გორის გვირაბები ორი დღით ჩაიკეტება- როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი

© Courtesy of Roads Department of Georgiaგორის გვირაბი
გორის გვირაბი - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2025
გამოწერა
გორის გვირაბი ღამის საათებში ყველა სახის ავტოტრანსპორტსითვის გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების მიმდინარეობისას ჩაიკეტება
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის, გორის საავტომობილო გვირაბში 28-29 მაისის ღამის საათებში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყების ცნობით, გვირაბში მოძრაობის შეზღუდვა პროფილაქტიკური სამუშაოების გამო გახდა საჭირო.
„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების მიმდინარეობისას, 2025 წლის 28 მაისის 23:00 სთ-დან 29 მაისის 03:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 29 მაისის 03:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე დროებით შეიზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში კი ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე. გარდა ამისა, სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
ყველა ახალი ამბავი
0