https://sputnik-georgia.com/20250526/zaralis-shesaxeb-cru-shetkobinebistvis-permerebs-daajarimeben-293530518.html
ზარალის შესახებ ცრუ შეტყობინებისთვის ფერმერებს დააჯარიმებენ
ზარალის შესახებ ცრუ შეტყობინებისთვის ფერმერებს დააჯარიმებენ
Sputnik საქართველო
ფერმერის სადაზღვევო ლიმიტი თითოეული ასეთი ცრუ შეტყობინებისთვის შემცირდება 5%-ით 26.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-26T19:39+0400
2025-05-26T19:39+0400
2025-05-26T19:39+0400
საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/12/289951094_0:106:2049:1258_1920x0_80_0_0_bfb4be3092ea3b172d95ddbeab6bf88d.jpg
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე ფერმერებს ზარალის შესახებ ცრუ ინფორმაციისთვის დააჯარიმებენ, შესაბამისი ცვლილებები სახელმწიფო პროგრამაში შევიდა.აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წლიდან ფერმერებს სთავაზობს სეტყვისგან, წყალდიდობის, ქარიშხლის, შემოდგომის ყინვისგან ნათესების დაზღვევას შეღავათიან ფასად. ამასთან, ფერმერები დაზღვევის მთლიანი ღირებულების მხოლოდ 30%-ს იხდიან. „აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ცრუ შეტყობინებად აღქმული იქნება ზიანის განზრახ გამოცხადება, რომელიც შეიცავს ცრუ ინფორმაციას და მიზნად ისახავს თანხების მოპოვებას.ცვლილებების თანახმად, ფერმერის სადაზღვევო ლიმიტი თითოეული ასეთი ცრუ შეტყობინებისთვის შემცირდება 5%-ით, თვეში - არაუმეტეს 10%-ით.პროგრამის დეტალებიპროგრამა 2014 წლიდან აქტიურად მუშაობს და მუდმივად იხვეწება. აგროდაზღვევა ხელმისაწვდომია აგრობიზნესით დაინტერესებული ყველა პირისა და ფერმერისთვის.აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო პოლისი ფარავს ისეთ სადაზღვევო რისკებს, როგორებიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის - 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში).თითოეული დამზღვევი სადაზღვევო პოლისის პრემიის 70%-იან თანადაფინანსებას იღებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე. ამასთან, ერთდროულად შესაძლებელია როგორც მარცვლეულის, ისე სხვა კულტურების დაზღვევა.აგროდაზღვევის პროგრამის გაჩენით, დაზღვევა იმ ფერმერებისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი, ვისაც მცირე მეურნეობა აქვთ და ყველაზე მეტად სჭირდებოდა სახელმწიფო თანადგომა.თითოეული კულტურისთვის დადგენილია დაზღვევის ტარიფის ლიმიტები, სტანდარტული ფასები და მოსავლიანობის სტანდარტები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/12/289951094_114:0:1933:1364_1920x0_80_0_0_278fb3a2c8de568666896cc913ad60af.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საზოგადოება, ახალი ამბები
ზარალის შესახებ ცრუ შეტყობინებისთვის ფერმერებს დააჯარიმებენ
ფერმერის სადაზღვევო ლიმიტი თითოეული ასეთი ცრუ შეტყობინებისთვის შემცირდება 5%-ით
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე ფერმერებს ზარალის შესახებ ცრუ ინფორმაციისთვის დააჯარიმებენ, შესაბამისი ცვლილებები სახელმწიფო პროგრამაში შევიდა.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წლიდან ფერმერებს სთავაზობს სეტყვისგან, წყალდიდობის, ქარიშხლის, შემოდგომის ყინვისგან ნათესების დაზღვევას შეღავათიან ფასად. ამასთან, ფერმერები დაზღვევის მთლიანი ღირებულების მხოლოდ 30%-ს იხდიან.
„აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ცრუ შეტყობინებად აღქმული იქნება ზიანის განზრახ გამოცხადება, რომელიც შეიცავს ცრუ ინფორმაციას და მიზნად ისახავს თანხების მოპოვებას.
ცვლილებების თანახმად, ფერმერის სადაზღვევო ლიმიტი თითოეული ასეთი ცრუ შეტყობინებისთვის შემცირდება 5%-ით, თვეში - არაუმეტეს 10%-ით.
პროგრამა 2014 წლიდან აქტიურად მუშაობს და მუდმივად იხვეწება. აგროდაზღვევა ხელმისაწვდომია აგრობიზნესით დაინტერესებული ყველა პირისა და ფერმერისთვის.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო პოლისი ფარავს ისეთ სადაზღვევო რისკებს, როგორებიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის - 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში).
თითოეული დამზღვევი სადაზღვევო პოლისის პრემიის 70%-იან თანადაფინანსებას იღებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე. ამასთან, ერთდროულად შესაძლებელია როგორც მარცვლეულის, ისე სხვა კულტურების დაზღვევა.
აგროდაზღვევის პროგრამის გაჩენით, დაზღვევა იმ ფერმერებისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი, ვისაც მცირე მეურნეობა აქვთ და ყველაზე მეტად სჭირდებოდა სახელმწიფო თანადგომა.
თითოეული კულტურისთვის დადგენილია დაზღვევის ტარიფის ლიმიტები, სტანდარტული ფასები და მოსავლიანობის სტანდარტები.