვით, 1 აგვისტოდან საკრედიტო ორგანიზაციები უცხოურ ვალუტაში 750 ათასამდე ლარის ეკვივალენტის სესხს ვეღარ გასცემენ.
„ეროვნული ბანკი განაგრძობს მუშაობას ფინანსური დოლარიზაციის მაღალი დონით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შესამცირებლად. სებ-ის მიერ გატარებული ღონისძიებების ფონზე დოლარიზაციის მნიშვნელოვანი შემცირების მიუხედავად, ეს უკანასკნელი და მასთან დაკავშირებული სტრუქტურული რისკები ფინანსური სექტორისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
750 ათასი ლარის ფარგლებში არ იმოქმედებს იმავე ვალუტაში სრულად უზრუნველყოფილ სესხებზე, საქართველოში არარეგისტრირებული იურიდიული ან მოქალაქეობის არმქონე პირების სესხებზე და უცხოურ ვალუტაში სესხის დასაფარად საჭირო შემოსავლის მიმღებ პირებზე.
ამასთან ლარში და დოლარში საკრედიტო განაკვეთები უცვლელი რჩება.
2023 წელს ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება 300 ათას ლარზე მეტი ლიმიტის მქონე სესხებისთვის ჰეჯირების შემოღების შესახებ, მაისში ლიმიტი 400 ათას ლარამდე გაზარდა, ხოლო 2025 წლის იანვარში - 500 ათას ლარამდე.
ჰეჯირება (Hedging) - გამოიყენება საფინანსო ბაზრებზე რისკების შესამცირებლად, რომლებიც შესაძლებელია გამოიწვიოს არახელსაყრელმა ფაქტორებმა.
დოლარიზაციით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შერბილების მიზნით, ეროვნული ბანკი, საბანკო სექტორთან თანამშრომლობით, აქტიურად მუშაობს დაკრედიტების პოლიტიკის გრძელვადიან გეგმაზე.
მარეგულირებელი გეგმავს მაქსიმალურად გაითვალისწინოს შესაძლო გავლენა ეკონომიკური მდგომარეობის საკრედიტო აქტივობაზე და მოსახლეობისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა.