შალვა პაპუაშვილს ქვეყნის ეროვნული დღესასწაული უცხოელმა კოლეგებმა მიულოცეს

© Government of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2025
გამოწერა
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით უცხოელი კოლეგებისგან მისალოცი წერილები მიიღო, იუწყება პარლამენტის პრეს-სამსახური.
საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე შალვა პაპუაშვილს და ქართველ ხალხს სომხეთის, ყაზახეთის, ისრაელისა და სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარეებმა მიულოცეს და საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველ ხალხს მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება უსურვეს.
მისალოც წერილებში ასევე გამოთქმულია პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების სურვილი, რაც საერთო ღირებულებებს, ურთიერთპატივისცემას და რეგიონული სტაბილურობისადმი ერთგულებას ემყარება.
წერილებში გამახვილებულია ყურადღება საქართველოსა და აღნიშნულ ქვეყნებს შორის პარტნიორული, მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობაზე, ასევე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე.
26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.
ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
ყველა ახალი ამბავი
0