https://sputnik-georgia.com/20250528/premieri-deep-state-protesti-1-mln-dolari-ujdeba-293555110.html
პრემიერი: საქართველოში ხელოვნური პროტესტები Deep state-ს 1 მლნ დოლარი უჯდება
პრემიერი: საქართველოში ხელოვნური პროტესტები Deep state-ს 1 მლნ დოლარი უჯდება
Sputnik საქართველო
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. „დიფ სთეითს“ საკმარისი სახსრები აქვს იმისათვის, რომ წელიწადში 1 მლნ დოლარის სანაცვლოდ რუსთაველის გამზირზე ყოველდღიურად 300... 28.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-28T17:15+0400
2025-05-28T17:15+0400
2025-05-28T17:15+0400
საქართველო
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
აშშ
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/04/292355769_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_3216db928669d4fa55f00f78d2a8d305.jpg
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. „დიფ სთეითს“ საკმარისი სახსრები აქვს იმისათვის, რომ წელიწადში 1 მლნ დოლარის სანაცვლოდ რუსთაველის გამზირზე ყოველდღიურად 300 ადამიანი გამოიყვანოს და თბილისში პროტესტის ხელოვნურ ტალღას მხარი დაუჭიროს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.საქართველოში 2024 წლის 28 ნოემბრიდან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომლებიც პერიოდულად პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზრდება. საპროტესტო აქციები ხელისუფლების გადაწყვეტილების საპასუხოდ დაიწყო, რომლის თანახმადაც, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოიხსნა.„დაახლოებით 1 მლნ დოლარი, არასრული სამი მილიონი ლარი სჭირდება იმას, რომ ყოველდღე 300 კაცი დააყენო რუსთაველის გამზირზე. წარმოიდგინეთ, როცა ვსაუბრობ „დიფ სთეითზე“, რამდენი რესურსი აქვთ მათ ფინანსური. წელიწადში სჭირდება 1 მილიონი დოლარი იმისათვის, რომ 300 კაცი ყოველდღე დააყენო რუსთაველის გამზირზე", - განაცხადა კობახიძემ.მმართველ პარტიაში Deep state-ს ასევე უწოდებენ „გლობალური ომის პარტიას" - „გლობალური ომის პარტიის" ქვეშ საქართველოს ხელისუფლება გულისხმობს გარკვეულ ძალებს უცხოეთში, რომლებსაც აშშ-ისა და ევროკავშირის პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე პრინციპული გავლენა აქვს. დასავლეთში ამ მტკიცებას შეთქმულების თეორიას უწოდებენ.„ქართულ ოცნებაში“ „ნაცმოძრაობასა“ და მის მომხრეებს „ლოკალური ომის პარტიად“ მოიხსენიებენ. მათ ასევე უწოდებენ „რადიკალურ ოპოზიციას". ეს პოლიტიკური ძალები ცდილობენ შეარყიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ქვეყანა ომში ჩაითრიონ.პრემიერის თქმით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) მხრიდან დაფინანსების შეწყვეტა მათთვის, ნებისმიერი თვალსაზრისით, დარტყმა იყო. მაგრამ როცა მილიონი დოლარი ჰყოფნის იმას, რომ ყოველდღიურად 300 ადამიანი გაიყვანო რუსთაველის გამზირზე, ეს ხელოვნური მუხტი შესაძლებელია შეინარჩუნო.მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დიდი ხანია ამტკიცებს, რომ შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) და ევროპის დემოკრატიის ფონდის მიერ (EED) გამოყოფილი თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკური პარტიების მართულ ფიქტიურ არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე ილექება.თებერვლის დასაწყისში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ USAID-ის შემდეგ დაფინანსება შეუჩერა NED-ს, რომელიც მთელ მსოფლიოში "ფერადი რევოლუციების" ორგანიზატორად ითვლება. მანამდე აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ USAID-ის მიერ დაფინანსებულ პროგრამებს, მათ შორის NED-ს, არ ჰქონდათ არსებობის უფლება და არ იმსახურებდნენ ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა თანხებს.საქართველოს ხელისუფლება და არასამთავრობო ორგანიზაციებიბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობა გაუარესდა. ხელისუფლება არაერთ მსხვილ არასამთავრობო ორგანიზაციას ადანაშაულებს უცხო სახელმწიფოების ინტერესების გატარებაში და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დაფინანსებაში.ამის თავიდან ასაცილებლად მიღებულ იქნა კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელიც მოითხოვს სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციას და ფინანსური დეკლარაციის შევსებას იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების მიერ, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყაროა "უცხოური ძალაა". ამჟამად რეესტრში 385 ორგანიზაცია არის რეგისტრირებული.გარდა ამისა, ანტიკორუფციულ ბიუროს მიენიჭა უფლება, აღიაროს არასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად და გააიგივოს მათი ანგარიშგება პოლიტიკური პარტიების ანგარიშგებასთან.რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების, დაკავებულების გათავისუფლებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აქტიური პროცესის გაგრძელების მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, საქართველოს ხელისუფლებამ არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით დამატებითი გადაწყვეტილებების მიღება დააანონსა.გადაწყვეტილებებს შორისაა სამთავრობო გადაწყვეტილებების მიღებაში სამოქალაქო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობის შესახებ ჩანაწერების ამოღება და "უცხოური აგენტების შესახებ" კანონის ამერიკული ვერსიის FARA-ს დამტკიცება, რომელიც მოითხოვს ფიზიკური პირების რეგისტრაციას და ასევე სისხლისსამართლებრივ სასჯელებსა და საქმიანობის შეზღუდვას კანონის პირობების შეუსრულებლობისთვის.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/04/292355769_0:0:2048:1537_1920x0_80_0_0_a1564ea210b5099ed93ce03c23e0b02d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , აშშ , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , აშშ , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. „დიფ სთეითს“ საკმარისი სახსრები აქვს იმისათვის, რომ წელიწადში 1 მლნ დოლარის სანაცვლოდ რუსთაველის გამზირზე ყოველდღიურად 300 ადამიანი გამოიყვანოს და თბილისში პროტესტის ხელოვნურ ტალღას მხარი დაუჭიროს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში 2024 წლის 28 ნოემბრიდან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომლებიც პერიოდულად პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზრდება. საპროტესტო აქციები ხელისუფლების გადაწყვეტილების საპასუხოდ დაიწყო, რომლის თანახმადაც, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოიხსნა.
