რომელი ქვეყნის ნაყინია ქართულ მარკეტებში ყველაზე მეტი

© photo: Sputnik / Artem Zhitenev / გადასვლა მედიაბანკშინაყინის ფესტივალი
ნაყინის ფესტივალი - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2025
გამოწერა
საქართველოში ნაყინის იმპორტი გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ქვეყანამ ყველაზე მეტი ნაყინი უკრაინიდან შემოიტანა.
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. 2025 წლის იანვარ-აპრილში ქვეყანაში 339,6 ტონა ნაყინი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 29%-ით მეტია, იუწყება მედიაპლატფორმა BMG.
ოთხ თვეში საქართველომ 1,7 მლნ აშშ დოლარის ნაყინი იყიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 25,3%-ით აღემატება.
მედიის ცნობით, წელს ერთი კილოგრამი იმპორტირებული ნაყინის ფასი 5,26 დოლარი იყო, გასული წელს კი მისი შეძენა 5,43 დოლარად იყო შესაძლებელი.
საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ნაყინი საქართველომ უკრაინისგან შეიძინა - 94,4 ტონა; ყველაზე ცოტა კი სომხეთიდან -27,7 ტონა.
ნაყინის იმპორტიორი TOP-5 ქვეყანა
უკრაინა: 94,4 ტონა - 407,5 ათასი დოლარი
თურქეთი: 78 ტონა - 569,1 ათასი დოლარი
საფრანგეთი: 44,3 ტონა - 162,2 ათასი დოლარი
რუსეთი: 31,5 ტონა - 176,6 ათასი დოლარი
სომხეთი: 27,7 ტონა - 91,8 ათასი დოლარი.
რაც შეეხება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, 2024 წლის პირველ ოთხ თვეში ქვეყანაში 1,424 მლნ დოლარის ღირებულების 263 ტონა ნაყინი იყო შემოტანილი. აქედან ყველაზე მეტი ნაყინი ქართველმა იმპორტიორებმა გაერთიანებული სამეფოდან ( 6,7 ტონა - 117,9 ათასი დოლარი), ყველაზე ცოტა კი რუსეთიდან (18,2 ტონა - 91,8 ათასი დოლარი) შემოიტანეს.
ყველა ახალი ამბავი
0