https://sputnik-georgia.com/20250526/papuashvili-kvelam-tavi-unda-vigrznot-qveknis-jariskacad-293529122.html
პაპუაშვილი: ჩვენ ყველამ უნდა ვიგრძნოთ თავი ამ ქვეყნის ჯარისკაცად
პაპუაშვილი: ჩვენ ყველამ უნდა ვიგრძნოთ თავი ამ ქვეყნის ჯარისკაცად
Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენეტის თავმჯდომარემ საქართელოს დამოუკიდებლობის დღეს მართველი გუნდის მიერ ახალგაზრდებში ქართული ჯარის პოპულარიზაციისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე... 26.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-26T18:28+0400
2025-05-26T18:28+0400
2025-05-26T18:28+0400
საქართველო
საქართველოს თავდაცვა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293521374_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_4a5805d1bc3f337f7e342d35a4707957.jpg
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. მთავარია, რომ ქართველ ახალგაზრდებს ჰქონდეთ მოტივაცია იმსახურონ ქართულ ჯარში, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თავისუფლების მოედანზე სამხედრო აღლუმით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილით და ახალწვეულთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონიით დაიწყო, რომელიც თბილისსა და კიდევ ხუთ ლოკაციაზე გაიმართა. მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანომ ახალი „თავდაცვის კოდექსი“ იმისთვის მიიღო, რათა ჯარისკაცს, წვევამდელს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლისას ყველანაირი პირობა შეექმნას.საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე 700-მდე რეკრუტმა სამხედრო ფიცი დადო - პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 107 წლის აღსანიშნავად საქართველოს მასშტაბით ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმართა თბილისში - თავისუფლების მოედანზე, ვეჯინის სამონასტრო კომპლექსის, ნოქალაქევის, გეგუთის, სამთავისის, ელიას მთის ტერიტორიაზე.გარდა ამისა, საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, დედაქალაქსა და 21 ქალაქში სამხედრო ტექნიკის გამოფენა ეწყობა. მოქალაქეებს თავდაცვის ძალებში არსებული სამხედრო ჯავშანტექნიკის, საინჟინრო საშუალებების, არტილერიის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა აქვთ. ახალი წესები ჯარში სამსახურის პოპულარიზაცია თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. განახლებული „თავდაცვის კოდექსი" 2025 წლიდან ამოქმედდა. სიახლეები შეეხო როგორც სავალდებულო სამსახურს, ისე საკონტრაქტო სამსახურს და საქართველოს თავდაცვის ძალების სტრუქტურას. საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას 18–დან 27 წლამდე მამაკაცები ექვემდებარებიან. 2025 წლიდან გაწვევა ხორციელდება მხოლოდ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში წვევამდელთა სიიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. წვევამდელთა სამსახური ანაზღაურებადია, ასევე გათვალისწინებულია შვებულებები და დასვენების დღეები. წვევამდელი თავად ირჩევს სამსახურის გავლის სამიდან ერთ-ერთ ვარიანტს: გადავადება შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ და ის 5 ათასი ლარი დაჯდება. მანამდე არსებული კანონმდებლობით, წვევამდელთა სამსახური მოიცავდა ერთ წელიწადს და შვებულებას არ ითვალისწინებდა. რაც შეეხება ჯარის რიცხოვნობას, ამას ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭო განსაზღვრავს და ის არ აღემატება 37 ათას ადამიანს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293521374_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_8bb60f6b467da8131e25271a292421a5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს დამოუკიდებლობის დღე , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს დამოუკიდებლობის დღე , ახალი ამბები
პაპუაშვილი: ჩვენ ყველამ უნდა ვიგრძნოთ თავი ამ ქვეყნის ჯარისკაცად
საქართველოს პარლამენეტის თავმჯდომარემ საქართელოს დამოუკიდებლობის დღეს მართველი გუნდის მიერ ახალგაზრდებში ქართული ჯარის პოპულარიზაციისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. მთავარია, რომ ქართველ ახალგაზრდებს ჰქონდეთ მოტივაცია იმსახურონ ქართულ ჯარში, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თავისუფლების მოედანზე სამხედრო აღლუმით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილით და ახალწვეულთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონიით დაიწყო, რომელიც თბილისსა და კიდევ ხუთ ლოკაციაზე გაიმართა.
„დღეს ჩვენ ვიხილეთ ჩვენი შეიარაღებული ძალების, თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფი, რომლებიც წარმოდგენილი იყო აღლუმის დროს და ვნახეთ ქართველი ჯარისკაცები, რომლებმაც დღეს ფიცი დადეს, წვევამდელები, რომლებიც, მათ შორის, არა სავალდებულო გაწვევით, არამედ საკუთარი ნებით მიდიან ქართულ ჯარში", –განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანომ ახალი „თავდაცვის კოდექსი“ იმისთვის მიიღო, რათა ჯარისკაცს, წვევამდელს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლისას ყველანაირი პირობა შეექმნას.
„თანამედროვე გამოცდილება გვაჩვენებს, რომ მიუხედავად ყველა ტექნოლოგიისა, საბოლოო ჯამში, ყველა ომში დგება ჯარისკაცი და ადამიანი. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ თითოეულმა ქართველმა თავი იგრძნოს საქართველოს ჯარისკაცად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე 700-მდე რეკრუტმა სამხედრო ფიცი დადო - პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 107 წლის აღსანიშნავად საქართველოს მასშტაბით ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმართა თბილისში - თავისუფლების მოედანზე, ვეჯინის სამონასტრო კომპლექსის, ნოქალაქევის, გეგუთის, სამთავისის, ელიას მთის ტერიტორიაზე.
გარდა ამისა, საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, დედაქალაქსა და 21 ქალაქში სამხედრო ტექნიკის გამოფენა ეწყობა. მოქალაქეებს თავდაცვის ძალებში არსებული სამხედრო ჯავშანტექნიკის, საინჟინრო საშუალებების, არტილერიის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა აქვთ.
ჯარში სამსახურის პოპულარიზაცია თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. განახლებული „თავდაცვის კოდექსი" 2025 წლიდან ამოქმედდა. სიახლეები შეეხო როგორც სავალდებულო სამსახურს, ისე საკონტრაქტო სამსახურს და საქართველოს თავდაცვის ძალების სტრუქტურას.
საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას 18–დან 27 წლამდე მამაკაცები ექვემდებარებიან.
2025 წლიდან გაწვევა ხორციელდება მხოლოდ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში წვევამდელთა სიიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.
წვევამდელთა სამსახური ანაზღაურებადია, ასევე გათვალისწინებულია შვებულებები და დასვენების დღეები. წვევამდელი თავად ირჩევს სამსახურის გავლის სამიდან ერთ-ერთ ვარიანტს:
სამსახური საბრძოლო ქვედანაყოფში – ექვსი თვე;
სამსახური დაცვისა და უზრუნველყოფის ქვედანაყოფებში – რვა თვე;
სამსახური უმცროსი სამეთაურო წოდების მისაღებად და გარკვეული სპეციალობის დაუფლებისთვის – 11 თვე.
გადავადება შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ და ის 5 ათასი ლარი დაჯდება.
მანამდე არსებული კანონმდებლობით, წვევამდელთა სამსახური მოიცავდა ერთ წელიწადს და შვებულებას არ ითვალისწინებდა.
რაც შეეხება ჯარის რიცხოვნობას, ამას ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭო განსაზღვრავს და ის არ აღემატება 37 ათას ადამიანს.