https://sputnik-georgia.com/20250528/prokuraturam-narkodanashaultan-brzolis-ziritadi-problema-daasaxela-293549595.html
პროკურატურამ ქვეყანაში ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მთავარი პრობლემა დაასახელა
პროკურატურამ ქვეყანაში ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მთავარი პრობლემა დაასახელა
Sputnik საქართველო
ინტერნეტით ნარკოტიკების ვაჭრობის ბრალდებით 2024 წელს 85 პირი დააკავეს, რომელთა უმეტესობა უცხო ქვეყნის მოქალაქეა. 28.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-28T11:51+0400
2025-05-28T11:51+0400
2025-05-28T11:51+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/73/234097334_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_c658b658dcf62445cad61b7eec00123a.jpg
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საქართველოში ნარკოვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში მთავარი პრობლემა ნარკოტიკების ინტერნეტით გაყიდვაა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.„2024 წელს მნიშვნელოვან პრობლემად რჩებოდა ნარკოტიკებით ვაჭრობა საკომუნიკაციო საშუალებებით. ასეთ შემთხვევებში, ნარკოდილერი მყიდველს დისტანციურად, სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით უკავშირდება. გადახდა, როგორც წესი, კრიპტოვალუტით ხორციელდება, ხოლო ნარკოტიკული საშუალების გადაცემა წინასწარ შერჩეულ ადგილზე მათი დატოვებით ხორციელდება. ეს ართულებს დამნაშავეების იდენტიფიცირებას და შესაბამისი ზომების განხორციელებას“, - ნათქვამია ანგარიშში.ანგარიშის თანახმად, ინტერნეტით ნარკოტიკების ვაჭრობის ბრალდებით 2024 წელს 85 პირი დააკავეს, რომელთა უმეტესობა უცხო ქვეყნის მოქალაქეა.2024 წელს ნარკოვაჭრობისთვის ბრალი ჯამში 174 პირს წარედგინა.გარდა ამისა, 2024 წელს ნარკოტიკების შემოტანის ბრალდებით 71 პირი დააკავეს, რომელთა შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. აღნიშნული პირებიდან 58-მა სხვადასხვა გზით საქართველოში დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები („კოკაინი", „ჰეროინი", „ბუპრენორფინი", „მეტადონი" და ა.შ.) შემოიტანა.რაც შეეხება ნარკოტიკებით ვაჭრობიდან მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, 2024 წელს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს საქართველოში მოქმედი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 5 ლიდერს, რომლებიც რამდენიმე სახეობის ნარკოტიკულ საშუალებას ყიდდნენ და უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას ე.წ. წერტილების მეშვეობით ახდენდნენ.ასევე, 2024 წელს გამოვლინდა საქართველოში მოქმედი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც ნარკოტიკების რამდენიმე სახეობის იმპორტითა და რეალიზაციით იყო დაკავებული. ორგანიზებული ჯგუფის ცხრა წევრს ბრალი წაუყენეს - დაყადაღდა ექვსი ბინა და რვა ავტომობილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/73/234097334_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_9110a34f307253289ed9758fb5184b36.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
პროკურატურამ ქვეყანაში ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მთავარი პრობლემა დაასახელა
ინტერნეტით ნარკოტიკების ვაჭრობის ბრალდებით 2024 წელს 85 პირი დააკავეს, რომელთა უმეტესობა უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საქართველოში ნარკოვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში მთავარი პრობლემა ნარკოტიკების ინტერნეტით გაყიდვაა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
„2024 წელს მნიშვნელოვან პრობლემად რჩებოდა ნარკოტიკებით ვაჭრობა საკომუნიკაციო საშუალებებით. ასეთ შემთხვევებში, ნარკოდილერი მყიდველს დისტანციურად, სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით უკავშირდება. გადახდა, როგორც წესი, კრიპტოვალუტით ხორციელდება, ხოლო ნარკოტიკული საშუალების გადაცემა წინასწარ შერჩეულ ადგილზე მათი დატოვებით ხორციელდება. ეს ართულებს დამნაშავეების იდენტიფიცირებას და შესაბამისი ზომების განხორციელებას“, - ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, ინტერნეტით ნარკოტიკების ვაჭრობის ბრალდებით 2024 წელს 85 პირი დააკავეს, რომელთა უმეტესობა უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
„ყველა ამ შემთხვევაში შესაძლებელი გახდა გასაყიდად და საიდუმლო ადგილებში დასატოვებლად გამზადებული ნარკოტიკების მნიშვნელოვანი რაოდენობის ამოღება", - ნათქვამია ანგარიშში.
2024 წელს ნარკოვაჭრობისთვის ბრალი ჯამში 174 პირს წარედგინა.
გარდა ამისა, 2024 წელს ნარკოტიკების შემოტანის ბრალდებით 71 პირი დააკავეს, რომელთა შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. აღნიშნული პირებიდან 58-მა სხვადასხვა გზით საქართველოში დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები („კოკაინი", „ჰეროინი", „ბუპრენორფინი", „მეტადონი" და ა.შ.) შემოიტანა.
რაც შეეხება ნარკოტიკებით ვაჭრობიდან მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, 2024 წელს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს საქართველოში მოქმედი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 5 ლიდერს, რომლებიც რამდენიმე სახეობის ნარკოტიკულ საშუალებას ყიდდნენ და უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას ე.წ. წერტილების მეშვეობით ახდენდნენ.
ასევე, 2024 წელს გამოვლინდა საქართველოში მოქმედი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც ნარკოტიკების რამდენიმე სახეობის იმპორტითა და რეალიზაციით იყო დაკავებული. ორგანიზებული ჯგუფის ცხრა წევრს ბრალი წაუყენეს - დაყადაღდა ექვსი ბინა და რვა ავტომობილი.