https://sputnik-georgia.com/20250527/dazvervis-samsaxuri-suss-daeqvemdebareba-293542170.html
დაზვერვის სამსახური სუს-ს დაექვემდებარება: პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
დაზვერვის სამსახური სუს-ს დაექვემდებარება: პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
Sputnik საქართველო
დაზვერვის სამსახური ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოდ ჩამოყალიბდება და სუსს დაექვემდებარება 27.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-27T17:26+0400
2025-05-27T17:26+0400
2025-05-27T17:26+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
კანონმდებლობა
ახალი ამბები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0b/250315492_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_2c188e83c6313e4d10fc2923fbe3db0b.jpg
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით, 87 ხმით მიიღო კანონპროექტი, რომლის ამოქმედების შედეგად დაზვერვის სამსახური, როგორც დამოუკიდებელი სტრუქტურის გაუქმდება და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) დაქვემდებარებაში გადავა. საქართველოს დაზვერვის სამსახური, როგორც დამოუკიდებელი უწყება, 1997 წლის 19 სექტემბერს შეიქმნა. 2013 წლამდე დაზვერვის სამსახური უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტის დაქვემდებარებაში იყო, 2013 წლიდან კი იგი აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების სააგენტოდ გადაკეთდა, რომელსაც უშუალოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. კანონპროექტის მიხედვით, დაზვერვის სამსახური სუს-ის საქვეუწყებო დაწესებულებად - ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოდ ჩამოყალიბდება. ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს უფროსსა და მის მოადგილეს თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. ეროვნული სადაზვერვო სააგენტო ანგარიშვალდებული უსაფრთხოების სამსახურის უფროსის წინაშე იქნება და მის ზედამხედველობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი განახორციელებს. რას შეეხება საპარლამენტო კონტროლს, მას საკანონმდებლო ორგანო შემდეგი მეთოდებით განახორციელებს - ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ასახული იქნება სუს-ის უფროსის ყოველწლიურ ანგარიშში და პარლამენტს ეს ანგარიში ყოველ წელს, არაუგვიანეს 15 აპრილს წარედგინება. კანონპროექტის ავტორების - მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატების თქმით, ცვლილებები ხელს შეუწყობს ამ სამსახურებს შორის საქმიანობის კოორდინაციას და გაზრდის მათი ფუნქციების, ამოცანებისა და საქმიანობის ეფექტურობას. კანონპროექტი ძალაში 2025 წლის 1-ელ ივლისს შევა, მას შემდეგ, რაც პარლამენტი მას სამი მოსმენით მიიღებს და საქართველოს პრეზიდენტმა მოაწერს ხელს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0b/250315492_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_aefb2368d99db8406a2e626195d377f4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში
დაზვერვის სამსახური სუს-ს დაექვემდებარება: პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
დაზვერვის სამსახური ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოდ ჩამოყალიბდება და სუსს დაექვემდებარება
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით, 87 ხმით მიიღო კანონპროექტი, რომლის ამოქმედების შედეგად დაზვერვის სამსახური, როგორც დამოუკიდებელი სტრუქტურის გაუქმდება და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) დაქვემდებარებაში გადავა.
საქართველოს დაზვერვის სამსახური, როგორც დამოუკიდებელი უწყება, 1997 წლის 19 სექტემბერს შეიქმნა. 2013 წლამდე დაზვერვის სამსახური უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტის დაქვემდებარებაში იყო, 2013 წლიდან კი იგი აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების სააგენტოდ გადაკეთდა, რომელსაც უშუალოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.
კანონპროექტის მიხედვით, დაზვერვის სამსახური სუს-ის საქვეუწყებო დაწესებულებად - ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოდ ჩამოყალიბდება.
ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს უფროსსა და მის მოადგილეს თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.
ეროვნული სადაზვერვო სააგენტო ანგარიშვალდებული უსაფრთხოების სამსახურის უფროსის წინაშე იქნება და მის ზედამხედველობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი განახორციელებს.
რას შეეხება საპარლამენტო კონტროლს, მას საკანონმდებლო ორგანო შემდეგი მეთოდებით განახორციელებს - ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ასახული იქნება სუს-ის უფროსის ყოველწლიურ ანგარიშში და პარლამენტს ეს ანგარიში ყოველ წელს, არაუგვიანეს 15 აპრილს წარედგინება.
კანონპროექტის ავტორების - მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატების თქმით, ცვლილებები ხელს შეუწყობს ამ სამსახურებს შორის საქმიანობის კოორდინაციას და გაზრდის მათი ფუნქციების, ამოცანებისა და საქმიანობის ეფექტურობას.
კანონპროექტი ძალაში 2025 წლის 1-ელ ივლისს შევა, მას შემდეგ, რაც პარლამენტი მას სამი მოსმენით მიიღებს და საქართველოს პრეზიდენტმა მოაწერს ხელს.