https://sputnik-georgia.com/20250527/romeli-grantis-gacemas-ar-daschirdeba-mtavrobis-tanxmoba-293541131.html
რომელი საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში გაცემულ გრანტებს არ დასჭირდება მთავრობის თანხმობა
რომელი საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში გაცემულ გრანტებს არ დასჭირდება მთავრობის თანხმობა
Sputnik საქართველო
„გრანტების შესახებ“ კანონში ხელისუფლებას ისევ ცვლილებები შეაქვს. შესაბამისი კანონპროექტი ბიუროზე უკვე დაინიცირდა 27.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-27T19:27+0400
2025-05-27T19:27+0400
2025-05-27T19:26+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
კანონმდებლობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/04/287174893_0:3:881:498_1920x0_80_0_0_8aab3774712ec86ed15f727f4b5ba1b7.jpg
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. გრანტებთან დაკავშირებულ კანონში ცვლილებები კიდევ ერთხელ შედის, იუწყება „პირველი არხი". „გრანტების შესახებ“ კანონპროექტში დაგეგმილი ცვლილებები მმართველი პარტიის დეპუტატებმა მოამზადეს, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დაინიცირდა.კანონპროექტში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის, „ჰორიზონტი ევროპა“ (Horizon Europe) და ევროკავშირის პროგრამა „ერასმუს+"-ის (Erasmus+) ფარგლებში გაცემულ გრანტებს მთავრობის მხრიდან თანხმობა აღარ დასჭირდება.ახალი ინიციატივის თანახმად, მთავრობის თანხმობა საჭირო არ იქნება ასევე საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციისა და კომიტეტის მიერ გაცემულ გრანტებზე, საქართველოს ფარგლების გარეთ ზოგადი განათლებისა და უმაღლესი განათლების მიღებისა და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ ფინანსურ დახმარებაზე. მანამდე, პარლამენტმა „გრანტების შესახებ” კანონში შეიტანა ცვლილებები, რომლის მიხედვით, გრანტის გაცემისთვის აუცილებელია მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა. თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალულია.უნებართვო გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგი ანტიკორუფციულ ბიუროს დაევალა.როგორც ადრე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, გრანტის მიღებაზე მთავრობისგან თანხმობის საჭიროება შესაძლებელს გახდის გამოვლინდნენ ის არაკეთილსინდისიერი დონორები და ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავენ სიძულვილის გაღვივებას და ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევას. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დიდი ხანია ამტკიცებს, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) და ევროპის დემოკრატიის ფონდის მიერ (EED) გამოყოფილი თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკური პარტიების მართულ ფიქტიურ არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე ილექება. თებერვლის დასაწყისში, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ USAID-ის შემდეგ დაფინანსება შეუჩერა NED-ს, რომელიც მთელ მსოფლიოში "ფერადი რევოლუციების" ორგანიზატორად ითვლება. მანამდე აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ USAID-ის მიერ დაფინანსებულ პროგრამებს, მათ შორის NED-ს, არ ჰქონდათ არსებობის უფლება და არ იმსახურებდნენ ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა თანხებს. საქართველოს ხელისუფლება და არასამთავრობო ორგანიზაციები ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობა გაუარესდა. ხელისუფლება არაერთ მსხვილ არასამთავრობო ორგანიზაციას ადანაშაულებს უცხო სახელმწიფოების ინტერესების გატარებაში და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დაფინანსებაში. ამის თავიდან ასაცილებლად მიღებულ იქნა კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელიც მოითხოვს სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციას და ფინანსური დეკლარაციის შევსებას იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების მიერ, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყაროა "უცხოური ძალაა". ამჟამად რეესტრში 385 ორგანიზაცია არის რეგისტრირებული. გარდა ამისა, ანტიკორუფციულ ბიუროს მიენიჭა უფლება, აღიაროს არასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად და გააიგივოს მათი ანგარიშგება პოლიტიკური პარტიების ანგარიშგებასთან. რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების, დაკავებულების გათავისუფლებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აქტიური პროცესის გაგრძელების მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, საქართველოს ხელისუფლებამ არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით დამატებითი გადაწყვეტილებების მიღება დააანონსა. გადაწყვეტილებებს შორისაა სამთავრობო გადაწყვეტილებების მიღებაში სამოქალაქო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობის შესახებ ჩანაწერების ამოღება და "უცხოური აგენტების შესახებ" კანონის ამერიკული ვერსიის FARA-ს დამტკიცება, რომელიც მოითხოვს ფიზიკური პირების რეგისტრაციას და ასევე სისხლისსამართლებრივ სასჯელებსა და საქმიანობის შეზღუდვას კანონის პირობების შეუსრულებლობისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/04/287174893_106:0:773:500_1920x0_80_0_0_3d7ec84966c6e8874e8f8e06bb96f3d7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, კანონმდებლობა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, კანონმდებლობა, ახალი ამბები
რომელი საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში გაცემულ გრანტებს არ დასჭირდება მთავრობის თანხმობა
„გრანტების შესახებ“ კანონში ხელისუფლებას ისევ ცვლილებები შეაქვს. შესაბამისი კანონპროექტი ბიუროზე უკვე დაინიცირდა
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. გრანტებთან დაკავშირებულ კანონში ცვლილებები კიდევ ერთხელ შედის, იუწყება „პირველი არხი".
