https://sputnik-georgia.com/20250527/sarpshi-kontrabanduli-oqro-gadmohqondat-293536689.html
სარფში ნახევარ მლნ ლარზე მეტი ღირებულების ოქრო უკანონოდ შემოჰქონდათ: დაკავებულია 1 პირი
სარფში ნახევარ მლნ ლარზე მეტი ღირებულების ოქრო უკანონოდ შემოჰქონდათ: დაკავებულია 1 პირი
Sputnik საქართველო
დანაშაული ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 27.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-27T10:31+0400
2025-05-27T10:31+0400
2025-05-27T10:55+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24166/87/241668718_0:51:1723:1020_1920x0_80_0_0_0cf60860555dcac8278a9997e5f20f34.jpg
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „სარფის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის უკანონოდ გადმოტანის ფაქტი გამოავლინა და ერთი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გამოძიების ცნობით, თურქეთის მოქალაქემ მისი მართვის ქვეშ მყოფი სამგზავრო ავტობუსის სალონში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა სამ კილოგრამზე მეტი ოქროს საიუველირო ნაკეთობები.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 546.129,52 ლარი შეადგინა. გამოძიება სსკ-ის 214-ე მუხლით (საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა ) მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24166/87/241668718_147:0:1576:1072_1920x0_80_0_0_6240919e3ef4fae0c228e3a0a5ff8003.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, ახალი ამბები
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, ახალი ამბები
სარფში ნახევარ მლნ ლარზე მეტი ღირებულების ოქრო უკანონოდ შემოჰქონდათ: დაკავებულია 1 პირი
10:31 27.05.2025 (განახლებულია: 10:55 27.05.2025) დანაშაული ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „სარფის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის უკანონოდ გადმოტანის ფაქტი გამოავლინა და ერთი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების ცნობით, თურქეთის მოქალაქემ მისი მართვის ქვეშ მყოფი სამგზავრო ავტობუსის სალონში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა სამ კილოგრამზე მეტი ოქროს საიუველირო ნაკეთობები.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 546.129,52 ლარი შეადგინა.
გამოძიება სსკ-ის 214-ე მუხლით (საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა ) მიმდინარეობს.