https://sputnik-georgia.com/20250527/rogor-sheicvala-pasebi-samrewvelo-produqciaze-293536315.html
როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე – ახალი სტატისტიკა
როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე – ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
2025 წლის აპრილში, მარტთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,4%-ით გაიზარდა 27.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-27T11:00+0400
2025-05-27T11:00+0400
2025-05-27T11:00+0400
საქართველო
საქსტატი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/02/290168001_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_7b4be1cea198c00cde1e900b4528cec2.jpg
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2025 წლის აპრილში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,1%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 3,8%-ით, მათ შორის ფასები სურსათზე გაიზარდა – 6,4%–ით, ხოლო სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები გაიზარდა 15%-ით.2025 წლის აპრილში, მარტთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,4%-ით გაიზარდა.ადგილობრივი წარმოებაფასები შიდა ბაზრისთვის გათვლილ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე აპრილში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5%-ით გაიზარდა.ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 0,2%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში - 4,7%-ით.ექსპორტი და იმპორტიექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი აპრილში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4,8%-ით გაიზარდა.სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 19,8%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 2,3%-ით, მათ შორის სასმელებზე - 6,4%-ით.საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 3%-ით გაიზარდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 4,4%-ით გაძვირდა.სამომხმარებლო ფასებიწლიური ინფლაციის დონემ 2025 წლის აპრილში 3,5% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). მიმდინარე წლის აპრილში, მარტთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,2% შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/02/290168001_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_bd6066ae26fb93b37ed0fa78c523fdd9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე – ახალი სტატისტიკა
2025 წლის აპრილში, მარტთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,4%-ით გაიზარდა
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2025 წლის აპრილში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,1%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 3,8%-ით, მათ შორის ფასები სურსათზე გაიზარდა – 6,4%–ით, ხოლო სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები გაიზარდა 15%-ით.
2025 წლის აპრილში, მარტთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,4%-ით გაიზარდა.
ფასები შიდა ბაზრისთვის გათვლილ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე აპრილში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5%-ით გაიზარდა.
ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 0,2%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში - 4,7%-ით.
ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი აპრილში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4,8%-ით გაიზარდა.
სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 19,8%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 2,3%-ით, მათ შორის სასმელებზე - 6,4%-ით.
საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 3%-ით გაიზარდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 4,4%-ით გაძვირდა.
წლიური ინფლაციის დონემ 2025 წლის აპრილში 3,5% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). მიმდინარე წლის აპრილში, მარტთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,2% შეადგინა.