https://sputnik-georgia.com/20250526/saqartvelos-damoukideblobis-dge-aginishneba-293500109.html
26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
Sputnik საქართველო
წლების მანძილზე დამოუკიდებლობის დღეს საქართველოში აღლუმით აღნიშნავდნენ, თუმცა შემდეგ ხელისუფლებამ უარი თქვა ამ ტრადიციაზე და ძირითადი აქცენტი სახალხო... 26.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-26T09:21+0400
2025-05-26T09:21+0400
2025-05-26T09:21+0400
საქართველო
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/18/277981767_0:74:3377:1974_1920x0_80_0_0_2d0163a9c3432952f6ee4fab8627d069.jpg
თბილისი, 26 მაისი – Sputnik. საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა.26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა – 1991 წლის 31 მარტს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს მასშტაბით საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი ჩაატარა, სადაც საქართველოს მოსახლეობას ერთადერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი: „ხართ თუ არა თანახმა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?” რეფერენდუმში საქართველოს ამომრჩეველთა 90,3%-მა მიიღო მონაწილეობა, მათგან 98,9%-მა დამოუკიდებლობას მისცა ხმა.1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების და საზეიმო ღონისძიების დასასრულს საჰაერო თავდაცვისა და ავიაციის სარდლობის საფრენი აპარატები გადაიფრენენ.გარდა ამისა, საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, დედაქალაქსა და 21 ქალაქში სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყობა.დედაქალაქის გარდა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მთელი დღის განმავლობაში გაიმართება კულტურული და სპორტული ღონისძიებები, ასევე ბავშვთა ღონისძიებები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/18/277981767_323:0:3054:2048_1920x0_80_0_0_7e9ea85ce137edaf908a841bb6047997.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე , საზოგადოება, ახალი ამბები
26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
წლების მანძილზე დამოუკიდებლობის დღეს საქართველოში აღლუმით აღნიშნავდნენ, თუმცა შემდეგ ხელისუფლებამ უარი თქვა ამ ტრადიციაზე და ძირითადი აქცენტი სახალხო დღესასწაულზე გაკეთდა.
თბილისი, 26 მაისი – Sputnik. საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა.
26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.
დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა – 1991 წლის 31 მარტს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს მასშტაბით საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი ჩაატარა, სადაც საქართველოს მოსახლეობას ერთადერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი: „ხართ თუ არა თანახმა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?” რეფერენდუმში საქართველოს ამომრჩეველთა 90,3%-მა მიიღო მონაწილეობა, მათგან 98,9%-მა დამოუკიდებლობას მისცა ხმა.
1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა წვევამდელების სამხედრო ფიცის დადების ცერემონიით დაიწყება, რომელიც ექვს ლოკაციაზე გაიმართება. თბილისი, ვეჯინის სამონასტრო კომპლექსი, ნოქალაქევი, გეგუთი, სამთავისი, ელიას მთა - რეკრუტები ყველგან ერთხმად და ერთდროულად წარმოთქვამენ ფიცის ტექსტს, რომელიც საწყისი საბრძოლო მომზადების შემდეგ მათ უკვე ოფიციალურად, საქართველოს თავდაცვის ძალების ნაწილად აქცევს.
თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების და საზეიმო ღონისძიების დასასრულს საჰაერო თავდაცვისა და ავიაციის სარდლობის საფრენი აპარატები გადაიფრენენ.
გარდა ამისა, საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, დედაქალაქსა და 21 ქალაქში სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყობა.
დედაქალაქის გარდა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მთელი დღის განმავლობაში გაიმართება კულტურული და სპორტული ღონისძიებები, ასევე ბავშვთა ღონისძიებები.