https://sputnik-georgia.com/20250527/ruset-ukrainis-konfliqti-293552259.html
რუსეთისა და ნატოს შფოთვა: მშვიდობისკენ მასირებული იძულების რუსული იარაღი
რუსეთისა და ნატოს შფოთვა: მშვიდობისკენ მასირებული იძულების რუსული იარაღი
Sputnik საქართველო
აშშ-ისა და რუსეთის პროქსი-ომში ევროპული უსაფრთხოებისათვის უაზრო ზავები წარსულში რჩება. თუ მოწინააღმდეგე არ ნებდება, მას ანადგურებენ. მთელი მსოფლიო ყურადღებით... 27.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-27T19:21+0400
2025-05-27T19:21+0400
2025-05-28T13:21+0400
ანალიტიკა
მოსაზრება
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/1b/292286158_0:171:3179:1959_1920x0_80_0_0_1afa1a8d6c8fa307395461760a7ea079.jpg
აშშ-ისა და რუსეთის პროქსი-ომში ევროპული უსაფრთხოებისათვის უაზრო ზავები წარსულში რჩება. თუ მოწინააღმდეგე არ ნებდება, მას ანადგურებენ. მთელი მსოფლიო ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინაში მიმდინარე სამხედრო თეატრსა და დასავლეთის დამანგრეველ მარცხს. რუსეთის სპეციალური ოპერაციის დასრულება დიდი ხნით დაუცხრობს ნატოს „შავარდენებს“ აგრესიას და ევროპის თუ ამერიკის რესურსების „Drang nach Osten“-ის პროექტებში ხარჯვის სურვილს.მას შემდეგ, რაც რუსეთმა 16 მაისს სტამბოლის მოლაპარაკებებზე კიევის რეჟიმს „რბილი კაპიტულაცია“ შერსთავაზა, მოწინააღმდეგემ სწორი დასკვნები არ გამოიტანა და გააგრძელა იმის მტკიცება, რომ „არიფი“ არ არის. ამიტომ, რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა 20–27 მაისს 2330-ზე მეტი უკრაინული კამიკაძე დრონი გაანეიტრალეს, მათ შორის 1465 – სპეციალური ოპერაციის ზონის ფარგლებს გარეთ. რუსეთი აგრძელებს მოწინააღმდეგის სამხედრო გზით მშვიდობაზე დაყოლიებას.უკვე მესამე ღამეა, რაც რუსეთის შეიარაღებული ძალები ატარებენ სპეციალური ოპერაციის დაწყებიდან უპრეცედენტოდ მასიურ დარტყმებს მაღალი სიზუსტის იარაღით – უკრაინის საჰაერო ბაზებზე, არსენალებზე, საბრძოლო მასალის საწყობებზე, პორტებსა და სამხედრო მრეწველობის ობიექტებზე კიევში, ოდესაში, ასევე დნეპროპეტროვსკის, სუმის, ჩერკასის, ჩერნოვცის, ხარკოვის, ხმელნიცკის და სხვა ოლქებში, რომლებიც კიევის რეჟიმის კონტროლქვეშ რჩება. აქტიურად გამოიყენება „ისკანდერ-М“-ის სარაკეტო კომპლექსები, ფრთოსანი რაკეტები X-101 და X-22, და დამრტყმელი დრონები „გერანი“. უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის მონაცემებით, მხოლოდ 27 მაისის ღამით უკრაინის მიმართულებით გაშვებული იყო 298 დამრტყმელი უპილოტო აპარატი და 69 რაკეტა, ხოლო 23–25 მაისს, პარასკევიდან კვირამდე – დაახლოებით, 900 დრონი.26 მაისს რუსეთის ჰაერსა და კოსმოსურ ძალებს ტუ-95МСМ ტიპის 10 სტრატეგიული ბომბდამშენი ჰყავდათ გაშვებული ფართომასშტაბიანი იერიშისთვის უკრაინულ ობიექტებზე X-101 ტიპის ფრთოსანი რაკეტებით. თითოეული ასეთი თვითმფრინავი ატარებს რვა რაკეტას, რომლებსაც 5000 კმ-ზე მეტი სიშორის დაფარვა შეუძლიათ, საბრძოლო ქობინის მასით – 400 კგ. უკრაინული სარდლობა განსაკუთრებით აღშფოთებულია X-22 ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტების გამოყენებით, რომელთა ჩამოგდება, პრაქტიკულად, შეუძლებელია (სიჩქარე – 5600 კმ/სთ-ზე მეტი), მოქმედების რადიუსი – 600 კმ-მდე, ხოლო საბრძოლო ქობინის წონა – 960 კგ.