კობახიძე: გვეამაყება ჩვენი ქრისტიანობა და ყველაფერს ვაკეთებთ მის დასაცავად

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2025
გამოწერა
ბუდაპეშტში ვიზიტის ფარგლებში კობახიძემ უნგრელ კოლეგასთან შეხვედრა გამართა
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. გვეამაყება ჩვენი ქრისტიანობა და ყველაფერს ვაკეთებთ მის დასაცავად, რადგან ვიცით, როდესაც ერი კარგავს თავის ეროვნულ იდენტობას და რწმენას, ის კარგავს საკუთარ თავს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას.
კობახიძე ვიზიტით უნგრეთში იმყოფება, სადაც მონაწილეობას იღებს კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC), რომელიც 29-30 მაისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში იმართება.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველომ მრავალ ომს გაუძლო და მაინც დარჩა გაუტეხელი.
„თქვენთან მოვიტანე საქართველოს ხმა, ხმა იმ ქვეყნისა, რომელიც სამი ათას წელზე მეტია, იმპერიების გზაჯვარედინზე დგას. ქვეყნისა, რომელიც ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ერი გახდა მსოფლიოში. საქართველომ მრავალ ომსა და საუკუნეების განმავლობაში არსებულ ოკუპაციებს გაუძლო და მაინც დავრჩით გაუტეხელნი, ქართველებად დავრჩით", – განაცხადა პრემიერმა.
როგორც კობახიძემ განაცხადა, ქართველები განსაკუთრებით აფასებენ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს იმ ფასდაუდებელი მხარდაჭერისთვის, რომელიც საქართველოს ევროპული გზის მიმართ გამოხატა.
კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია კონსერვატორების ყოველწლიური შეკრებაა, რომელიც შეერთებულ შტატებში 1974 წელს დაარსდა. ღონისძიება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა გახსნა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბუდაპეშტში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
ყველა ახალი ამბავი
0