„ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას“ - სახელმწიფო ჰიმნი ქვეყნის მასშტაბით შესრულდა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს დროშა და გერბი
საქართველოს დროშა და გერბი - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2025
გამოწერა
საქართველო 2025 წელს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის 34-ე წლისთავს აღნიშნავს
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი „თავისუფლება“ დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, ქვეყნის მასშტაბით 17:10 საათზე შესრულდა.
თბილისში, საქართველო დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 17:10 საათზე საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ეზოში სახელმწიფო ჰიმნი „ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას!" აჟღერდა - ჰიმნი რამდენიმე ანსამბლმა შეასრულა.
107 წლის წინ, ზუსტად 17:10 საათზე, ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. სწორედ ამ დროს, ქვეყნის მასშტაბით, ტრადიციულად, საქართველოს ჰიმნი სრულდება.
ეროვნული დღესასწაული დედაქალაქსა და მთელ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება. მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები წელს საქართველოს 21 ქალაქში იმართება.
ეროვნულ დღესასწაულზე სამხედრო ფიცი 700-მდე წვევამდელმა დადო. ფიცის დადების ცერემონია დედაქალაქის გარდა, კიდევ 5 ისტორიულ ადგილას გაიმართა.
დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მთავარი დღესასწაულია. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორ-ნახევარი წელი იარსება.
საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს აღიდგინა. შესაბამისი აქტი რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 9 აპრილს ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე მიიღო.
ყველა ახალი ამბავი
0