„ისკანდერ-М“-ის სარაკეტო დარტყმით, 23 მაისს ოდესის პორტში განადგურდა სატვირთო გემი, რომელიც უკრაინისთვის ზღვით მიიტანდა უპილოტო ნავებს, იარაღსა და საბრძოლო მასალას – სულ დაახლოებით ასი 20-ტონიანი კონტეინერი. მეორადმა დეტონაციამ ასევე მოიცვა კონტეინერებზე განთავსებული საბრძოლო მასალაც. რუსეთის გენშტაბის გაზრდილი ყურადღების ფონზე ოდესის პორტების მიმართ, დასავლეთში დაასკვნეს: „უკრაინისათვის სამხედრო ტექნიკის ზღვით მიწოდება უფრო დაუცველია რუსეთის რაკეტებისა და უპილოტო აპარატების იერიშების მიმართ და უახლოეს თვეებში, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შემცირდეს“.ჰიპერბგერითი „ისკანდერის“ სიზუსტე და გამანადგურებელი ეფექტიანობა შიშს იწვევს ნატოს სამხედრო წრეებში. ამერიკულმა ჟურნალმა Military Watch 26 მაისს გააცნო მკითხველს „ისკანდერ-М“-ის გამოყენების ზოგიერთი თავისებურება სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში:მანამდე დნეპროპეტროვსკის ოლქში ერთდროული დარტყმით განადგურდა ორი Patriot-ის გამშვები დანადგარი, მრავალფუნქციური რადარ-სადგური და ცეცხლის მართვის პუნქტი. ამ დანაკარგის სავარაუდო ღირებულება, დაახლოებით, 1 მილიარდი დოლარია. რუსეთთან უპასუხისმგებლო ომი ძალიან ძვირი ჯდება.დასავლეთს კიდევ უფრო მეტად აფიქრებს რუსეთის სამრეწველო სექტორის მიერ დრონებისმასშტაბურიწარმოებისგაძლიერება. უპილოტო აპარატების სხვადასხვა მოდელის ხარჯზე რუსეთის შეიარაღებული ძალების დამრტყმელი პოტენციალის ზრდა უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის დეგრადაციას აჩქარებს და ამოწურავს ნატოს სისტემების – Patriot, SAMP-T, Crotale – და მათთვის განკუთვნილი რაკეტების მარაგებს. გარდა იმისა, რომ ეს სისტემები ეფექტური აღარ არის, სარაკეტო რესურსები ბევრად უფრო სწრაფად იხარჯება, ვიდრე ხდება მათი წარმოება. მაგალითად, კომპანია Lockheed Martin-ს წელიწადში შეუძლია მხოლოდ 650 Patriot-ის რაკეტის გამოშვება.რუსეთის არმიამ 17 მაისს მასირებულ იერიშში გამოიყენა 273 დამრტყმელი დრონი „გერანი“, რის შედეგადაც, განადგურდა 60-ზე მეტი მნიშვნელოვანი ობიექტი, მათ შორის – ვასილკოვის სამხედრო აეროდრომი კიევიდან სამხრეთ-დასავლეთით, სადაც უკრაინის საჰაერო ძალების F-16-ის ტიპის გამანადგურებლებია განლაგებული.Financial Times აღნიშნავს: გერმანელი ანალიტიკოსი იულიან რეპკე მიიჩნევს, რომ რუსეთს შეუძლია, დღეში დაახლოებით 1000 ოპტიკურ-ბოჭკოვანი მართვის დრონი და 150 დამრტყმელი „გერანი“ გამოიყენოს.ჟურნალი The Economist წერს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები რეგულარულად ახორციელებენ „ჯოჯოხეთურ იერიშებს“ უკრაინაზე და ღამის დრონული დარტყმებისას „გერანის“ ოჯახის 1000-მდე აპარატს იყენებენ.რაც უნდა იყოს, უკრაინის „დრონული ესკალაციის“ გამწარებულ მცდელობებს აზრი აღარ აქვს. ნატოს ერთ-ერთი გავლენიანი სამხედრო პირის, გენერალ მიშელ იაკოვლევის (ყოფილი ნატოს გაერთიანებული ძალების შტაბის მეთაურის მოადგილის) თქმით: „უკრაინამ, როგორც სახელმწიფომ, სიცოცხლისუნარიანობა, ფაქტობრივად, დაკარგა “.მომავალ ზაფხულს დასავლეთი და მისი კიეველი მარიონეტები – დამსახურებულად– ყველაზე უარესს ელიან. შესაძლებელია, საქმე უპირობო კაპიტულაციამდე მივიდეს. საერთაშორისო სამართალში ასეთი „მშვიდობის ფორმულაც“ არსებობს.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/1b/292286158_448:0:3179:2048_1920x0_80_0_0_ded4522954417569fe4acc48629fa907.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, მოსაზრება, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
ანალიტიკა, მოსაზრება, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
აშშ-ისა და რუსეთის პროქსი-ომში ევროპული უსაფრთხოებისათვის უაზრო ზავები წარსულში რჩება. თუ მოწინააღმდეგე არ ნებდება, მას ანადგურებენ. მთელი მსოფლიო ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინაში მიმდინარე სამხედრო თეატრსა და დასავლეთის დამანგრეველ მარცხს. რუსეთის სპეციალური ოპერაციის დასრულება დიდი ხნით დაუცხრობს ნატოს „შავარდენებს“ აგრესიას და ევროპის თუ ამერიკის რესურსების „Drang nach Osten“-ის პროექტებში ხარჯვის სურვილს.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა 16 მაისს სტამბოლის მოლაპარაკებებზე კიევის რეჟიმს „რბილი კაპიტულაცია“ შერსთავაზა, მოწინააღმდეგემ სწორი დასკვნები არ გამოიტანა და გააგრძელა იმის მტკიცება, რომ „არიფი“ არ არის. ამიტომ, რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა 20–27 მაისს 2330-ზე მეტი უკრაინული კამიკაძე დრონი გაანეიტრალეს, მათ შორის 1465 – სპეციალური ოპერაციის ზონის ფარგლებს გარეთ. რუსეთი აგრძელებს მოწინააღმდეგის სამხედრო გზით მშვიდობაზე დაყოლიებას.
უკვე მესამე ღამეა, რაც რუსეთის შეიარაღებული ძალები ატარებენ სპეციალური ოპერაციის დაწყებიდან უპრეცედენტოდ მასიურ დარტყმებს მაღალი სიზუსტის იარაღით – უკრაინის საჰაერო ბაზებზე, არსენალებზე, საბრძოლო მასალის საწყობებზე, პორტებსა და სამხედრო მრეწველობის ობიექტებზე კიევში, ოდესაში, ასევე დნეპროპეტროვსკის, სუმის, ჩერკასის, ჩერნოვცის, ხარკოვის, ხმელნიცკის და სხვა ოლქებში, რომლებიც კიევის რეჟიმის კონტროლქვეშ რჩება.
აქტიურად გამოიყენება „ისკანდერ-М“-ის სარაკეტო კომპლექსები, ფრთოსანი რაკეტები X-101 და X-22, და დამრტყმელი დრონები „გერანი“. უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის მონაცემებით, მხოლოდ 27 მაისის ღამით უკრაინის მიმართულებით გაშვებული იყო 298 დამრტყმელი უპილოტო აპარატი და 69 რაკეტა, ხოლო 23–25 მაისს, პარასკევიდან კვირამდე – დაახლოებით, 900 დრონი.
26 მაისს რუსეთის ჰაერსა და კოსმოსურ ძალებს ტუ-95МСМ ტიპის 10 სტრატეგიული ბომბდამშენი ჰყავდათ გაშვებული ფართომასშტაბიანი იერიშისთვის უკრაინულ ობიექტებზე X-101 ტიპის ფრთოსანი რაკეტებით. თითოეული ასეთი თვითმფრინავი ატარებს რვა რაკეტას, რომლებსაც 5000 კმ-ზე მეტი სიშორის დაფარვა შეუძლიათ, საბრძოლო ქობინის მასით – 400 კგ. უკრაინული სარდლობა განსაკუთრებით აღშფოთებულია X-22 ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტების გამოყენებით, რომელთა ჩამოგდება, პრაქტიკულად, შეუძლებელია (სიჩქარე – 5600 კმ/სთ-ზე მეტი), მოქმედების რადიუსი – 600 კმ-მდე, ხოლო საბრძოლო ქობინის წონა – 960 კგ.
„ისკანდერ-М“-ის სარაკეტო დარტყმით, 23 მაისს ოდესის პორტში განადგურდა სატვირთო გემი, რომელიც უკრაინისთვის ზღვით მიიტანდა უპილოტო ნავებს, იარაღსა და საბრძოლო მასალას – სულ დაახლოებით ასი 20-ტონიანი კონტეინერი. მეორადმა დეტონაციამ ასევე მოიცვა კონტეინერებზე განთავსებული საბრძოლო მასალაც. რუსეთის გენშტაბის გაზრდილი ყურადღების ფონზე ოდესის პორტების მიმართ, დასავლეთში დაასკვნეს: „უკრაინისათვის სამხედრო ტექნიკის ზღვით მიწოდება უფრო დაუცველია რუსეთის რაკეტებისა და უპილოტო აპარატების იერიშების მიმართ და უახლოეს თვეებში, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შემცირდეს“.
