https://sputnik-georgia.com/20250527/kobaxidze-diasporaze-zrunva-konstituciur-valdebulebad-gamocxadda-293537819.html
კობახიძე: დიასპორაზე ზრუნვა 2017 წელს ჩვენს კონსტიტუციურ ვალდებულებად გამოცხადდა
კობახიძე: დიასპორაზე ზრუნვა 2017 წელს ჩვენს კონსტიტუციურ ვალდებულებად გამოცხადდა
Sputnik საქართველო
დიასპორის ფორუმი ყოველწლიურად იმართება და მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემულეებთან თანამშრომლობის გაღრმავებას. 27.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-27T13:00+0400
2025-05-27T13:00+0400
2025-05-27T13:00+0400
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1e/291603775_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_3129ec5b326ba9e06912cfbac5bf809a.jpg
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. დიასპორაზე ზრუნვა 2017 წელს სახელმწიფოს კონსტიტუციურ ვალდებულებად გამოცხადდა, რაც კონსტიტუციურ პრაქტიკაში არის ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი შემთხვევა და რომლითაც შეგვიძლია ვიამაყოთ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. 27 მაისი ქართული დიასპორის დღეა, რომელიც საქართველოში 2008 წლიდან აღინიშნება. დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი - „დიასპორა სამშობლოსთვის-ტრადიცია, ერთიანობა, განვითარება" იმართება. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ახორციელებს მრავალ პროექტს, რომელიც კონსტიტუციური ვალდებულების შესრულებისკენ არის მიმართული. დიასპორის ფორუმს ესწრებიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი პირები, საპატრიარქოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები. ღონისძიების ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან. ასევე საკვირაო სკოლების მასწავლებლებს პროფესიული განვითარების კურსის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატებს გადასცემენ. დიასპორის ფორუმი ყოველწლიურად იმართება და მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემულეებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, სამშობლოსთან მათი კავშირის უზრუნველყოფას, მათ აქტიურ ჩართულობას ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში და დიასპორის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1e/291603775_85:0:1986:1426_1920x0_80_0_0_601a5a95bde0ad812f9b639b88ab09bd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
კობახიძე: დიასპორაზე ზრუნვა 2017 წელს ჩვენს კონსტიტუციურ ვალდებულებად გამოცხადდა
დიასპორის ფორუმი ყოველწლიურად იმართება და მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემულეებთან თანამშრომლობის გაღრმავებას.
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. დიასპორაზე ზრუნვა 2017 წელს სახელმწიფოს კონსტიტუციურ ვალდებულებად გამოცხადდა, რაც კონსტიტუციურ პრაქტიკაში არის ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი შემთხვევა და რომლითაც შეგვიძლია ვიამაყოთ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
27 მაისი ქართული დიასპორის დღეა, რომელიც საქართველოში 2008 წლიდან აღინიშნება. დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი - „დიასპორა სამშობლოსთვის-ტრადიცია, ერთიანობა, განვითარება" იმართება.
„ეს დღე ეძღვნება ასი ათასობით ქართველს, რომელსაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ უწევს დღეს ცხოვრება და მოღვაწეობა. ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენ თანამემამულეებთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნება საქართველოს ხელისუფლების და თითოეული ჩვენგანის განსაკუთრებული ვალია“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ახორციელებს მრავალ პროექტს, რომელიც კონსტიტუციური ვალდებულების შესრულებისკენ არის მიმართული.
„ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება, სადაც მას ცხოვრების სათანადო პირობები და ღირსეული სამსახური უნდა დავახვედროთ “, – აღნიშნა პრემიერმა.
დიასპორის ფორუმს ესწრებიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი პირები, საპატრიარქოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
ღონისძიების ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან. ასევე საკვირაო სკოლების მასწავლებლებს პროფესიული განვითარების კურსის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატებს გადასცემენ.
დიასპორის ფორუმი ყოველწლიურად იმართება და მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემულეებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, სამშობლოსთან მათი კავშირის უზრუნველყოფას, მათ აქტიურ ჩართულობას ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში და დიასპორის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას.