https://sputnik-georgia.com/20250529/guns-n-roses--------293565389.html
Guns N' Roses კონცერტზე დასწრების მსურველთათვის, ბათუმის მიმართულებით მატარებელი დაინიშნა
Guns N' Roses კონცერტზე დასწრების მსურველთათვის, ბათუმის მიმართულებით მატარებელი დაინიშნა
Sputnik საქართველო
კონცერტი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და პროექტ Starring Georgia-ს ფარგლებში იმართება. 29.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-29T17:23+0400
2025-05-29T17:23+0400
2025-05-29T17:23+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/13/252622102_0:51:1400:839_1920x0_80_0_0_fc932de365bc46d8f2641d849b0a551a.jpg
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. საქართველოს რკინიგზა შეკვეთილში Guns N" Roses კონცერტზე დასწრების მსურველთათვის 30 მაისს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს. საქართველო როკის ლეგენდას 30 მაისს, ციცინათელას პარკში უმასპინძლებს. Guns N'Roses-ის კონცერტი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, პროექტ Starring Georgia-ს ფარგლებში გაიმართება. რკინიგზის ინფორმაციით, მატარებელი ორივე მიმართულებით მოძრაობისას „ბლექ სი არენას" ბაქანზე გაჩერდება. დამატებითი მატარებელი თბილისიდან 30 მაისს 11:33 საათზე გავა და ბათუმში 16:10 საათზე ჩავა. ბათუმიდან კი მატარებელი 00:40 საათზე გამოვა და თბილისში 06:02 საათზე ჩამოვა. ბილეთების შეძენა შესაძლებელია „საქართველოს რკინიგზის“ ვებგვერდსა და სადგურის სალაროებში. Guns N' Roses ლოს-ანჯელესში დაარსებული ჯგუფია, რომელიც უკვე 40 წელია როკ-მუსიკის ოლიმპოს მთაზე დამსახურებულ ადგილს არავის უთმობს. კლასიკური როკის ჟღერადობის მეტალის ხასიათთან საინტერესო შეზავებით და საოცრად ენერგიული ლაივ-შოუების დამსახურებით ამერიკული ბენდი დღემდე არ კარგავს თავის სტატუსს და მნიშვნელობას. როკ-ბენდის ანგარიშზე ათეულობით მილიონი გაყიდული ალბომია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/13/252622102_108:0:1293:889_1920x0_80_0_0_dcc4a2e34db2bd2ec046691a737815d3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
Guns N' Roses კონცერტზე დასწრების მსურველთათვის, ბათუმის მიმართულებით მატარებელი დაინიშნა
კონცერტი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და პროექტ Starring Georgia-ს ფარგლებში იმართება.
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. საქართველოს რკინიგზა შეკვეთილში Guns N" Roses კონცერტზე დასწრების მსურველთათვის 30 მაისს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.
საქართველო როკის ლეგენდას 30 მაისს, ციცინათელას პარკში უმასპინძლებს. Guns N'Roses-ის კონცერტი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, პროექტ Starring Georgia-ს ფარგლებში გაიმართება.
რკინიგზის ინფორმაციით, მატარებელი ორივე მიმართულებით მოძრაობისას „ბლექ სი არენას" ბაქანზე გაჩერდება.
დამატებითი მატარებელი თბილისიდან 30 მაისს 11:33 საათზე გავა და ბათუმში 16:10 საათზე ჩავა. ბათუმიდან კი მატარებელი 00:40 საათზე გამოვა და თბილისში 06:02 საათზე ჩამოვა.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია „საქართველოს რკინიგზის“ ვებგვერდსა და სადგურის სალაროებში.
Guns N' Roses ლოს-ანჯელესში დაარსებული ჯგუფია, რომელიც უკვე 40 წელია როკ-მუსიკის ოლიმპოს მთაზე დამსახურებულ ადგილს არავის უთმობს. კლასიკური როკის ჟღერადობის მეტალის ხასიათთან საინტერესო შეზავებით და საოცრად ენერგიული ლაივ-შოუების დამსახურებით ამერიკული ბენდი დღემდე არ კარგავს თავის სტატუსს და მნიშვნელობას. როკ-ბენდის ანგარიშზე ათეულობით მილიონი გაყიდული ალბომია.