https://sputnik-georgia.com/20250529/nika-melia-daakaves-293570343.html
ნიკა მელია დააკავეს
ნიკა მელია დააკავეს
Sputnik საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნიკა მელია ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული 29.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-29T21:56+0400
2025-05-29T21:56+0400
2025-05-30T12:13+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ნიკა მელია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/07/264211838_0:0:3423:1926_1920x0_80_0_0_00a0aa064a78a1708f8b54f42c1d282d.jpg
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია დააკავეს. ინფორმაციას კოალიციის პრესსამსახური ავრცელებს.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნიკა მელია დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს.„ნიკა მელია სამართალდამცველების მიერ დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით“, - განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ნიკა მელია კანონით დადგენილი წესით წარედგინება სასამართლოს, განმარტეს უწყებაში.„კოალიცია ცვლილებებისთვის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკავება ლისის ტბის ასახვევთან მოხდა. პოლიტიკოსის ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი ამტკიცებს, რომ კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ავტომობილის გადაყენება მოითხოვა, შემდეგ კი მელიას მიმართ ძალისმიერი მეთოდები გამოიყენა.ოპოზიციურმა ძალებმა დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასეს და ინციდენტს გატაცება და ხელისუფლების მიერ ოპონენტებზე ზეწოლის გაძლიერების მცდელობა უწოდეს.მელია დააკავეს ერთი დღით ადრე სასამართლო სხდომამდე, სადაც აღკვეთის ღონისძიების შეცვლა უნდა განეხილათ. ადვოკატის თქმით, 50 ათასი ლარის ოდენობის გირაოს ვადა, რომელიც სასამართლომ საპარლამენტო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო აღკვეთის ღონისძიების სახით დაენიშნა, შუაღამისას ეწურებოდა. თავად მელიამ ადრე საჯაროდ განაცხადა, რომ გირაოს გადახდას არ აპირებდა.„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულების საგამოძიებო კომისიის მოთხოვნების შეუსრულებლობა (სხდომაზე გამოუცხადებლობა) სისხლის სამართლის დანაშაულია. ამის გამო ბრალი წარედგინა ოპოზიციის დაახლოებით 10 ლიდერს. ზოგიერთმა მათგანმა, მათ შორის პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებმა ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ გირაო გადაიხადეს, ზოგი კი არ აპირებს ამის გაკეთებას.გასულ კვირას ანალოგიური მიზეზით დააკავეს ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერი, პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. მან ასევე უარი თქვა საპარლამენტო კომისიის სხდომაში მონაწილეობაზე და 20 ათასი ლარის გირაოს გადახდაზე.ამ დროისთვის გირაოს გადაუხდელობის გამო პატიმრობაში არიან ჯაფარიძე და ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. მელიას გარდა, მსგავსი სასჯელი მის კოლეგას, ნიკა გვარამიას ელოდება, რომელიც გირაოს გადახდაზე უარს აცხადებს.მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული 50 000-ლარიანი გირაო გადაიხადა, მის წინააღმდეგ აღძრული საქმე არსებითი განხილვისთვის სასამართლოს გადაეცა. მოსამართლის განმარტებით, არ არსებობს საკმარისი საფუძველი, რომ ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლის დევნა შეწყდეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/07/264211838_692:0:3423:2048_1920x0_80_0_0_36b2d723fc3116e058dae322db2c31c4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ნიკა მელია
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ნიკა მელია
ნიკა მელია დააკავეს
21:56 29.05.2025 (განახლებულია: 12:13 30.05.2025) შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნიკა მელია ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია დააკავეს. ინფორმაციას კოალიციის პრესსამსახური ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნიკა მელია დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს.
„ნიკა მელია სამართალდამცველების მიერ დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით“, - განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ნიკა მელია კანონით დადგენილი წესით წარედგინება სასამართლოს, განმარტეს უწყებაში.
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკავება ლისის ტბის ასახვევთან მოხდა. პოლიტიკოსის ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი ამტკიცებს, რომ კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ავტომობილის გადაყენება მოითხოვა, შემდეგ კი მელიას მიმართ ძალისმიერი მეთოდები გამოიყენა.
ოპოზიციურმა ძალებმა დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასეს და ინციდენტს გატაცება და ხელისუფლების მიერ ოპონენტებზე ზეწოლის გაძლიერების მცდელობა უწოდეს.
მელია დააკავეს ერთი დღით ადრე სასამართლო სხდომამდე, სადაც აღკვეთის ღონისძიების შეცვლა უნდა განეხილათ. ადვოკატის თქმით, 50 ათასი ლარის ოდენობის გირაოს ვადა, რომელიც სასამართლომ საპარლამენტო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო აღკვეთის ღონისძიების სახით დაენიშნა, შუაღამისას ეწურებოდა. თავად მელიამ ადრე საჯაროდ განაცხადა, რომ გირაოს გადახდას არ აპირებდა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულების საგამოძიებო კომისიის მოთხოვნების შეუსრულებლობა (სხდომაზე გამოუცხადებლობა) სისხლის სამართლის დანაშაულია. ამის გამო ბრალი წარედგინა ოპოზიციის დაახლოებით 10 ლიდერს. ზოგიერთმა მათგანმა, მათ შორის პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებმა ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ გირაო გადაიხადეს, ზოგი კი არ აპირებს ამის გაკეთებას.
გასულ კვირას ანალოგიური მიზეზით დააკავეს ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერი, პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. მან ასევე უარი თქვა საპარლამენტო კომისიის სხდომაში მონაწილეობაზე და 20 ათასი ლარის გირაოს გადახდაზე.
ამ დროისთვის გირაოს გადაუხდელობის გამო პატიმრობაში არიან ჯაფარიძე და ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. მელიას გარდა, მსგავსი სასჯელი მის კოლეგას, ნიკა გვარამიას ელოდება, რომელიც გირაოს გადახდაზე უარს აცხადებს.
მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული 50 000-ლარიანი გირაო გადაიხადა, მის წინააღმდეგ აღძრული საქმე არსებითი განხილვისთვის სასამართლოს გადაეცა. მოსამართლის განმარტებით, არ არსებობს საკმარისი საფუძველი, რომ ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლის დევნა შეწყდეს.