„დაახლოებით 1 მლნ დოლარი, არასრული სამი მილიონი ლარი სჭირდება იმას, რომ ყოველდღე 300 კაცი დააყენო რუსთაველის გამზირზე. წარმოიდგინეთ, როცა ვსაუბრობ „დიფ სთეითზე“, რამდენი რესურსი აქვთ მათ ფინანსური. წელიწადში სჭირდება 1 მილიონი დოლარი იმისათვის, რომ 300 კაცი ყოველდღე დააყენო რუსთაველის გამზირზე", - განაცხადა კობახიძემ.
მმართველ პარტიაში Deep state-ს ასევე უწოდებენ „გლობალური ომის პარტიას" - „გლობალური ომის პარტიის" ქვეშ საქართველოს ხელისუფლება გულისხმობს გარკვეულ ძალებს უცხოეთში, რომლებსაც აშშ-ისა და ევროკავშირის პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე პრინციპული გავლენა აქვს. დასავლეთში ამ მტკიცებას შეთქმულების თეორიას უწოდებენ.
„ქართულ ოცნებაში“ „ნაცმოძრაობასა“ და მის მომხრეებს „ლოკალური ომის პარტიად“ მოიხსენიებენ. მათ ასევე უწოდებენ „რადიკალურ ოპოზიციას". ეს პოლიტიკური ძალები ცდილობენ შეარყიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
პრემიერის თქმით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) მხრიდან დაფინანსების შეწყვეტა მათთვის, ნებისმიერი თვალსაზრისით, დარტყმა იყო. მაგრამ როცა მილიონი დოლარი ჰყოფნის იმას, რომ ყოველდღიურად 300 ადამიანი გაიყვანო რუსთაველის გამზირზე, ეს ხელოვნური მუხტი შესაძლებელია შეინარჩუნო.
„აბსოლუტურად ხელოვნურია ეს ყველაფერი. ხვალ მომეცით მილიონი დოლარი და 365 დღის განმავლობაში ყოველდღე დაგიყენებთ 300 კაცს რუსთაველის გამზირზე“, – განაცხადა პრემიერმა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დიდი ხანია ამტკიცებს, რომ შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) და ევროპის დემოკრატიის ფონდის მიერ (EED) გამოყოფილი თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკური პარტიების მართულ ფიქტიურ არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე ილექება.
თებერვლის დასაწყისში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ USAID-ის შემდეგ დაფინანსება შეუჩერა NED-ს, რომელიც მთელ მსოფლიოში "ფერადი რევოლუციების" ორგანიზატორად ითვლება. მანამდე აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ USAID-ის მიერ დაფინანსებულ პროგრამებს, მათ შორის NED-ს, არ ჰქონდათ არსებობის უფლება და არ იმსახურებდნენ ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა თანხებს.
საქართველოს ხელისუფლება და არასამთავრობო ორგანიზაციები
ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობა გაუარესდა. ხელისუფლება არაერთ მსხვილ არასამთავრობო ორგანიზაციას ადანაშაულებს უცხო სახელმწიფოების ინტერესების გატარებაში და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დაფინანსებაში.
ამის თავიდან ასაცილებლად მიღებულ იქნა კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელიც მოითხოვს სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციას და ფინანსური დეკლარაციის შევსებას იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების მიერ, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყაროა "უცხოური ძალაა". ამჟამად რეესტრში 385 ორგანიზაცია არის რეგისტრირებული.
გარდა ამისა, ანტიკორუფციულ ბიუროს მიენიჭა უფლება, აღიაროს არასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად და გააიგივოს მათი ანგარიშგება პოლიტიკური პარტიების ანგარიშგებასთან.
რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების, დაკავებულების გათავისუფლებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აქტიური პროცესის გაგრძელების მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, საქართველოს ხელისუფლებამ არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით დამატებითი გადაწყვეტილებების მიღება დააანონსა.
გადაწყვეტილებებს შორისაა სამთავრობო გადაწყვეტილებების მიღებაში სამოქალაქო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობის შესახებ ჩანაწერების ამოღება და "უცხოური აგენტების შესახებ" კანონის ამერიკული ვერსიის FARA-ს დამტკიცება, რომელიც მოითხოვს ფიზიკური პირების რეგისტრაციას და ასევე სისხლისსამართლებრივ სასჯელებსა და საქმიანობის შეზღუდვას კანონის პირობების შეუსრულებლობისთვის.