https://sputnik-georgia.com/20250528/premieri-kavelashvilisadmi-trampis-werils-gamoexmaura-293552969.html
პრემიერი საქართველოს პრეზიდენტისადმი ტრამპის წერილს გამოეხმაურა
პრემიერი საქართველოს პრეზიდენტისადმი ტრამპის წერილს გამოეხმაურა
Sputnik საქართველო
დონალდ ტრამპმა ქართველ კოლეგას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა 28.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-28T15:23+0400
2025-05-28T15:23+0400
2025-05-28T15:23+0400
საქართველო
აშშ
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/02/291208539_0:38:2044:1188_1920x0_80_0_0_5cf4b7e0fb37598cbe1ce854fbf062f1.jpg
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მისალოცი წერილი მისი ქართველი კოლეგისადმი ქვეყნებს შორის თანამშრომლობისადმი ღიაობზე მეტყველებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. ტრამპმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს და ქართველ ხალხს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. წერილში მან ხაზი გაუსვა საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გაღრმავებას. ქვეყნის პირველმა პირმა საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი თანამშრომლობის არეალის გაფართოების იმედი გამოთქვა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა სწორედ ამას ითხოვდა, როგორც დახურულ, ისე ღია წერილში, რომელიც თეთრი სახლის ადმინისტრაციაში იყო გაგზავნილი. ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, ორივე წერილის სულისკვეთება ერთნაირი იყო. მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ მიუღია პასუხი არც წერილზე და არც აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ საჯარო განცხადებებზე, რაც გაკვირვებას იწვევს.ამასთან, პრემიერმა საინტერესო უწოდა იმ ფაქტს, რომ ბოლო დღეებში შემოვიდა ორი განსხვავებული წერილი: ერთი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, მეორე კი პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან. კობახიძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის აშშ-ის სახელით ეროვნული დღესასწაულის მილოცვის წერილი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ გადასცა, „დიფ სთეითთან" იყო შეთანხმებული. პრემიერის თქმით, სხვანაირად შეუძლებელია იმის ახსნა, თუ როგორ შეიძლება ასეთი რადიკალურად განსხვავებული წერილები შემოვიდეს საქართველოში. „ერთი წერილი, პრაქტიკულად, არ აღიარებდა ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ადრესატი იყო პირდაპირ ხალხი, მაშინ, როდესაც გვერდი აუარეს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. ამავე დროს პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან შემოვიდა წერილი პრეზიდენტ ყაველაშვილის სახელზე, რომლის ადრესატი პირდაპირ არის საქართველოს ხელისუფლება, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი. იქ პირდაპირ იყო საუბარი საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის განვითარებაზე“, - განაცხადა კობახიძემ.ასეთი დუბლირება ერთი და იგივე ხელისუფლების მხრიდან პირდაპირ წარმოაჩენს იმ დაპირისპირებას, რომელიც ახლა წარიმართება ტრამპის ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს" შორის, აღნიშნა მან.საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ საჭიროა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა. კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო მზადაა ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომელშიც ასახული იქნება შემხვედრი ნაბიჯები. ამავდროულად, საქართველოს მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ თუ დამარცხდება ,„დიფ სთეითი“, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას არაფერი შეუშლის ხელს. ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად Deep State-ის წინააღმდეგ ბრძოლა დასახელდა. დღეისთვის ტრამპმა მიაღწია სახელმწიფო დეპარტამენტსა და ეროვნული უშიშროების საბჭოში დასაქმებულთა მასობრივ გათავისუფლებას და დაიწყო სახელმიფო მოხელეთა წმენდა. მსოფლიოს წამყვანი უცხოური სააგენტო USAID გამოცხადდა „დანაშაულებრივ ორგანიზაციად“ და ახლა მისი ფინანსების გამოძიება მიმდინარეობს.საქართველო და აშშ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ 2024 წლის 30 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე განაცხადა - აღნიშნული კანონი უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია. აშშ-მ და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, მათი თვალსაზრისით, ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. საქართველოს ხელისუფლება კვლავაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპელობას“ და არის ქართველი ხალხის ინტერესებში. საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით. ივლისის ბოლოს კი აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის ფარგლებში საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის დახმარების შეჩერების შესახებ განაცხადა. თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ასევე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ. გარდა ამისა, 2024 წლის 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის შედეგების მიხედვით მიღებულ დეკლარაციაში არ აღმოჩნდა ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც იყო პირველი პრეცედენტი 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/02/291208539_207:0:1839:1224_1920x0_80_0_0_3f55a579f35e298d0ed988e91a27011b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, აშშ , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები
პრემიერი საქართველოს პრეზიდენტისადმი ტრამპის წერილს გამოეხმაურა
დონალდ ტრამპმა ქართველ კოლეგას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მისალოცი წერილი მისი ქართველი კოლეგისადმი ქვეყნებს შორის თანამშრომლობისადმი ღიაობზე მეტყველებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ტრამპმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს და ქართველ ხალხს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. წერილში მან ხაზი გაუსვა საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გაღრმავებას. ქვეყნის პირველმა პირმა საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი თანამშრომლობის არეალის გაფართოების იმედი გამოთქვა.
„ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შემოვიდა ასეთი წერილი, სადაც პირდაპირ არის გამოხატული ღიაობა თანამშრომლობის მიმართ, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა სწორედ ამას ითხოვდა, როგორც დახურულ, ისე ღია წერილში, რომელიც თეთრი სახლის ადმინისტრაციაში იყო გაგზავნილი. ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, ორივე წერილის სულისკვეთება ერთნაირი იყო.
მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ მიუღია პასუხი არც წერილზე და არც აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ საჯარო განცხადებებზე, რაც გაკვირვებას იწვევს.
ამასთან, პრემიერმა საინტერესო უწოდა იმ ფაქტს, რომ ბოლო დღეებში შემოვიდა ორი განსხვავებული წერილი: ერთი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, მეორე კი პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან. კობახიძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის აშშ-ის სახელით ეროვნული დღესასწაულის მილოცვის წერილი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ გადასცა, „დიფ სთეითთან" იყო შეთანხმებული.
„პირველი წერილი იყო დაწერილი „დიფ სთეითის" მიერ, მეორე წერილი კი შედგენილი იყო პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციაში. მათ შორის რადიკალური განსხვავებაა და ეს უკვე აჩვენებს იმ ორთაბრძოლას, დაპირისპირებას, რაც წარიმართება ახალ ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს" შორის“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, სხვანაირად შეუძლებელია იმის ახსნა, თუ როგორ შეიძლება ასეთი რადიკალურად განსხვავებული წერილები შემოვიდეს საქართველოში.
„ერთი წერილი, პრაქტიკულად, არ აღიარებდა ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ადრესატი იყო პირდაპირ ხალხი, მაშინ, როდესაც გვერდი აუარეს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. ამავე დროს პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან შემოვიდა წერილი პრეზიდენტ ყაველაშვილის სახელზე, რომლის ადრესატი პირდაპირ არის საქართველოს ხელისუფლება, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი. იქ პირდაპირ იყო საუბარი საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის განვითარებაზე“, - განაცხადა კობახიძემ.
ასეთი დუბლირება ერთი და იგივე ხელისუფლების მხრიდან პირდაპირ წარმოაჩენს იმ დაპირისპირებას, რომელიც ახლა წარიმართება ტრამპის ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს" შორის, აღნიშნა მან.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ საჭიროა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა. კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო მზადაა ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომელშიც ასახული იქნება შემხვედრი ნაბიჯები. ამავდროულად, საქართველოს მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ თუ დამარცხდება ,„დიფ სთეითი“, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას არაფერი შეუშლის ხელს.
ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად Deep State-ის წინააღმდეგ ბრძოლა დასახელდა. დღეისთვის ტრამპმა მიაღწია სახელმწიფო დეპარტამენტსა და ეროვნული უშიშროების საბჭოში დასაქმებულთა მასობრივ გათავისუფლებას და დაიწყო სახელმიფო მოხელეთა წმენდა. მსოფლიოს წამყვანი უცხოური სააგენტო USAID გამოცხადდა „დანაშაულებრივ ორგანიზაციად“ და ახლა მისი ფინანსების გამოძიება მიმდინარეობს.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ 2024 წლის 30 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე განაცხადა - აღნიშნული კანონი უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
აშშ-მ და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, მათი თვალსაზრისით, ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. საქართველოს ხელისუფლება კვლავაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპელობას“ და არის ქართველი ხალხის ინტერესებში.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
ივლისის ბოლოს კი აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის ფარგლებში საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის დახმარების შეჩერების შესახებ განაცხადა.
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ასევე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 2024 წლის 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის შედეგების მიხედვით მიღებულ დეკლარაციაში არ აღმოჩნდა ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც იყო პირველი პრეცედენტი 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.