https://sputnik-georgia.com/20250528/ramdenit-shemcirdeba-umushevroba-saqartvelsohi-293548138.html
რამდენით შემცირდება უმუშევრობა საქართველოში - ანალიტიკოსების პროგნოზი
რამდენით შემცირდება უმუშევრობა საქართველოში - ანალიტიკოსების პროგნოზი
Sputnik საქართველო
საანგარიშო პერიოდში, წლის განმავლობაში სამუშაო ძალის რიცხოვნობა 0,2%-ით გაიზარდა და 1,6 მილიონი ადამიანი შეადგინა 28.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-28T11:29+0400
2025-05-28T11:29+0400
2025-05-28T11:29+0400
საქართველო
სტატისტიკა
საქართველოს ეკონომიკა
სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/06/283029043_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_64dbb6201e19426a8f73cf87cb8dd3df.jpg
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. 2025 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 13,5%-მდე შემცირდება, ნათქვამია საინევსტიციო კომპანია Galt & Taggart-ის ყოველკვირეულ მიმოხილვაში.სტატისტის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" ინფორმაციით, საქართველოში 2024 წელს უმუშევრობის დონემ 13,9% შეადგინა, რაც 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით 2,5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. გასულ წელს Galt & Taggart-ის ანალიტიკოსები უმუშევრობის 13,8%-მდე შემცირებას პროგნოზირებდნენ.საქართველოში უმუშევრობის დონე გამოითვლება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობის თანაფარდობის საფუძველზე. Galt & Taggart-ი აზრით, ეს აიხსნება თვითდასაქმებულთა რიცხვის შემცირებითა და სამუშაო ძალის რაოდენობის ზრდით.საანგარიშო პერიოდში, წლის განმავლობაში სამუშაო ძალის რიცხოვნობა 0,2%-ით გაიზარდა და 1,6 მილიონი ადამიანი შეადგინა, საიდანაც, დაახლოებით, 1,4 მილიონი იყო დასაქმებული, 239,4 ათასი კი უმუშევარი.გარდა ამისა, 2025 წლის იანვარ-მარტში დაქირავებით დასაქმებულთა წილმა დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 68,8% შეადგინა, რაც 0,8 პროცენტული პუნქტით მეტია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. დაქირავებით დასაქმებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 5,3 ათასი ადამიანით (0,6%) და 958,3 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 13,5 ათასით შემცირდა (-3%) და 434,7 ათასი შეადგინა.2023 წელს უმუშევრობის დონემ 16,4% შეადგინა, 2022 წელს - 17,3%, 2021 წელს კი 20,6%.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/06/283029043_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_27e0eeef0ef914fd3eef213ae3dca557.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სტატისტიკა, საქართველოს ეკონომიკა, სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, სტატისტიკა, საქართველოს ეკონომიკა, სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები
რამდენით შემცირდება უმუშევრობა საქართველოში - ანალიტიკოსების პროგნოზი
საანგარიშო პერიოდში, წლის განმავლობაში სამუშაო ძალის რიცხოვნობა 0,2%-ით გაიზარდა და 1,6 მილიონი ადამიანი შეადგინა
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. 2025 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 13,5%-მდე შემცირდება, ნათქვამია საინევსტიციო კომპანია Galt & Taggart-ის ყოველკვირეულ მიმოხილვაში.
სტატისტის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" ინფორმაციით, საქართველოში 2024 წელს უმუშევრობის დონემ 13,9% შეადგინა, რაც 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით 2,5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. გასულ წელს Galt & Taggart-ის ანალიტიკოსები უმუშევრობის 13,8%-მდე შემცირებას პროგნოზირებდნენ.
საქართველოში უმუშევრობის დონე გამოითვლება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობის თანაფარდობის საფუძველზე.
ანალიტიკოსებს სტატისტიკის მონაცემები მოჰყავთ, რომლის თანახმადაც, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონემ 14,7% შეადგინა, რაც 0,7 პროცენტული პუნქტით მეტია 2024 წლის მეოთხე კვარტლის მაჩვენებელზე.
Galt & Taggart-ი აზრით, ეს აიხსნება თვითდასაქმებულთა რიცხვის შემცირებითა და სამუშაო ძალის რაოდენობის ზრდით.
საანგარიშო პერიოდში, წლის განმავლობაში სამუშაო ძალის რიცხოვნობა 0,2%-ით გაიზარდა და 1,6 მილიონი ადამიანი შეადგინა, საიდანაც, დაახლოებით, 1,4 მილიონი იყო დასაქმებული, 239,4 ათასი კი უმუშევარი.
გარდა ამისა, 2025 წლის იანვარ-მარტში დაქირავებით დასაქმებულთა წილმა დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 68,8% შეადგინა, რაც 0,8 პროცენტული პუნქტით მეტია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. დაქირავებით დასაქმებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 5,3 ათასი ადამიანით (0,6%) და 958,3 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 13,5 ათასით შემცირდა (-3%) და 434,7 ათასი შეადგინა.
2023 წელს უმუშევრობის დონემ 16,4% შეადგინა, 2022 წელს - 17,3%, 2021 წელს კი 20,6%.