https://sputnik-georgia.com/20250528/kirim-kongos-sawinaagmdegod-pirutkvi-damushavda-293558037.html
სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგოს საწინააღმდეგოდ 5 ათასზე მეტი პირუტყვი დამუშავდა
სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგოს საწინააღმდეგოდ 5 ათასზე მეტი პირუტყვი დამუშავდა
Sputnik საქართველო
პირუტვის დამუშავების პარალელურად სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ფერმერებთან და მოსახლეობასთან საინფორმაციო კამპანიას ატარებენ. 28.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-28T18:11+0400
2025-05-28T18:11+0400
2025-05-28T18:11+0400
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/02/266358385_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_8fb0bd0b7ce71cc6daab8f2d3b399624.jpg
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყირიმ-კონგოს დაავადების გავრცელების საწინააღმდეგოდ პირუტყვის დამუშავება მიმდინარეობს, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპზე ყირიმ-კონგოს საწინააღმდეგოდ 5.508 მსხვილფეხა საქონელია დამუშავებული. პარალელურ რეჟიმში, დაავადების პრევენციის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ფერმერებთან და მოსახლეობასთან საინფორმაციო კამპანიას ატარებენ. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე ცხოველები დაამუშაონ არსებული ინსტრუქციის შესაბამისად; მინდორში მუშაობის დროს, ატარონ დახურული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი; ცხოველებს ტკიპები ხელთათმანისა და პინცეტის გამოყენებით მოაშორონ; დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს. უწყება, ვეტერინარული სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის ფარგლებში, ყირიმ-კონგოს ეპიდემიოლოგიურ კერებში 2014 წლიდან ახორციელებს მსხვილფეხა საქონლის დამუშავებას. გარდა ამისა, ექტოპარაზიტების კონტროლის მიზნით, სააგენტოს მიერ, კახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა მთიანეთის რეგიონებში განთავსებულ ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტებზე წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე, ხორციელდება მიგრაციული ცხოველების დამუშავება ინსექტოაკარიციდებით. ყირიმ-კონგოს ცხელება ვირუსული, ზოონოზური, დაავადებაა, რომელის ძირითადი გადამტანი Hyalomma სახეობის ტკიპაა. ვირუსი აინფიცირებს მრავალი სახეობის ცხოველს და ზოგიერთი სახეობის ფრინველს. ადამიანი ტკიპის კბენის შედეგად ავადდება. ცხოველებსა და ფრინველებში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ხოლო ადამიანის შემთხვევაში, დაგვიანებულ მკურნალობას, შესაძლოა, ლეტალური შედეგი მოჰყვეს. საქართველოში ყირიმ-კონგოს ინფექციის გავრცელების ძირითად რეგიონებად ითვლება სამცხე-ჯავახეთი და შიდა ქართლი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/02/266358385_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_90e82a136d2f2608b11575dc2e1f4010.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგოს საწინააღმდეგოდ 5 ათასზე მეტი პირუტყვი დამუშავდა
პირუტვის დამუშავების პარალელურად სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ფერმერებთან და მოსახლეობასთან საინფორმაციო კამპანიას ატარებენ.
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყირიმ-კონგოს დაავადების გავრცელების საწინააღმდეგოდ პირუტყვის დამუშავება მიმდინარეობს, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპზე ყირიმ-კონგოს საწინააღმდეგოდ 5.508 მსხვილფეხა საქონელია დამუშავებული.
„ადამიანების დაავადების 80%-ზე მეტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ფიქსირდება. შესაბამისად, სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურის ვეტერინარები, დაავადების კერებში, სოფლის მოსახლეობის საკუთრებაში არსებულ მსხვილფეხა საქონელს შესაბამისი პრეპარატებით (ინსექტოაკარიციდებით) ამუშავებენ“, - აღნიშულია ინფორმაციაში.
პარალელურ რეჟიმში, დაავადების პრევენციის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ფერმერებთან და მოსახლეობასთან საინფორმაციო კამპანიას ატარებენ.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე ცხოველები დაამუშაონ არსებული ინსტრუქციის შესაბამისად; მინდორში მუშაობის დროს, ატარონ დახურული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი; ცხოველებს ტკიპები ხელთათმანისა და პინცეტის გამოყენებით მოაშორონ; დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს.
უწყება, ვეტერინარული სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის ფარგლებში, ყირიმ-კონგოს ეპიდემიოლოგიურ კერებში 2014 წლიდან ახორციელებს მსხვილფეხა საქონლის დამუშავებას.
გარდა ამისა, ექტოპარაზიტების კონტროლის მიზნით, სააგენტოს მიერ, კახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა მთიანეთის რეგიონებში განთავსებულ ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტებზე წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე, ხორციელდება მიგრაციული ცხოველების დამუშავება ინსექტოაკარიციდებით.
ყირიმ-კონგოს ცხელება ვირუსული, ზოონოზური, დაავადებაა, რომელის ძირითადი გადამტანი Hyalomma სახეობის ტკიპაა. ვირუსი აინფიცირებს მრავალი სახეობის ცხოველს და ზოგიერთი სახეობის ფრინველს. ადამიანი ტკიპის კბენის შედეგად ავადდება. ცხოველებსა და ფრინველებში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ხოლო ადამიანის შემთხვევაში, დაგვიანებულ მკურნალობას, შესაძლოა, ლეტალური შედეგი მოჰყვეს.
საქართველოში ყირიმ-კონგოს ინფექციის გავრცელების ძირითად რეგიონებად ითვლება სამცხე-ჯავახეთი და შიდა ქართლი.