https://sputnik-georgia.com/20250526/saqartvelos-damoukideblobis-dges-ulocaven-293506071.html
სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატები მაკა ბოჭორიშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატები მაკა ბოჭორიშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
Sputnik საქართველო
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ქართველ კოლეგა მაკა... 26.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-26T13:49+0400
2025-05-26T13:49+0400
2025-05-26T13:49+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1a/288105239_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_755fa5019bf8bb1dae1ff1f79ee6128c.jpg
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ქართველ კოლეგა მაკა ბოჭორიშვილს მისალოცი წერილები გამოუგზავნეს და საქართველოს წინსვლა, კეთილდღეობა უსურვეს, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა. უწყების ცნობით, თავიანთ გზავნილებში მინისტრები ხაზგასმით აღნიშნავენ მრავალწლიანი ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის პერსპექტივას. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეხმიანება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკის წერილში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ პოლონეთი განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, გეორგ გეორგიევის წერილში აქცენტი კეთდება ნაყოფიერ თანამშრომლობაზე საქართველოსთან, როგორც სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში ბულგარეთის მნიშვნელოვან პარტნიორთან. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის წერილში ასევე გამოთქმულია რწმენა, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა ყველა მიმართულებით განმტკიცდება. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის წერილში კი ხაზგასმულია საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ურთიერთობის კონსტრუქციულ ჭრილში გაგრძელების მნიშვნელობა. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ სომხეთი „ძალიან აფასებს მეგობარ საქართველოს მხარდაჭერას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის მიმართ“. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, დამოუკიდებლობის დღეს ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრებიც აქტიურად ეხმიანებიან და ხაზგასმით აღნიშნავენ საქართველოსა და მათ ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას. სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელი იურაი ბლანარი საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერას ადასტურებს და გამოხატავს დაინტერესებას „სლოვაკეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობათა სრულფასოვანი განვითარებით ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ“. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს კეთილდღეობას, წინსვლას უსურვებს სლოვენიის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ტანია ფაიონი. ქართველ ხალხს მშვიდობას, კეთილდღეობასა და პროგრესს უსურვებენ სერბეთის, ხორვატიისა და ბოსნია და ჰერცეგოვინასა საგარეო საქმეთა მინისტრებიც. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყებამ ტაჯიკეთის, თურქმენეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ბელარუსის, ფილიპინების, შრი-ლანკის, ინდონეზიის, სენტ-კიტსის და ნევისის, კოლომბიის, ალჟირის, საუდის არაბეთის სამეფოსა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების მისალოცი წერილებიც მიიღო. 26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება. ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1a/288105239_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_9d451ec79b61610f8c0bb235225c3fa2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს დამოუკიდებლობის დღე , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს დამოუკიდებლობის დღე , ახალი ამბები
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ქართველ კოლეგა მაკა ბოჭორიშვილს მისალოცი წერილები გამოუგზავნეს და საქართველოს წინსვლა, კეთილდღეობა უსურვეს, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა.
უწყების ცნობით, თავიანთ გზავნილებში მინისტრები ხაზგასმით აღნიშნავენ მრავალწლიანი ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის პერსპექტივას.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეხმიანება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
„უნგრეთი გულწრფელად აფასებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ და კონსტრუქციულ ურთიერთობებს“, – წერს პიტერ სიიარტო.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკის წერილში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ პოლონეთი განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, გეორგ გეორგიევის წერილში აქცენტი კეთდება ნაყოფიერ თანამშრომლობაზე საქართველოსთან, როგორც სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში ბულგარეთის მნიშვნელოვან პარტნიორთან.
მეზობელი ქვეყნების – თურქეთისა და სომხეთის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილმეზობლობის ხელშეწყობაზე ამახვილებენ ყურადღებას.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის წერილში ასევე გამოთქმულია რწმენა, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა ყველა მიმართულებით განმტკიცდება.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის წერილში კი ხაზგასმულია საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ურთიერთობის კონსტრუქციულ ჭრილში გაგრძელების მნიშვნელობა. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ სომხეთი „ძალიან აფასებს მეგობარ საქართველოს მხარდაჭერას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის მიმართ“.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, დამოუკიდებლობის დღეს ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრებიც აქტიურად ეხმიანებიან და ხაზგასმით აღნიშნავენ საქართველოსა და მათ ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას.
ევროპელი კოლეგები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს და გამოთქვამენ იმედს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო მნიშვნელოვან ეტაპზე გადავა.
სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელი იურაი ბლანარი საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერას ადასტურებს და გამოხატავს დაინტერესებას „სლოვაკეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობათა სრულფასოვანი განვითარებით ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ“.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს კეთილდღეობას, წინსვლას უსურვებს სლოვენიის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ტანია ფაიონი.
ქართველ ხალხს მშვიდობას, კეთილდღეობასა და პროგრესს უსურვებენ სერბეთის, ხორვატიისა და ბოსნია და ჰერცეგოვინასა საგარეო საქმეთა მინისტრებიც.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყებამ ტაჯიკეთის, თურქმენეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ბელარუსის, ფილიპინების, შრი-ლანკის, ინდონეზიის, სენტ-კიტსის და ნევისის, კოლომბიის, ალჟირის, საუდის არაბეთის სამეფოსა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების მისალოცი წერილებიც მიიღო.
26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.
ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.