https://sputnik-georgia.com/20250527/trampi-chemi-administracia-ertgulia-ganamtkicos-saqartvelostan-urtiertobebi-293544805.html
ტრამპი: ჩემი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობები
ტრამპი: ჩემი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობები
Sputnik საქართველო
როგორც წერილშია ნათქვამია, აშშ-ის ადმინისტრაცია სამომავლოდ ელოდება ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას. 27.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-27T20:14+0400
2025-05-27T20:14+0400
2025-05-27T20:37+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
აშშ
საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/14/250657976_0:157:3085:1892_1920x0_80_0_0_a8b84ca78a18dffb7aeb7dde3405c059.jpg
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. ჩემი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილისადმი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წერილში.აშშ-ის პრეზიდენტმა ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა.როგორც წერილშია ნათქვამია, აშშ-ის ადმინისტრაცია სამომავლოდ ელოდება ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ საჭიროა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა. კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო მზადაა ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომელშიც იქნება ასახული შემხვედრი ნაბიჯები.მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ მიუღია პასუხი არც წერილზე და არც აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ საჯარო განცხადებებზე, რაც გაკვირვებას იწვევს.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/14/250657976_177:0:2906:2047_1920x0_80_0_0_2999116cab37f6750f51d9cf56b00b2b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, აშშ , საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, აშშ , საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები
ტრამპი: ჩემი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობები
20:14 27.05.2025 (განახლებულია: 20:37 27.05.2025) როგორც წერილშია ნათქვამია, აშშ-ის ადმინისტრაცია სამომავლოდ ელოდება ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. ჩემი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილისადმი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წერილში.
აშშ-ის პრეზიდენტმა ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
„დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის 107-ე წლისთავია — ეპოქალური თარიღი ქართველი ხალხის ბრძოლაში სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ეროვნული იდენტობისათვის, რომელიც მძიმე სირთულეებისა და გამოწვევების ფონზე მიმდინარეობდა თაობიდან თაობამდე. გულითადად ვულოცავ ქართველ ხალხს ამ მნიშვნელოვან თარიღს, რომელიც ქვეყნის გამორჩეულ და მრავალფეროვან ისტორიას ასახავს", - ნათქვამია მისალოც წერილში.
საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა.
როგორც წერილშია ნათქვამია, აშშ-ის ადმინისტრაცია სამომავლოდ ელოდება ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.
„ჩემი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები. სამომავლოდ ველოდები ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას სამართლიანი ვაჭრობის მხარდაჭერისა და ორმხრივი თანამშრომლობის არეალის გაფართოების გზით", - ნათქვამია მისალოც წერილში.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ საჭიროა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა. კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო მზადაა ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომელშიც იქნება ასახული შემხვედრი ნაბიჯები.
მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ მიუღია პასუხი არც წერილზე და არც აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ საჯარო განცხადებებზე, რაც გაკვირვებას იწვევს.