https://sputnik-georgia.com/20250528/tbilisis-meriam-binebi1-larad-30-ojaxs-gadasca-293553546.html
თბილისის მერიამ ბინა 1 ლარად კიდევ 30 ოჯახს დაუკანონა
თბილისის მერიამ ბინა 1 ლარად კიდევ 30 ოჯახს დაუკანონა
Sputnik საქართველო
2017 წელს დაწყებული პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართები 3,3 ათასზე მეტ ოჯახს დაუკანონდა. 28.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-28T15:45+0400
2025-05-28T15:45+0400
2025-05-28T15:45+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0e/249210497_0:63:3414:1983_1920x0_80_0_0_8b35ccf9076ef0700db012a066f9b2a7.jpg
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჩუღურეთის, ნაძალადევის, სამგორისა და მთაწმინდის რაიონებში მცხოვრებ 30 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.წლობით დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესი 2017 წლიდან კახა კალაძის ინიციატივით დაიწყო. დედაქალაქის მერიაში ფართების დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შესული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს. ფართები, რომლებშიც ადამიანები წლების განმავლობაში ყოველგვარი საკუთრების დამადასტურებელი საბუთების გარეშე ცხოვრობენ, ოჯახებს სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცათ.როგორც თბილისის მერმა განაცხადა, აღნიშნული პროგრამა იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე ყველა ადამიანი, რომელიც ამ პრობლემის წინაშე დგას, არ იქნება საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილი.საცხოვრებელ ფართში ხანგრძლივი დროით მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ მიმართონ თავიანთი რაიონის გამგეობას, სადაც მოხდება მოკვლევა. გამგეობაში წარსადგენად საჭიროა მოქალაქის განცხადება დაკავებული ფართის მისამართის და საკადასტრო კოდის მითითებით. ასევე მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომელშიც დასტურდება პირის მისამართზე ცხოვრების ფაქტი და ხანგრძლივობა. ასევე საჭიროა ცნობა საჯარო რეესტრიდან პირის და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული პროგრამა არ შეეხება სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების მეპატრონეებს. 2017 წელს დაწყებული პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართები 3,3 ათასზე მეტ ოჯახს დაუკანონდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0e/249210497_342:0:3071:2047_1920x0_80_0_0_c7dbc0f05de8885c191bcf4ec36f8ed1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისის მერიამ ბინა 1 ლარად კიდევ 30 ოჯახს დაუკანონა
2017 წელს დაწყებული პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართები 3,3 ათასზე მეტ ოჯახს დაუკანონდა.
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჩუღურეთის, ნაძალადევის, სამგორისა და მთაწმინდის რაიონებში მცხოვრებ 30 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
წლობით დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესი 2017 წლიდან კახა კალაძის ინიციატივით დაიწყო. დედაქალაქის მერიაში ფართების დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შესული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.
ფართები, რომლებშიც ადამიანები წლების განმავლობაში ყოველგვარი საკუთრების დამადასტურებელი საბუთების გარეშე ცხოვრობენ, ოჯახებს სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცათ.
„ვულოცავ ამ ოჯახებს და ბედნიერებას ვუსურვებ. აღნიშნული პროგრამის განხორციელება, რომელიც ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო, 2017 წლიდან დაიწყო. რა თქმა უნდა, ყველა ოჯახი, რომელიც ანალოგიური პრობლემის წინაშე დგას, იქნება ფართებით დაკმაყოფილებული“, - განაცხადა კალაძემ.
როგორც თბილისის მერმა განაცხადა, აღნიშნული პროგრამა იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე ყველა ადამიანი, რომელიც ამ პრობლემის წინაშე დგას, არ იქნება საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილი.
საცხოვრებელ ფართში ხანგრძლივი დროით მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ მიმართონ თავიანთი რაიონის გამგეობას, სადაც მოხდება მოკვლევა. გამგეობაში წარსადგენად საჭიროა მოქალაქის განცხადება დაკავებული ფართის მისამართის და საკადასტრო კოდის მითითებით. ასევე მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომელშიც დასტურდება პირის მისამართზე ცხოვრების ფაქტი და ხანგრძლივობა.
ასევე საჭიროა ცნობა საჯარო რეესტრიდან პირის და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული პროგრამა არ შეეხება სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების მეპატრონეებს.
2017 წელს დაწყებული პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართები 3,3 ათასზე მეტ ოჯახს დაუკანონდა.