https://sputnik-georgia.com/20250526/papuashvilma-mosaxleobas-damoukideblobis-dge-miuloca-293508286.html
ეს დღე - ჩვენია! პაპუაშვილმა მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
ეს დღე - ჩვენია! პაპუაშვილმა მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
Sputnik საქართველო
26 მაისი , დამოუკიდებლობის დღე, ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული... 26.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-26T16:00+0400
2025-05-26T16:00+0400
2025-05-26T16:00+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291589584_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_e9c46ecb3d950e30bfccaaf9555b9a3e.jpg
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. დამოუკიდებლობა პროცესია, ყოველდღიური ბრძოლა, რომელიც არ მთავრდება, დაწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში. საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, გაჩერება ნიშნავს სიკვდილს, მარცხს, წაგებას. თავისუფლება და დამოუკიდებლობა, პაპუაშვილის თქმით, თვითმყოფადი ცნებებია, ადამიანის ძირეული მოთხოვნილებაა. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291589584_79:0:1218:854_1920x0_80_0_0_9dcf886bcec85719938852f32f1f17a6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს დამოუკიდებლობის დღე , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს დამოუკიდებლობის დღე , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
ეს დღე - ჩვენია! პაპუაშვილმა მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
26 მაისი , დამოუკიდებლობის დღე, ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა.
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. დამოუკიდებლობა პროცესია, ყოველდღიური ბრძოლა, რომელიც არ მთავრდება, დაწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში.
საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა.
„ეს დღე - ჩვენია! დამოუკიდებლობა პროცესია, ყოველდღიური ბრძოლა, რომელიც არ მთავრდება. სანამ ცოცხლები ვართ, ვიბრძვით, ვშრომობთ, ვზრდით, ვერ გავჩერდებით”, - დაწერა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, გაჩერება ნიშნავს სიკვდილს, მარცხს, წაგებას.
„თუ არ გვინდა უცხოს მონობა, თუ გვინდა დამოუკიდებლობა, თუ გვსურს სუვერენიტეტი და გვინდა „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს", მაშინ უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს ეს. გვესმოდეს და ვიცოდეთ თავისუფლების ფასი, დამოუკიდებლობის მნიშვნელობა, დროშის, გერბის, სახელმწიფოს საზრისი. გვესმოდეს, როგორ მივყვეთ ჩვენს გზას და არა სხვის კარნახს”, -აღნიშნა პაპუაშვილმა.
თავისუფლება და დამოუკიდებლობა, პაპუაშვილის თქმით, თვითმყოფადი ცნებებია, ადამიანის ძირეული მოთხოვნილებაა.
„სხვა ყველაფერი უცხო და გარეშეა. არსებობს ის რაც ჩვენია და არსებობს ის რაც სხვისია. ამის გარჩევა უნდა შეგვეძლოს, ჩვენის და სხვისის. პატრიოტიზმი სწორედ ეს არის, ჩვენის და სხვისის გარჩევა. სწორედ ამიტომ, ეს დღე ჩვენია! გილოცავთ 26 მაისს, ჩვენი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დღეს!”, -დაწერა პაპუაშვილმა.
1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.