„გრანტების შესახებ“ კანონპროექტში დაგეგმილი ცვლილებები მმართველი პარტიის დეპუტატებმა მოამზადეს, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დაინიცირდა.
კანონპროექტში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის, „ჰორიზონტი ევროპა“ (Horizon Europe) და ევროკავშირის პროგრამა „ერასმუს+"-ის (Erasmus+) ფარგლებში გაცემულ გრანტებს მთავრობის მხრიდან თანხმობა აღარ დასჭირდება.
„საქართველო ახორციელებს აღნიშნული პროგრამების განხორციელებისთვის გარკვეულ კონტრიბუციას ფულადი შენატანების სახით, ამავე პროგრამების ფარგლებში გაცემული გრანტები ნაკლები რისკის შემცველად შეიძლება ჩაითვალოს სუვერენიტეტის შელახვის, პოლიტიკური ინტერვენციის ან უსაფრთხოების რისკების თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, ამ პროგრამებზე მიზანშეწონილია საგამონაკლისო წესის გავრცელება“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ახალი ინიციატივის თანახმად, მთავრობის თანხმობა საჭირო არ იქნება ასევე საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციისა და კომიტეტის მიერ გაცემულ გრანტებზე, საქართველოს ფარგლების გარეთ ზოგადი განათლებისა და უმაღლესი განათლების მიღებისა და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ ფინანსურ დახმარებაზე.
მანამდე, პარლამენტმა „გრანტების შესახებ” კანონში შეიტანა ცვლილებები, რომლის მიხედვით, გრანტის გაცემისთვის აუცილებელია მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა. თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალულია.
უნებართვო გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგი ანტიკორუფციულ ბიუროს დაევალა.
როგორც ადრე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, გრანტის მიღებაზე მთავრობისგან თანხმობის საჭიროება შესაძლებელს გახდის გამოვლინდნენ ის არაკეთილსინდისიერი დონორები და ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავენ სიძულვილის გაღვივებას და ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევას.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დიდი ხანია ამტკიცებს, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) და ევროპის დემოკრატიის ფონდის მიერ (EED) გამოყოფილი თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკური პარტიების მართულ ფიქტიურ არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე ილექება.
თებერვლის დასაწყისში, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ USAID-ის შემდეგ დაფინანსება შეუჩერა NED-ს, რომელიც მთელ მსოფლიოში "ფერადი რევოლუციების" ორგანიზატორად ითვლება. მანამდე აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ USAID-ის მიერ დაფინანსებულ პროგრამებს, მათ შორის NED-ს, არ ჰქონდათ არსებობის უფლება და არ იმსახურებდნენ ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა თანხებს.
საქართველოს ხელისუფლება და არასამთავრობო ორგანიზაციები
ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობა გაუარესდა. ხელისუფლება არაერთ მსხვილ არასამთავრობო ორგანიზაციას ადანაშაულებს უცხო სახელმწიფოების ინტერესების გატარებაში და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დაფინანსებაში.
ამის თავიდან ასაცილებლად მიღებულ იქნა კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელიც მოითხოვს სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციას და ფინანსური დეკლარაციის შევსებას იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების მიერ, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყაროა "უცხოური ძალაა". ამჟამად რეესტრში 385 ორგანიზაცია არის რეგისტრირებული.
გარდა ამისა, ანტიკორუფციულ ბიუროს მიენიჭა უფლება, აღიაროს არასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად და გააიგივოს მათი ანგარიშგება პოლიტიკური პარტიების ანგარიშგებასთან.
რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების, დაკავებულების გათავისუფლებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აქტიური პროცესის გაგრძელების მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, საქართველოს ხელისუფლებამ არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით დამატებითი გადაწყვეტილებების მიღება დააანონსა.
გადაწყვეტილებებს შორისაა სამთავრობო გადაწყვეტილებების მიღებაში სამოქალაქო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობის შესახებ ჩანაწერების ამოღება და "უცხოური აგენტების შესახებ" კანონის ამერიკული ვერსიის FARA-ს დამტკიცება, რომელიც მოითხოვს ფიზიკური პირების რეგისტრაციას და ასევე სისხლისსამართლებრივ სასჯელებსა და საქმიანობის შეზღუდვას კანონის პირობების შეუსრულებლობისთვის.