https://sputnik-georgia.com/20250529/laris-iubiles-tbilissi-masstaburi-saertasoriso-konferencia-miezrvneba-293563435.html
ლარის იუბილეს თბილისში მასშტაბური საერთაშორისო კონფერენცია მიეძღვნება
ლარის იუბილეს თბილისში მასშტაბური საერთაშორისო კონფერენცია მიეძღვნება
Sputnik საქართველო
ლარი ქვეყნის ეროვნულ ვალუტად 1995 წლის 25 სექტემბრიდან შემოიღეს, ხოლო ამავე წლის 2 ოქტომბრიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო... 29.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-29T13:44+0400
2025-05-29T13:44+0400
2025-05-29T13:44+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23584/23/235842310_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_69f9ab13ee2a10cebc8ec8bf78507c99.jpg
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. 2025 წელს ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით თბილისში 30 მაისს მასშტაბური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი. კონფერენციაზე სახელწოდებით „ნდობიდან მჭიდრო თანამშრომლობამდე" მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის 300-ზე მეტი სტუმარი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის ბელგიის, ისლანდიის, რუმინეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, მონტენეგროს, აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთის, ისრაელის, ინდოეთის, საუდის არაბეთისა და სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი პირები, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები. მოწვეულ სტუმრებს შორის ასევე არიან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების - შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ასევე მსხვილი საერთაშორისო კომპანიების - Gojo & Company, Ant International-ის, The Global Finance & Technology Network-ის, ასევე საქართველოს საფინანსო სექტორისა და ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენლები. კონფერენციაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ სორბონის უნივერსიტეტისა და კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორები, ბრეტონ ვუდსის ახალი კომიტეტისა და სხვა ცნობილი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ასევე ფინანსური სექტორის მაღალი რანგის ექსპერტები. კონფერენციას გახსნის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა. მონაწილეებს სიტყვით მიმართავს კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეფრი საქსი. პანელური დისკუსიების ფარგლებში მონაწილეები იმსჯელებენ ისეთ თემებზე, როგორებიცაა გლობალური ფინანსური სისტემა და მონეტარული პოლიტიკა, რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივები ფინანსური სექტორის განსავითარებლად, ახალი გამოწვევები და ცენტრალური ბანკების როლი რეგიონული თანამშრომლობის განვითარებაში და სხვა. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ლარის საიუბილეო წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი სხვადასხვა აქტივობებს გამართავს. დაგეგმილია „ლარი 30“-ის საკოლექციო ოქროს, ვერცხლისა და სპილენძ-ნიკელის მონეტების პრეზენტაცია და რეალიზაცია, საკოლექციო დანიშნულების ბანკნოტისა და მარკის გამოშვება. გარდა ამისა, გამოიცემა სებ-ის განახლებული სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი, ქართული ფულისა და ლარის კატალოგები. მთელი წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ასევე ჩატარდება სხვადასხვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო აქტივობები. ლარი ქვეყნის ეროვნულ ვალუტად 1995 წლის 25 სექტემბრიდან შემოიღეს, ხოლო ამავე წლის 2 ოქტომბრიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა. სიტყვა „ლარი" ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს განძს, ქონებას, ხოლო „თეთრი" XIII საუკუნიდან დამკვიდრებული ქართული სამონეტო ტერმინია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23584/23/235842310_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_682f4cf13674eecae9664c34807629f8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი
ლარის იუბილეს თბილისში მასშტაბური საერთაშორისო კონფერენცია მიეძღვნება
ლარი ქვეყნის ეროვნულ ვალუტად 1995 წლის 25 სექტემბრიდან შემოიღეს, ხოლო ამავე წლის 2 ოქტომბრიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა.
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. 2025 წელს ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით თბილისში 30 მაისს მასშტაბური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.
კონფერენციაზე სახელწოდებით „ნდობიდან მჭიდრო თანამშრომლობამდე" მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის 300-ზე მეტი სტუმარი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის ბელგიის, ისლანდიის, რუმინეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, მონტენეგროს, აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთის, ისრაელის, ინდოეთის, საუდის არაბეთისა და სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი პირები, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები.
მოწვეულ სტუმრებს შორის ასევე არიან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების - შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ასევე მსხვილი საერთაშორისო კომპანიების - Gojo & Company, Ant International-ის, The Global Finance & Technology Network-ის, ასევე საქართველოს საფინანსო სექტორისა და ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენლები.
კონფერენციაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ სორბონის უნივერსიტეტისა და კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორები, ბრეტონ ვუდსის ახალი კომიტეტისა და სხვა ცნობილი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ასევე ფინანსური სექტორის მაღალი რანგის ექსპერტები.
კონფერენციას გახსნის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა. მონაწილეებს სიტყვით მიმართავს კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეფრი საქსი.
პანელური დისკუსიების ფარგლებში მონაწილეები იმსჯელებენ ისეთ თემებზე, როგორებიცაა გლობალური ფინანსური სისტემა და მონეტარული პოლიტიკა, რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივები ფინანსური სექტორის განსავითარებლად, ახალი გამოწვევები და ცენტრალური ბანკების როლი რეგიონული თანამშრომლობის განვითარებაში და სხვა.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ლარის საიუბილეო წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი სხვადასხვა აქტივობებს გამართავს. დაგეგმილია „ლარი 30“-ის საკოლექციო ოქროს, ვერცხლისა და სპილენძ-ნიკელის მონეტების პრეზენტაცია და რეალიზაცია, საკოლექციო დანიშნულების ბანკნოტისა და მარკის გამოშვება. გარდა ამისა, გამოიცემა სებ-ის განახლებული სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი, ქართული ფულისა და ლარის კატალოგები. მთელი წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ასევე ჩატარდება სხვადასხვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო აქტივობები.
ლარი ქვეყნის ეროვნულ ვალუტად 1995 წლის 25 სექტემბრიდან შემოიღეს, ხოლო ამავე წლის 2 ოქტომბრიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა. სიტყვა „ლარი" ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს განძს, ქონებას, ხოლო „თეთრი" XIII საუკუნიდან დამკვიდრებული ქართული სამონეტო ტერმინია.