ჩვენ ვაფასებთ უნგრეთის მხარდაჭერას: კობახიძემ უნგრელ კოლეგასთან შეხვედრა გამართა

© Courtesy of X - Irakli Kobakhidzeირაკლი კობახიძე და ვიქტორ ორბანი
ირაკლი კობახიძე და ვიქტორ ორბანი - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2025
გამოწერა
საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.
კობახიძე ვიზიტით უნგრეთში იმყოფება, სადაც მონაწილეობას მიიღებს კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC), რომელიც 29-30 მაისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება.
კობახიძისა და ორბანის პირისპირ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და უნგრეთის წარმატებულ თანამშრომლობას. პრემიერ-მინისტრმა უნგრელ კოლეგას სხვადასხვა პლატფორმაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან. განვიხილეთ საქართველო-უნგრეთს შორის მზარდი პარტნიორობა. ჩვენ ძალიან ვაფასებთ უნგრეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისადმი ჩვენს საერთო ერთგულებას”, – დაწერა ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბუდაპეშტში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
ყველა ახალი ამბავი
0