ჰიპერბგერითი „ისკანდერის“ სიზუსტე და გამანადგურებელი ეფექტიანობა შიშს იწვევს ნატოს სამხედრო წრეებში. ამერიკულმა ჟურნალმა Military Watch 26 მაისს გააცნო მკითხველს „ისკანდერ-М“-ის გამოყენების ზოგიერთი თავისებურება სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში:
„ბალისტიკური რაკეტა გადაადგილდება რთული და ძნელად გათვლადი ტრაექტორიით, უზარმაზარი სიჩქარით. მანევრებისას წარმოქმნილი გადატვირთვები მნიშვნელოვნად აღემატება იმ ზღვარს, რასაც ნატოს ზენიტური რაკეტების უმეტესობა უძლებს. სწორედ ამიტომ, უკრაინას არ გააჩნია შესაძლებლობა, „ისკანდერები“ ჩამოყაროს...“
მანამდე დნეპროპეტროვსკის ოლქში ერთდროული დარტყმით განადგურდა ორი Patriot-ის გამშვები დანადგარი, მრავალფუნქციური რადარ-სადგური და ცეცხლის მართვის პუნქტი. ამ დანაკარგის სავარაუდო ღირებულება, დაახლოებით, 1 მილიარდი დოლარია. რუსეთთან უპასუხისმგებლო ომი ძალიან ძვირი ჯდება.
დასავლეთს კიდევ უფრო მეტად აფიქრებს რუსეთის სამრეწველო სექტორის მიერ დრონებისმასშტაბურიწარმოებისგაძლიერება. უპილოტო აპარატების სხვადასხვა მოდელის ხარჯზე რუსეთის შეიარაღებული ძალების დამრტყმელი პოტენციალის ზრდა უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის დეგრადაციას აჩქარებს და ამოწურავს ნატოს სისტემების – Patriot, SAMP-T, Crotale – და მათთვის განკუთვნილი რაკეტების მარაგებს.
გარდა იმისა, რომ ეს სისტემები ეფექტური აღარ არის, სარაკეტო რესურსები ბევრად უფრო სწრაფად იხარჯება, ვიდრე ხდება მათი წარმოება. მაგალითად, კომპანია Lockheed Martin-ს წელიწადში შეუძლია მხოლოდ 650 Patriot-ის რაკეტის გამოშვება.
რუსეთის არმიამ 17 მაისს მასირებულ იერიშში გამოიყენა 273 დამრტყმელი დრონი „გერანი“, რის შედეგადაც, განადგურდა 60-ზე მეტი მნიშვნელოვანი ობიექტი, მათ შორის – ვასილკოვის სამხედრო აეროდრომი კიევიდან სამხრეთ-დასავლეთით, სადაც უკრაინის საჰაერო ძალების F-16-ის ტიპის გამანადგურებლებია განლაგებული.
Financial Times აღნიშნავს:
„რუსეთი ამჟამად უფრო სწრაფად აწარმოებს რაკეტებსა და დრონებს, ვიდრე მოიხმარს – აგროვებს რეზერვებსდა უკრაინის თავდაცვაზე ზეწოლას ზრდის“.
გერმანელი ანალიტიკოსი იულიან რეპკე მიიჩნევს, რომ რუსეთს შეუძლია, დღეში დაახლოებით 1000 ოპტიკურ-ბოჭკოვანი მართვის დრონი და 150 დამრტყმელი „გერანი“ გამოიყენოს.
ჟურნალი The Economist წერს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები რეგულარულად ახორციელებენ „ჯოჯოხეთურ იერიშებს“ უკრაინაზე და ღამის დრონული დარტყმებისას „გერანის“ ოჯახის 1000-მდე აპარატს იყენებენ.
რაც უნდა იყოს, უკრაინის „დრონული ესკალაციის“ გამწარებულ მცდელობებს აზრი აღარ აქვს. ნატოს ერთ-ერთი გავლენიანი სამხედრო პირის, გენერალ მიშელ იაკოვლევის (ყოფილი ნატოს გაერთიანებული ძალების შტაბის მეთაურის მოადგილის) თქმით: „უკრაინამ, როგორც სახელმწიფომ, სიცოცხლისუნარიანობა, ფაქტობრივად, დაკარგა “.
მომავალ ზაფხულს დასავლეთი და მისი კიეველი მარიონეტები – დამსახურებულად– ყველაზე უარესს ელიან. შესაძლებელია, საქმე უპირობო კაპიტულაციამდე მივიდეს. საერთაშორისო სამართალში ასეთი „მშვიდობის ფორმულაც“ არსებობს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე