https://sputnik-georgia.com/20250527/ucxoel-patimrebs-qartul-enas-sheaswavlian-293542479.html
უცხოელ პატიმრებს ქართულ ენას შეასწავლიან
უცხოელ პატიმრებს ქართულ ენას შეასწავლიან
Sputnik საქართველო
ქართული ენის სასწავლო კურსს 77 მსჯავრდებული გაივლის 27.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-27T17:49+0400
2025-05-27T17:49+0400
2025-05-27T17:49+0400
საქართველო
სპეციალური პენიტენციური სამსახური
საზოგადოება
განათლება საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/02/267074182_0:106:2049:1258_1920x0_80_0_0_42e7a90ff66868a90f795cff8ef18605.jpg
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ქართულ ენას შეისწავლიან, ნათქვამია მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „საქსტატის" მონაცემებით, საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში 2025 წლის 1-ელი აპრილისთვის ქვეყანაში პატიმართა რაოდენობამ დაახლოებით 8,9 ათასი ადამიანი შეადგინა, რომელთა შორის დაახლოებით 1,1 ათასი უცხოელია.უწყების ცნობით, სასწავლო კურსში N2, N5 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი 77 მსჯავრდებული ჩაერთვება. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მსჯავრდებულები სრულყოფილად შეძლებენ ჩაერთონ ტრენინგ-კურსებში, პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების პროგრამებში, რაც მათი რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს. უწყებაში აღმნიშნავენ, რომ ამ მიზნით, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრსა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ცენტრის დირექტორმა თამთა დემურიშვილმა და სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მზია გორგაძემ მოაწერა. პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/02/267074182_114:0:1933:1364_1920x0_80_0_0_57c870c7a88f29071a97adaf18436e0d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპეციალური პენიტენციური სამსახური, საზოგადოება, განათლება საქართველოში , ახალი ამბები
საქართველო, სპეციალური პენიტენციური სამსახური, საზოგადოება, განათლება საქართველოში , ახალი ამბები
უცხოელ პატიმრებს ქართულ ენას შეასწავლიან
ქართული ენის სასწავლო კურსს 77 მსჯავრდებული გაივლის
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ქართულ ენას შეისწავლიან, ნათქვამია მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„საქსტატის" მონაცემებით, საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში 2025 წლის 1-ელი აპრილისთვის ქვეყანაში პატიმართა რაოდენობამ დაახლოებით 8,9 ათასი ადამიანი შეადგინა, რომელთა შორის დაახლოებით 1,1 ათასი უცხოელია.
უწყების ცნობით, სასწავლო კურსში N2, N5 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი 77 მსჯავრდებული ჩაერთვება.
„პროგრამა მსჯავრდებულებს აძლევს შესაძლებლობას შეისწავლონ ქართული ენა, აიმაღლონ ქართული ენის ცოდნის დონე და დაძლიონ ენობრივ ბარიერთან დაკავშირებული სირთულეები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მსჯავრდებულები სრულყოფილად შეძლებენ ჩაერთონ ტრენინგ-კურსებში, პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების პროგრამებში, რაც მათი რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს.
უწყებაში აღმნიშნავენ, რომ ამ მიზნით, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრსა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი ცენტრის დირექტორმა თამთა დემურიშვილმა და სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მზია გორგაძემ მოაწერა.
პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.