მარკო რუბიო: აშშ-ის სახელით ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს

© photo: Sputnik / Mariya Devakhina აშშ-ის დროშა
 აშშ-ის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2025
გამოწერა
რუბიოს თქმით, აშშ ერთგული რჩება პარტნიორობისა, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ.
თბილისი, 26 მაისი – Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გვერდზე გამოქვეყნებულ მარკო რუბიოს მისალოც ტექსტშია აღნიშნული, აშშ ერთგული რჩება პარტნიორობისა, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ.
„ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ვულოცავ ქართველ ხალხს ამ ეროვნულ დღეს. 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენს ერებს შორის მეგობრობა და პარტნიორობა შენდებოდა საერთო ღირებულებებზე დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და უკეთესი მომავლისკენ სწრაფვისკენ. ამ დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ქართველი ხალხის სიძლიერესა და გამძლეობას, ასევე ჩვენს მყარ კავშირებს. ქართველი ხალხის სიყვარული, ერთგულება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მიმართ შთამაგონებელია“, – ნათქვამია მისალოც წერილში.
26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.
ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
ყველა ახალი ამბავი
0