https://sputnik-georgia.com/20250527/rkinigzit-satvirto-gadazidvebi-shemcirda-293538428.html
რკინიგზით სატვირთო გადაზიდვები შემცირდა - ახალი მონაცემები
რკინიგზით სატვირთო გადაზიდვები შემცირდა - ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საერთაშორისო გადაზიდვების რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის მოცულობის 25,9% ქვეყნიდან გატანილ ტვირთზე მოდის 27.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-27T13:50+0400
2025-05-27T13:50+0400
2025-05-27T13:50+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს რკინიგზა
საქსტატი
სტატისტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/11/281445696_0:103:1280:823_1920x0_80_0_0_987861f629b3d3fcf5d86f7198d10eed.jpg
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. რკინიგზით სატვირთო გადაზიდვების მოცულობა 2025 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6,8%-ით შემცირდა და 3 მლნ ტონა შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.„საქსტატის" ცნობით, აღნიშნული მოცულობიდან 8,4% მოდის ადგილობრივ გადაზიდვებზე, 33,6% საერთაშორისო გადაზიდვებზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო - 58% ტრანზიტზე.გარდა ამისა, რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 51% გამოგზავნილია რუსეთიდან, 23,2% – აზერბაიჯანიდან. თითოეული სხვა გამოგზავნი ქვეყნის წილმა შეადგინა 10%-ზე ნაკლები (სულ 25,8%).ტვირთების ყველაზე დიდი მოცულობა გატანილია რუსეთში (12,8%), სომხეთში (9,1%) და ყაზახეთში (8%).ტრანზიტი„საქსტატის“ მონაცემებით, ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 13,2% გადაზიდულია თურქეთში, 9,7% – ნიდერლანდში, 5,3% - უკრაინაში, 3,8% - ჩინეთში, 3,3% - რუმინეთში, 2,5% – იტალიაში და 0,8% - აშშ-ში.აღნიშნულ პერიოდში ტრანზიტული ტვირთების 3,3%-ის გამომგზავნი ქვეყანა ბრაზილიაა, 2,3%-ის – თურქეთი და 2,2%-ის – საბერძნეთი. რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 34,5% მოდის კოქსზე და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებზე, 20,6% - ქიმიკატებზე, ქიმიურ პროდუქტებსა და ხელოვნურ ბოჭკოზე, რეზინის და პლასტმასის ნაწარმზე, 17,8% - მეტალის მადანსა და სამთო-მომპოვებელი მრეწველობის სხვა ნედლეულზე.რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (49,3%), სხვა არალითონური მინერალური პროდუქტები (18,5%), ძირითადი ლითონები (7,1%), ლითონის მადანი და სამთო მრეწველობისა და კარიერების სხვა პროდუქტები (6,6%), ქვანახშირი და ლიგნიტი, ნედლი ნავთობი და ბუნებრივი აირი (5,8%), სოფლის მეურნეობის, ნადირობისა და სატყეო მეურნეობის პროდუქცია (5,1%), ასევე ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (3,2%) ძირითადად რკინიგზით შემოჰქონდათ.ამასთან, ექსპორტირებულია ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (42,1%), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (29,1%), ლითონის მადნები და სამთო მრეწველობისა და კარიერების სხვა პროდუქტები (11,4%), ასევე ძირითადი ლითონები (6,7%).სამგზავრო გადაზიდვები2025 წლის იანვარ-მარტში რკინიგზის მომსახურებით 348,8 ათასმა მგზავრმა ისარგებლა, რაც 25,1%-ით ნაკლებია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობა 24,2%-ით შემცირდა და 79,3მლნ მგზავრი/კილომეტრი შეადგინა.ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 2 მლნ მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 98,6%-ს შეადგენს და 8,6%-ით ნაკლებია 2023 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 3 ათასი მგზავრი, რაც 21,8%-ით ნაკლებია 2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 61% შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 39%.2025 წლის იანვარ-მარტში სხვა მოსაზღვრე ქვეყნების მიმართულებით სამგზავრო გადაზიდვები არ განხორციელებულა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/11/281445696_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_ad1b9254a8b1faf856dba1f8d1e00cf0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს რკინიგზა, საქსტატი, სტატისტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს რკინიგზა, საქსტატი, სტატისტიკა, ახალი ამბები
რკინიგზით სატვირთო გადაზიდვები შემცირდა - ახალი მონაცემები
მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საერთაშორისო გადაზიდვების რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის მოცულობის 25,9% ქვეყნიდან გატანილ ტვირთზე მოდის
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. რკინიგზით სატვირთო გადაზიდვების მოცულობა 2025 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6,8%-ით შემცირდა და 3 მლნ ტონა შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
„საქსტატის" ცნობით, აღნიშნული მოცულობიდან 8,4% მოდის ადგილობრივ გადაზიდვებზე, 33,6% საერთაშორისო გადაზიდვებზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო - 58% ტრანზიტზე.
მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საერთაშორისო გადაზიდვების რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის მოცულობის 25,9% ქვეყნიდან გატანილ ტვირთზე მოდის, ხოლო 74,1% - ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე.
გარდა ამისა, რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 51% გამოგზავნილია რუსეთიდან, 23,2% – აზერბაიჯანიდან. თითოეული სხვა გამოგზავნი ქვეყნის წილმა შეადგინა 10%-ზე ნაკლები (სულ 25,8%).
ტვირთების ყველაზე დიდი მოცულობა გატანილია რუსეთში (12,8%), სომხეთში (9,1%) და ყაზახეთში (8%).
„საქსტატის“ მონაცემებით, ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 13,2% გადაზიდულია თურქეთში, 9,7% – ნიდერლანდში, 5,3% - უკრაინაში, 3,8% - ჩინეთში, 3,3% - რუმინეთში, 2,5% – იტალიაში და 0,8% - აშშ-ში.
აღნიშნულ პერიოდში ტრანზიტული ტვირთების 3,3%-ის გამომგზავნი ქვეყანა ბრაზილიაა, 2,3%-ის – თურქეთი და 2,2%-ის – საბერძნეთი.
რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 34,5% მოდის კოქსზე და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებზე, 20,6% - ქიმიკატებზე, ქიმიურ პროდუქტებსა და ხელოვნურ ბოჭკოზე, რეზინის და პლასტმასის ნაწარმზე, 17,8% - მეტალის მადანსა და სამთო-მომპოვებელი მრეწველობის სხვა ნედლეულზე.
სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განაწილება შიდა გადაზიდვებზე განსხვავებულია: 55,3% მოდის ლითონის მადანზე და სამთომომპოვებელი მრეწველობის სხვა ნედლეულზე, 27,1% - კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები, 7,4% კი სატრანსპორტო აღჭურვილობაზე.
რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (49,3%), სხვა არალითონური მინერალური პროდუქტები (18,5%), ძირითადი ლითონები (7,1%), ლითონის მადანი და სამთო მრეწველობისა და კარიერების სხვა პროდუქტები (6,6%), ქვანახშირი და ლიგნიტი, ნედლი ნავთობი და ბუნებრივი აირი (5,8%), სოფლის მეურნეობის, ნადირობისა და სატყეო მეურნეობის პროდუქცია (5,1%), ასევე ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (3,2%) ძირითადად რკინიგზით შემოჰქონდათ.
ამასთან, ექსპორტირებულია ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (42,1%), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (29,1%), ლითონის მადნები და სამთო მრეწველობისა და კარიერების სხვა პროდუქტები (11,4%), ასევე ძირითადი ლითონები (6,7%).
2025 წლის იანვარ-მარტში რკინიგზის მომსახურებით 348,8 ათასმა მგზავრმა ისარგებლა, რაც 25,1%-ით ნაკლებია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობა 24,2%-ით შემცირდა და 79,3მლნ მგზავრი/კილომეტრი შეადგინა.
ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 2 მლნ მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 98,6%-ს შეადგენს და 8,6%-ით ნაკლებია 2023 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
სტატისტიკის თანახმად, ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 345,38 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 99,1%-ს შეადგენს და 25,2%-ით ნაკლებია გასული წლის საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.
საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 3 ათასი მგზავრი, რაც 21,8%-ით ნაკლებია 2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 61% შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 39%.
2025 წლის იანვარ-მარტში სხვა მოსაზღვრე ქვეყნების მიმართულებით სამგზავრო გადაზიდვები არ განხორციელებულა.