https://sputnik-georgia.com/20250527/basilashvilma-rolan-garosze-gamosvla-daasrula-293545885.html
ბასილაშვილმა „როლან გაროსზე" გამოსვლა დაასრულა
ბასილაშვილმა „როლან გაროსზე" გამოსვლა დაასრულა
Sputnik საქართველო
ამ მომენტისთვის ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 133-ე ადგილზეა. 27.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-27T21:58+0400
2025-05-27T21:58+0400
2025-05-27T21:58+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1a/252422426_0:85:3071:1812_1920x0_80_0_0_1e9735c624000d2ded14232e5bf48981.jpg
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩოგბურთში წლის რიგით მეორე დიდი სლემის ტურნირზე - „როლან გაროსზე" ასპარეზობა დაასრულა.საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი წარმატებული მატჩის შემდეგ, ქართველმა ჩოგბურთელმა ძირითადი ეტაპის პირველი რაუნდის შეხვედრა პორტუგალიელ ჰენრიკე როშასთან დაძაბულ ხუთსეტიან ბრძოლაში დათმო – 6:7, 6:2, 6:7, 6:2, 2:6.ამ მომენტისთვის ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 133-ე ადგილზეა.2023 წლის გაზაფხულზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა ხელის ტრავმა მიიღო, ზაფხულში მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა და კორტზე დაბრუნება მან ოქტომბერში შეძლო. 2023 წლის ნოემბრიდან ყველაზე ცნობილმა ქართველმა ჩოგბურთელმა საქართველოს პირველი ჩოგნის სტატუსი დაკარგა. მისი ადგილი 22 წლის საბა ფურცელაძემ დაიკავა.ჩოგბურთელმა 2024 წელი მსოფლიო კლასიფიკაციაში 210-ე ადგილზე დაასრულა და 2025 წლის პირველ სლემის ტურნირზე საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობის უფლებაც მიიღო. ძირითად ბადეში მოსახვედრად მას სამი მატჩის მოგება დასჭირდა.მსოფლიო რეიტინგში ბასილაშვილის საუკეთესო შედეგი მე-16 ადგილი იყო, მას ATP-ის ხუთი ტურნირი აქვს მოგებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1a/252422426_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_82ff037d557d34430568bd9e8e07f183.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ბასილაშვილმა „როლან გაროსზე" გამოსვლა დაასრულა
ამ მომენტისთვის ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 133-ე ადგილზეა.
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩოგბურთში წლის რიგით მეორე დიდი სლემის ტურნირზე - „როლან გაროსზე" ასპარეზობა დაასრულა.
საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი წარმატებული მატჩის შემდეგ, ქართველმა ჩოგბურთელმა ძირითადი ეტაპის პირველი რაუნდის შეხვედრა პორტუგალიელ ჰენრიკე როშასთან დაძაბულ ხუთსეტიან ბრძოლაში დათმო – 6:7, 6:2, 6:7, 6:2, 2:6.
ამ მომენტისთვის ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 133-ე ადგილზეა.
2023 წლის გაზაფხულზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა ხელის ტრავმა მიიღო, ზაფხულში მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა და კორტზე დაბრუნება მან ოქტომბერში შეძლო. 2023 წლის ნოემბრიდან ყველაზე ცნობილმა ქართველმა ჩოგბურთელმა საქართველოს პირველი ჩოგნის სტატუსი დაკარგა. მისი ადგილი 22 წლის საბა ფურცელაძემ დაიკავა.
ჩოგბურთელმა 2024 წელი მსოფლიო კლასიფიკაციაში 210-ე ადგილზე დაასრულა და 2025 წლის პირველ სლემის ტურნირზე საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობის უფლებაც მიიღო. ძირითად ბადეში მოსახვედრად მას სამი მატჩის მოგება დასჭირდა.
მსოფლიო რეიტინგში ბასილაშვილის საუკეთესო შედეგი მე-16 ადგილი იყო, მას ATP-ის ხუთი ტურნირი აქვს მოგებული.