ქართველმა რეკრუტებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო ფიცი დადეს

© photo: Sputnik / Stringerდამოუკიდებლობის დღე
დამოუკიდებლობის დღე - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2025
გამოწერა
საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, თავდაცვის ძალების სარდლობა და სხვა ოფიციალური პირები.
თბილისი, 26 მაისი – Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე 700-მდე რეკრუტმა სამხედრო ფიცი დადო.
პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 107 წლის აღსანიშნავად საქართველოს მასშტაბით ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმართა თბილისში - თავისუფლების მოედანზე, ვეჯინის სამონასტრო კომპლექსის, ნოქალაქევის, გეგუთის, სამთავისის, ელიას მთის ტერიტორიაზე.
ცერემონია საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის და სამშვიდობო მისიებში დაღუპულთა ხსოვნის წუთიერი დუმილით დაიწყო.
საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, თავდაცვის ძალების სარდლობა და სხვა ოფიციალური პირები.
დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მთავარი დღესასწაულია. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორ-ნახევარი წელი იარსება. საზეიმო ღონისძიებები ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს.
ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
ყველა ახალი ამბავი
0