https://sputnik-georgia.com/20250526/saqartvelos-droshis-ferebshi-ganatebuli-girsshesanishnaobebi-293504634.html
საქართველოს დროშის ფერებში განათებული მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები
საქართველოს დროშის ფერებში განათებული მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები
Sputnik საქართველო
დღეს თემატური ღონისძიებები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაიმართება. 26.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-26T12:12+0400
2025-05-26T12:12+0400
2025-05-26T12:12+0400
საქართველო
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/08/284791935_0:122:1280:842_1920x0_80_0_0_79b0eb3d807a56e4570314762eb9400d.jpg
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება, ღონისძიებები ორგანიზებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უცხოეთში ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ.საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს აღნიშნავს. საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად, საქართველოს დროშის ფერებში განათა მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები.საქართველოს დროშის ფერებში განათდა ანკარაში „ტყუპებად" წოდებული თურქეთის პალატებისა და ბირჟების გაერთიანების TOBB შენობა . თეთრ და წითელ ფერებში განათდა სტამბოლში 15 ივლისის მოწამეთა ხიდიც. საქართველოს დროშის ფერებში განათდა კვიპროსის ქალაქ ნიქოზიას მუნიციპალიტეტის ძველი მერიის შენობის ფასადი. ასევე ნიქოზიაში არსებული ცენტრალური პარკი, რომელიც ცნობილი არქიტექტორის ZAHA HADIDI-ს მიერ არის დაპროექტებული. გარდა ამისა, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს დროშის ფერებში განათდა ბაქოს ოლიმპიური სტადიონი. თეთრ და წითელ ფერებში გაანათეს უძველესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი „ქათაბ მინარი" დელიში. უნიკალური, მე-12 საუკუნეში აგებული ძეგლი მსოფლიოში ყველაზე მაღალი აგურის მინარეთია. ხორვატიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ზაგრების ცენტრალური შადრევნები საქართველოს დროშის ფერებში განათდა. საქართველოს დროში ფერებში გაანათეს სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეს წმინდა ურბანის სახელობის სამრეკლო კოშკიც. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ესპანეთში, ქალაქ სევილიის უძველეს ნაწილში არსებული ალკასარის ისტორიული ციხე-სიმაგრე საქართველოს დროშის ფერებში განათდა. ეროვნული დღის აღსანიშნავად ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროს მთავარი ღირსშესანიშნაობა – ქრისტეს ქანდაკება საქართველოს დროშის ფერებით უკვე განათდა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, საქართველოს საელჩოების ორგანიზებით, მსოფლიოს 50 ზე მეტ ქალაქში აღინიშნება, დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მთავარი დღესასწაულია. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორ-ნახევარი წელი იარსება. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს აღიდგინა. შესაბამისი აქტი რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 9 აპრილს ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე მიიღო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/08/284791935_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_e97bcf2ec22300d47d05c8ae0ceeaef0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე , პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე , პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოს დროშის ფერებში განათებული მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები
დღეს თემატური ღონისძიებები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაიმართება.
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება, ღონისძიებები ორგანიზებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უცხოეთში ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ.
საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს აღნიშნავს. საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად, საქართველოს დროშის ფერებში განათა მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები.
საქართველოს დროშის ფერებში განათდა ანკარაში „ტყუპებად" წოდებული თურქეთის პალატებისა და ბირჟების გაერთიანების TOBB შენობა . თეთრ და წითელ ფერებში განათდა სტამბოლში 15 ივლისის მოწამეთა ხიდიც.
საქართველოს დროშის ფერებში განათდა კვიპროსის ქალაქ ნიქოზიას მუნიციპალიტეტის ძველი მერიის შენობის ფასადი. ასევე ნიქოზიაში არსებული ცენტრალური პარკი, რომელიც ცნობილი არქიტექტორის ZAHA HADIDI-ს მიერ არის დაპროექტებული.
გარდა ამისა, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს დროშის ფერებში განათდა ბაქოს ოლიმპიური სტადიონი.
თეთრ და წითელ ფერებში გაანათეს უძველესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი „ქათაბ მინარი" დელიში. უნიკალური, მე-12 საუკუნეში აგებული ძეგლი მსოფლიოში ყველაზე მაღალი აგურის მინარეთია.
ხორვატიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ზაგრების ცენტრალური შადრევნები საქართველოს დროშის ფერებში განათდა.
საქართველოს დროში ფერებში გაანათეს სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეს წმინდა ურბანის სახელობის სამრეკლო კოშკიც.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ესპანეთში, ქალაქ სევილიის უძველეს ნაწილში არსებული ალკასარის ისტორიული ციხე-სიმაგრე საქართველოს დროშის ფერებში განათდა.
ეროვნული დღის აღსანიშნავად ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროს მთავარი ღირსშესანიშნაობა – ქრისტეს ქანდაკება საქართველოს დროშის ფერებით უკვე განათდა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, საქართველოს საელჩოების ორგანიზებით, მსოფლიოს 50 ზე მეტ ქალაქში აღინიშნება,
დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მთავარი დღესასწაულია. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორ-ნახევარი წელი იარსება.
საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს აღიდგინა. შესაბამისი აქტი რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 9 აპრილს ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე მიიღო.