https://sputnik-georgia.com/20250527/specialuri-sagamoziebo-sa-saxuris-gauqmebas-mxari-dauchires-293541978.html
პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
Sputnik საქართველო
კანონპროექტის მიხედვით, ის სისხლის სამართლის საქმეები, რომლებზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილება ვრცელდებოდა, პროკურატურის საგამოძიებო... 27.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-27T16:53+0400
2025-05-27T16:53+0400
2025-05-27T16:53+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
კანონმდებლობა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291395307_0:101:1920:1181_1920x0_80_0_0_f47842f6cb27d90623beae5f186a61ae.jpg
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებას ითვალისწინებს, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. მმართველი პარტია „ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ მომზადებულ ინიციატივას კანონმდებლებმა მხარი ერთხმად, 88 ხმით დაუჭირეს. ცვლილებების პროექტის თანახმად, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონი ძალადაკარგულად ცხადდება. შესაბამისად, უქმდება სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილის თანამდებობები. ამასთან, აღნიშნული თანამდებობის პირებისათვის, ასევე სამსახურის თანამშრომლებისთვის ფულადი კომპენსაციის მიცემის ვალდებულება განისაზღვრება. სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ გაზრდილი უფლებამოსილებით, 2022 წლის 1-ელი მარტიდან ამოქმედდა როგორც დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც არ ექვემდებარება შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ძალოვანების მიერ ჩადენილი დანაშაულებისა და პირადი ცხოვრების ხელყოფის შემთხვევების გამოძიების გარდა, ასევე იძიებს პედოფილიის, სექსუალური შევიწროებისა და პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟის შემთხვევებს.გარდა ამისა, ის იძიებს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს და ასევე ხელახლა იძიებს საქმეებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291395307_107:0:1815:1281_1920x0_80_0_0_e58b4d2185634f2999951a427985a5f0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, სპეციალური საგამოძიებო სამსახური
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, სპეციალური საგამოძიებო სამსახური
პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
კანონპროექტის მიხედვით, ის სისხლის სამართლის საქმეები, რომლებზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილება ვრცელდებოდა, პროკურატურის საგამოძიებო დაქვემდებარებაში გადავა.
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებას ითვალისწინებს, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ მომზადებულ ინიციატივას კანონმდებლებმა მხარი ერთხმად, 88 ხმით დაუჭირეს.
ცვლილებების პროექტის თანახმად, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონი ძალადაკარგულად ცხადდება. შესაბამისად, უქმდება სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილის თანამდებობები. ამასთან, აღნიშნული თანამდებობის პირებისათვის, ასევე სამსახურის თანამშრომლებისთვის ფულადი კომპენსაციის მიცემის ვალდებულება განისაზღვრება.
კანონპროექტის მიხედვით, ის სისხლის სამართლის საქმეები, რომლებზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილება ვრცელდებოდა, პროკურატურის საგამოძიებო დაქვემდებარებაში გადავა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ გაზრდილი უფლებამოსილებით, 2022 წლის 1-ელი მარტიდან ამოქმედდა როგორც დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც არ ექვემდებარება შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ძალოვანების მიერ ჩადენილი დანაშაულებისა და პირადი ცხოვრების ხელყოფის შემთხვევების გამოძიების გარდა, ასევე იძიებს პედოფილიის, სექსუალური შევიწროებისა და პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟის შემთხვევებს.
გარდა ამისა, ის იძიებს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს და ასევე ხელახლა იძიებს საქმეებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე.