https://sputnik-georgia.com/20250528/vin-chairicxeba-universitetshi-ugamocdod-293560401.html
ფართოვდება იმ პირთა წრე, რომელიც უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან
ფართოვდება იმ პირთა წრე, რომელიც უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან
Sputnik საქართველო
პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“კანონში ცვლილება მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით, 85 ხმით მიიღო. 28.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-28T21:49+0400
2025-05-28T21:49+0400
2025-05-28T21:49+0400
საქართველო
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
სპორტი
განათლება საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0b/252276783_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_bf01293dc7fce0d4fe687c608263d18c.jpg
თბილისი, 28 მაისი – Sputnik. ფართოვდება პირთა წრე, ვინც ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან, შესაბამისი ცვლილებები „უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში შევიდა.პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე კანონმდებლებმა აღნიშნულ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით, 85 ხმით მიიღეს.საკითხი სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძემ წარადგინა.მინისტრის მოადგილის თქმით, სპორტსმენთა ხელშეწყობის მიზნით, ფართოვდება იმ პირთა წრე, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე აქვთ შესაძლებლობა, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლონ. კერძოდ, ცვლილების თანახმად, სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების წევრებს, რომლებიც გახდებიან მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების (მათ შორის პარასპორტის სახეობებში) ოქროს, ვერცხლის ან ბრინჯაოს მედალოსნები, ხოლო სპორტის სათამაშო გუნდურ სახეობებში ეროვნული ნაკრები გუნდის იმ წევრებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიურ თამაშებში, პარალიმპიურ თამაშებში ან მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატების (მათ შორის პარასპორტის სახეობებში) ფინალურ ტურნირებში ან/და მოიპოვებენ მითითებულ შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლებას, მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, უპირობოდ ჩაირიცხონ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში.ცვლილება ასევე გავრცელდება იმ სპორტსმენებზე, რომლებიც სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირობით არიან ჩარიცხულები.ამასთან, აღნიშნულ უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვის წესი შეიძლება გავრცელდეს სპორტის მხოლოდ იმ სახეობებზე, რომელთა ეროვნული სპორტული ორგანიზაცია აღიარებულია სპორტის სამინისტროს მიერ.აღნიშნული ცვლილება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც სურთ, მოიპოვონ სასწავლო გრანტი.სწავლის მსურველებმა განათლების სამინისტროს განცხადებით უნდა მიმართონ და თან დაურთონ სათანადო დოკუმენტები: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ატესტატი, გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტის ქართულ ენაზე თარგმნილი ნოტარიულად დამოწმებული ასლი და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0b/252276783_103:0:1196:820_1920x0_80_0_0_d77f9bcc10dcdcca4ca8c2ab1c60b38b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, სპორტი, განათლება საქართველოში , საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, სპორტი, განათლება საქართველოში , საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
ფართოვდება იმ პირთა წრე, რომელიც უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან
პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“კანონში ცვლილება მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით, 85 ხმით მიიღო.
თბილისი, 28 მაისი – Sputnik. ფართოვდება პირთა წრე, ვინც ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან, შესაბამისი ცვლილებები „უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში შევიდა.
პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე კანონმდებლებმა აღნიშნულ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით, 85 ხმით მიიღეს.
საკითხი სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძემ წარადგინა.
მინისტრის მოადგილის თქმით, სპორტსმენთა ხელშეწყობის მიზნით, ფართოვდება იმ პირთა წრე, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე აქვთ შესაძლებლობა, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლონ.
კერძოდ, ცვლილების თანახმად, სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების წევრებს, რომლებიც გახდებიან მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების (მათ შორის პარასპორტის სახეობებში) ოქროს, ვერცხლის ან ბრინჯაოს მედალოსნები, ხოლო სპორტის სათამაშო გუნდურ სახეობებში ეროვნული ნაკრები გუნდის იმ წევრებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიურ თამაშებში, პარალიმპიურ თამაშებში ან მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატების (მათ შორის პარასპორტის სახეობებში) ფინალურ ტურნირებში ან/და მოიპოვებენ მითითებულ შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლებას, მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, უპირობოდ ჩაირიცხონ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ცვლილება ასევე გავრცელდება იმ სპორტსმენებზე, რომლებიც სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირობით არიან ჩარიცხულები.
ამასთან, აღნიშნულ უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვის წესი შეიძლება გავრცელდეს სპორტის მხოლოდ იმ სახეობებზე, რომელთა ეროვნული სპორტული ორგანიზაცია აღიარებულია სპორტის სამინისტროს მიერ.
აღნიშნული ცვლილება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც სურთ, მოიპოვონ სასწავლო გრანტი.
სწავლის მსურველებმა განათლების სამინისტროს განცხადებით უნდა მიმართონ და თან დაურთონ სათანადო დოკუმენტები: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ატესტატი, გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტის ქართულ ენაზე თარგმნილი ნოტარიულად დამოწმებული ასლი და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე.