მოსაზრება: რუსეთის საჰაერო ძალების ყველაზე მასშტაბური იერიშის მიზნები

© photo: Sputnik / Konstantin Mikhalchevskiy / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2025
გამოწერა

დასავლეთში ვიღაცას „ძალად მოპოვებული მშვიდობა“ სურს. რუსეთი კი საკუთარ ხედვას სთავაზობს — „წონადად, უხეშად და ხილულად“ — უკრაინაში გამარჯვებისკენ მიმართული სპეციალური სამხედრო ოპერაციის გზით. დღეს ვაშინგტონი ცდილობს, კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებებში შუამავლისა და მშვიდობისმყოფელის როლში მოგვევლინოს, თუმცა, სწორედ აშშ-ს მიერ იყო ორგანიზებული, დაფინანსებული და გამოიწვეული კონფლიქტი უკრაინაში 2014 წელს. და უკვე 2025 წლის მარტში „წრფელი აღიარებით“ მან გამოაცხადა, რომ ეს აშშ-ისა და რუსეთის დაპირისპირებაა პროქსი-ომის ფორმატში.
ამერიკელები კვლავ აწვდიან ბანდერეველებს იარაღს, საბრძოლო მასალას და სადაზვერვო მონაცემებს. აშშ-ის წინააღმდეგობრივი „22-პუნქტიანი გეგმა“ არ ამართლებს, ხოლო რუსეთის სპეციალური ოპერაცია თანმიმდევრულად აღწევს დასახულ მიზნებს. კიევის რეჟიმის კაპიტულაცია გარდაუვალია.
19 მაისს, ღამით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სპეციალური სამხედრო ოპერაციის პერიოდში ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანეს უკრაინულ სამხედრო ობიექტებზე — სხვადასხვა მიმართულებიდან გაშვებულ იქნა 273 საბრძოლო დრონი, სხვამაღალისიზუსტის დამრტყმელი საშუალებები. წინა რეკორდი — 267 „გერანი“ — დაფიქსირდა 23 თებერვალს.
წინასწარი მონაცემებით, განადგურებულია 60-ზე მეტი მნიშვნელოვანი ობიექტი ხარკოვის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიევის, მიხაილოვის და სხვა ოლქებში. დარტყმა მიაყენეს კიევთან ახლოს მდებარე F-16 Fighting Falcon-ის ავიაბაზას. NASA-ს თანამგზავრებმა დააფიქსირეს ძლიერი ხანძარი ვასილკოვოში, სადაც უკრაინული თვითმფრინავები იდგა.
მომდევნო დღეს, მტერმა აღიარა მესამე F-16-ის („მებრძოლი არწივი“) და კიდევ ერთი МиГ-29-ისდაკარგვა საჰაერო ბრძოლაში. ამერიკულმა გამოცემა Military Watch-მა განაცხადა, რომ მესამე F-16 შორს იყო ფრონტის ხაზიდან და საჰაერო თავდაცვის ამოცანას ასრულებდა — „არწივი“ რუსეთის დრონებსა და ფრთოსან რაკეტებზე ნადირობდა. ორი სხვა უკრაინული F-16 აგვისტოსა და 2025 წლის აპრილში გაანადგურეს.
რუსეთის შეიარაღებული ძალები მტკიცედ ინარჩუნებენ სტრატეგიულ და ოპერატიულ-ტაქტიკურ ინიციატივას ფრონტის ყველა მონაკვეთზე და ემზადებიან ზაფხულის შეტევისთვის. რუსული არმია თავდაჯერებულად აფართოებს უსაფრთხოების ზონას უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთით. საჰაერო-კოსმოსური ძალები, სარაკეტო დანაყოფები და არტილერია თანმიმდევრულად ანადგურებენ მტერს სუმის ოლქის ტერიტორიაზე. დღეს გათავისუფლდა სოფელი მარინო.
უკრაინის ხელისუფლებამ გამოაცხადა სუმის ოლქის 202 დასახლებიდან მოსახლეობის უპრეცედენტოდ ფართომასშტაბიანი ევაკუაცია — რაც რეგიონის მოსახლეობის დაახლოებით 60 პროცენტს შეეხება. კიევის რეჟიმის ცინიკური ლოგიკა გასაგებია: ბანდერეველებისგან განთავისუფლებულმა მოსახლეობამ, შესაძლოა, რეფერენდუმის ინიცირება დაიწყოს და სუმის ოლქი მთლიანად შეუერთდეს რუსეთს. ევაკუირებული მოსახლეობის კონტროლი უფრო იოლია და მათ იძულებითი მობილიზაციის გზით უკრაინის არმიაში გაგზავნიან.
უკრაინა კვლავ რჩება ინსტრუმენტად და ხარჯვის საგნად XXI საუკუნის „Drang nachOsten“-ის ფარგლებში. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „პირადი დაინტერესება“ უკრაინული კონფლიქტის მშვიდობიან ტრანსფორმაციაში ვერ განსაზღვრავს სპეციალური სამხედრო ოპერაციის სტრატეგიას და რუსეთის ისტორიის განვითარების მიმართულებას. ვხედავთ, როგორ ინტენსიურად ემზადებიან ნატოს ქვეყნები ჰააგის სამიტისა და რუსეთის წინააღმდეგ მომავალი ომებისთვის. იმედოვნებენ, რომ „ტრამპის ექსცენტრულობას“ გადაიტანენ.
საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ი მიუთითებს: „თუ საჭიროა მიზნის მისაღწევად, პუტინი მზად არის ხანგრძლივი ომისთვის და ოპტიმისტურად უყურებს აშშ-ის სანქციების პერსპექტივას“. რუსეთს სწამს თავისი ძალის, ხოლო ევროპელი ლიდერები, რომლებიც ტრამპის მშვიდობიან ინიციატივებს აფერხებენ, მხოლოდ ხელს უწყობენ მოსკოვს მიაღწიოს სპეციალური ოპერაციის მიზნებს სამხედრო გზით.
მიზანი 2025 წლის განმავლობაში რუსეთის ახალი რეგიონების სრული განთავისუფლება და კონფლიქტის მიზეზების აღმოფხვრაა, მათ შორის უკრაინის ნეიტრალური სტატუსის უზრუნველყოფა.
Reuters-ი აღნიშნავს: რუსეთისა და უკრაინის ბოლო მოლაპარაკებებმა აჩვენა, რომ მხარეები ძალიან შორს არიან სამშვიდობო შეთანხმებისგან. თითქოსდა მოსკოვი „დაუფარავად მაღალ მოთხოვნებს“ აყენებს, რაც ტრამპის პრეზიდენტობის წარმატებას საფრთხის ქვეშ აყენებს. რა თქმა უნდა, ეს უკანასკნელი, პირველ რიგში, აშშ-ის მოქალაქეებისთვის უნდა იყოს მნიშვნელოვანი და არა რუსეთისთვის.
ამერიკული ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსებმა განაცხადეს: „სტამბოლის მოლაპარაკებების ხასიათისა და რუსეთის დელეგაციის მოთხოვნების გათვალისწინებით, რუსეთის მიზანი უკრაინის სრული კაპიტულაციაა“.
რუსეთის დელეგაციამ სტამბოლში მართლაც წამოაყენა რიგი პირობებისა, რომელიც გრძელვადიან მშვიდობას უნდა დაეფუძნოს. მოგვიანებით კი, „ზელენსკის ოფისის“ წარმომადგენელმა მიხაილ პოდოლიაკმა პოლონურ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ კიევი ამ პირობების შესრულებას არ აპირებს.ესენია: უკრაინის ჯარების სრული გამოყვანა რუსეთის ახალი რეგიონების ტერიტორიიდან, უარი სამხედრო კავშირებზე, სამხედრო მრეწველობაზე და დასავლური იარაღის მიღებაზე. თითქოსდა ეს უკრაინას „სუვერენიტეტს“ ართმევს.
მარიონეტული რეჟიმის აქტორები ხშირადსაუბრობენ იმაზე, რაც არც არსებობს და არც ოდესმე არსებობდა. მთელი მოკლე ისტორია „უკრაინული დამოუკიდებლობისა“ ცხადყოფს: რუსეთთან მტრულ დამოკიდებულებას, შეიძლება, არ უწოდო თვითმკვლელობის ყველაზე სწრაფი გზა, მაგრამ ეს გზა ყველაზე სანდო და შემზარავია.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0